კვირა, თებერვალი 23, 2025

გია ვოლსკი – მაღალი ტრიბუნიდან ჯეფრი საქსის, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება როდესაც გაისმის, ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს

ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ და როდესაც ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის.

„ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ, არაერთგვაროვანია, უპირისპირდებიან კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ამბობს ფაქტს, რაც ვიხილეთ. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე და აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. წარმოიდგინეთ, მათ არაფერი ენაღვლებათ, აბსოლუტურად არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი, მისი ბედი, გააჩნიათ გარკვეული პოლიტიკური ხედვა, თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, ჩვენ ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზება ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე ლაპარაკობს ჯეფრი საქსი, გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტოლოგი და ვფიქრობ, საყურადღებოა ძალიან ბევრისთვის და არამარტო საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ყველას შეუძლია, გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში

თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს. „ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა. დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად ხუთ თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში“,- განაცხადა პრემიერმა.

ვლადიმერ პუტინი – ჩვენი სტრატეგიული კურსი, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება

დღეს, მსოფლიოში სწრაფი ცვლილებების კონტექსტში, ჩვენი სტრატეგიული კურსი შეიარაღებული ძალების გაძლიერების და განვითარების შესახებ, უცვლელი რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი ქვეყანაში სამშობლოს დამცველის წლად გამოცხადდა. „ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მათ საბრძოლო მზადყოფნას, როგორც რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს, მისი სუვერენული აწმყოსა და მომავლის გარანტიას, მის პროგრესულ განვითარებას. იარაღისა და აღჭურვილობის საბრძოლო გამოყენების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების შევსებას ახალი, თანამედროვე მოდელებით” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შალვა პაპუაშვილი – გვაქვს სტანდარტები, რომელიც წლებია, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს, ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს და ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს

მედიის კანონს რაც შეეხება, სინამდვილეში აქ არაფერი სიახლე არ არის, ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ყველასთვის ცნობილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ყველაფერი გაწერილია და ახალი არაფერია. „ამჟამად ყველაფერი მივიწყებულია და ზოგს სურს, სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნას ჟურნალისტებისგან. აქაც, სინამდვილეში სიახლე არაფერია, თუმცა ბრიტანულ სტანდარტს, რასაც ვგულისხმობდით, ზუსტად ამ სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს. ზოგადად, ტყუილ-მართლის გარჩევა რთული არ არის. საკითხი იმაზეა, რომ დღესაც ეს სტანდარტები მოქმედებს. სპეციალური ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს. დღესაც, მაუწყებლობის შესახებ კანონში ეს ყველაფერი გაწერილია, ახალი არაფერია. გვაქვს სტანდარტები, რომელიც წლებია მოქმედებს, არსებობს, მაგრამ არ მოქმედებს. ჟურნალისტური სტანდარტები არსებობს, ვიცით, რა არის ეს სტანდარტი, მაგრამ არ მოქმედებს. იმიტომ არ მოქმედებს, რომ არის თვითრეგულაციას მინდობილი და არ სურს მედიასამყაროს, რომ ამ სტანდარტების დაცვა თავად უზრუნველყოს. ამიტომ, როცა არის სტანდარტი, რომელზეც ყველა კანონის დონეზე ვთანხმდებით, ეს არ არის თეორიული სიტყვები და ამ სტანდარტებს ვერ იცავენ თავად მედიაორგანიზაციები თვითრეგულაციით, რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფო ვალდებულია, რომ შესაბამისი რეგულაცია შემოიღოს. არაფერს ისეთს არ ვიგონებთ, რაც არ არსებობს რომელიმე ქვეყანაში და, მითუმეტეს, ვამბობთ, რომ იქნება ბრიტანული სტანდარტით და უკვე გასაგებია, როგორი მიდგომაც გვექნება. ყველაფერზე იქნება სასამართლო კონტროლი, ამიტომ იქნება სრულად გამართული, დემოკრატიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. „პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია“, – განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ. ლევიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას „24 საათის განმავლობაში“ იმუშავებს შეთანხმებაზე. მისივე თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ჩართულია უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში. „რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რადგან ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს ასევე იქნება შესანიშნავი ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინელ ხალხს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას ამ სასტიკი ომის შემდეგ აღადგენენ“,- განაცხადა ლევიტმა.

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები

2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. „თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის. 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები