კვირა, აგვისტო 16, 2026

გია ვოლსკი – „ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდათ საერთო ამოცანა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო, ზოგი ამას ერთი მეთოდით აკეთებდა, ზოგი მეორე მეთოდით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ამოცანები და მიზნები აქვთ, რაც გულისხმობს ქვეყანაში დესტაბილიზაციური პროცესის განვითარებას.

ვოლსკის განმარტებით, „ლელოს“ და „ნაცმოძრაობის“ მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება, თუმცა შესაძლოა, განსხვავებული იყოს აღნიშნული მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები.

„იდეა და ამოცანა ერთია, „ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდათ ერთი ამოცანა, რომ დესტაბილიზაციის პროცესი განვითარებულიყო. ზოგი ამას ერთი მეთოდით აკეთებდა, ზოგი – მეორე მეთოდით. ყველგან იყო დიდი ოდენობით ფული, ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს ორი გუნდი იყო ერთად. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მეორე ხალხს საბოტაჟისკენ მოუწოდებს. შინაარსით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან და მცდელობა იმისა, თითქოსდა სხვადასხვა პოზიციაზე დგანან, წარმატებული არ იქნება. იდეა არის ის, რომ საქართველოში ნგრევის პროცესი შეუქცევადად უნდა დაიწყოს და მარიონეტული რეჟიმი მოვიდეს. ეს იდეა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი იდეით და თავისი შინაგანი კონსტიტუციით არის „ლელო“. ამას ვერაფერი შეცვლის. დანარჩენი ტექნიკური დეტალებია, რომელსაც, ერთსაც და მეორე მიმართულებასაც, მხარს უჭერენ ევროპარლამენტარების დიდი ჯგუფი და „ევროპის სახალხო პარტია“. ეუბნებიან, საბოტაჟიც კარგი და სწორია და არჩევნებში მონაწილეობასაც ურჩევენ. უშველებელი თანხაა გამოყოფილი, რათა ამ პროცესებს ერთი ან ამ მეორე მიმართულებით დაეხმარონ.

უკვე წლებია, ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური სუბიექტები, მცირე გამონაკლისის გარდა, იქცნენ გარკვეული მიზნის ექსტრემისტულ დაჯგუფებებად, რომლებსაც აქვთ ერთი მთავარი მიზანი და ამ მთავარი მიზნის მისაღწევად უშველებელი ფინანსური რესურსი აქვთ დახარჯული, სერიოზული პოლიტიკური დახმარება აქვთ გაწეული. ჩვენ ეს ვიხილეთ, მათ შორის, ქუჩებში, როდესაც რუსთაველზე ცეცხლი ენთო. მიზანია საქართველოს დესტაბილიზაცია და როგორმე ხელისუფლების შეცვლა, რათა მოვიდეს მარიონეტული დაჯგუფება, ვინც შეასრულებს იმ ამოცანებს, რომლებიც შეესაბამება დიდ პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული ძალების ინტერესებს, მაგრამ არა – ქართული საზოგადოების და საქართველოს ინტერესებს. ზოგი არჩევნებზე ფიქრობს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ბოიკოტის გაგრძელებით უკეთესად შეასრულებენ ამ მთავარ ამოცანას. ფაქტია, რომ ერთიც და მეორეც ფინანსდება და არც პოლიტიკური მხარდაჭერა მოჰკლებია რომელიმეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორი ამინდი იქნება მომდევნო 3 დღის განმავლობაში-გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

16 აგვისტო - კვირადასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +13,  +18°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით  +13, +18°, ზოგან +23°-მდე. 17 აგვისტო - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში -  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით  +17, +22°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და სეტყვა. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +13, +18°, ზოგან +22°-მდე.18 აგვისტო - სამშაბათიდასავლეთ საქართველოში -  დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით  +18, +23°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +16, +21°, დღისით +27,+32°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°, ზოგან +24°-მდე.

რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია

ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში რევაზ ჩიკოიძემ (J2, +95 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეოთხედ დაეუფლა. ფინალში მან თანამემამულე ზვიად გოგოჭურს სძლია.ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებისთვის ეს უკვე მესამე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი ჩვენმა გუნდმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლო.დღეს, 15 აგვისტოს კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), ინა ქალდანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შუა ასაკში ამ სამი ფაქტორის კონტროლმა შესაძლოა დემენცია წლები გადადოს – კვლევა

შუა ასაკში არტერიული წნევის კონტროლი, დიაბეტის თავიდან აცილება და მოწევაზე უარის თქმა შესაძლოა მომავალში დემენციის რისკის შემცირებას და მისი განვითარების რამდენიმე წლით გადავადებას დაეხმაროს. ასეთ დასკვნამდე მკვლევრები ხანგრძლივი კვლევის შედეგად მივიდნენ.კვლევაში 12 409 ადამიანი მონაწილეობდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მეცნიერები საშუალოდ 26 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის დასაწყისში მონაწილეების საშუალო ასაკი დაახლოებით 56 წელი იყო. მკვლევრებმა სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეისწავლეს: არტერიული წნევა, დიაბეტი და მოწევა.კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც 55 წლის ასაკში არცერთი ეს სამი რისკ-ფაქტორი არ ჰქონდათ, საშუალოდ 30.1 წელი შეეძლოთ დემენციის გარეშე ეცხოვრათ.მათ შორის, ვისაც სამივე ფაქტორი ჰქონდა, ეს პერიოდი საშუალოდ 17.5 წელს შეადგენდა. ანუ ორ ჯგუფს შორის დაახლოებით 13-წლიანი განსხვავება გამოვლინდა.მკვლევრების თქმით, მაღალი წნევა, დიაბეტი და მოწევა სისხლძარღვებს აზიანებს. სისხლძარღვების პრობლემებმა კი შესაძლოა ტვინში სისხლის მიმოქცევაზეც იმოქმედოს და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების რისკი გაზარდოს.რატომ არის კვლევა მნიშვნელოვანი?დემენციის პრევენციაზე ზრუნვა მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში არ უნდა დაიწყოს. კვლევა აჩვენებს, რომ შუა ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს მომავალში ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს.მნიშვნელოვანია, რომ კვლევა დაკვირვებით ხასიათს ატარებდა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ამტკიცებს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ამ სამი ფაქტორის კონტროლი დემენციას აუცილებლად 13 წლით გადაავადებს. შედეგებზე სხვა ფაქტორებმაც შეიძლება იმოქმედოს, მათ შორის კვებამ, ფიზიკურმა აქტივობამ და ძილმა.კვლევის მთავარი გზავნილი მარტივია: ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შუა ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის დონის მართვა და მოწევაზე უარის თქმა შესაძლოა მომავალში კოგნიტური ჯანმრთელობის შენარჩუნებას დაეხმაროს.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – რუსოფობიას თვითონ რუსები უწყობენ ხელს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპირებით, პრობლემა არ არის, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიმართ ბევრი ცუდი...

წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს მას არ მოუწევდა რაღაცა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელმაც თავად ამ ხალხს ბევრი ცუდი გაუკეთა.„რუსოფობიას ყველაზე მეტად თვითონ რუსები უწყობენ ხელს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით. არანაირი პრობლემა არ არის, რომ ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონდეს ის ქვეყანა თუ ხალხი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. ტურისტებს ის უფრო აფრთხობს, რომ თბილისის ცენტრში გზა გადათხრილია. უამრავი ცუდი რაღაც შეიძლება იტალიაზე წაიკითხო, თუმცა ამის გამო ფლორენციას ტურისტები არ აკლდება. წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს, მას არ მოუწევდა რაღაცა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით.ჩვენს ხელისუფლებას იმდენად კარგი ინფორმაცია აქვს „დიფ სთეთის“ გეგმებსა და ნაბიჯებზე, რომ ალბათ პირდაპირ კონტაქტზე არიან და ყოველდღე ამ ინფორმაციის გაცვლა ხდება. უკეთესი იქნება, თვითონ მოგვიყვნენ, ვინ არის ეს „დიფ სთეითი“, ვინ გასცემს ბრძანებებს. ძალიან საინტერესოა, გავიგოთ, „დიფ სთეითის“ რომელმა წარმომადგენელმა უბრძანა ბარამიძეს, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, ვინ ჩაუშალა ქართულ სასტუმროებს ტურისტული სეზონი, უბრალოდ გვაცნობონ ჩვენც“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მედია – რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია

რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუმინულ საკურორტო ქალაქ სატურნის სანაპიროზე ხალხის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილზე სამხედრო დრონის ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი. დრონის ნამსხვრევები მაშველებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც დაუყოვნებლივ დარეკეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, ჟანდარმები და კონსტანტას ოლქის საგანგებო სიტუაციების ინსპექციის თანამშრომლები. შემოწმების დასრულებამდე ადგილიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არაფერია ცნობილი დრონის ნამსხვრევების წარმოშობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, შავი ზღვის ტალღებმა სანაპიროზე გამოიტანეს.

ბოლო სიახლეები