ორშაბათი, დეკემბერი 23, 2024

გია ვოლსკი – იქმნება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს დაევალა, იქცეს მსხვერპლად და ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებას

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს რადიკალური პროცესების განვითარების სცენარის მიხედვით, დაევალა, იქცეს გარკვეულ მსხვერპლად და ისეთი პოზიცია დაიკავოს, ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პრემიერი ამბობს, ჩანს, რომ ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები და მრჩევლებმაც ალბათ უთხრეს, რომ ეს რეალობაა და ამ რეალობას გაუსწორა თვალი. არ ვიცი, დღეს რას იტყვის, მაგრამ ყველა შემთხვევაში მის მიერ გამოხატული მზაობა იმისა, რომ ელაპარაკოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ჩერჩეტობაა ეს ყველაფერი და ბოლომდე უნდა დაინგრეს სახელმწიფო, მერე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ვფიქრობ, რომ უნისონშია. სალომე ზურაბიშვილი უნდა წარმოჩნდეს, როგორც მშვიდობის მტრედი. რადგან როდესაც ის კანონს დაუპირისპირდება, ჩამოყალიბდება ფიგურა ადამიანისა, რომელიც ითხოვდა გარკვეული პროცესების, პოზიტიური პროცესების განვითარებას, მაგრამ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა რაღაც რეალურ გადაცდომებზე და დანაშაულებზე. ანუ საზოგადოებაში უნდა შეიქმნას აღქმა, რომ არსებობს სამართალი, მაგრამ ეს სამართალი აბსოლუტურად ცალკეა იმისაგან, რასაც სალომე ზურაბიშვილი გააჟღერებს“,- განაცხადა ვოლსკიმ,

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, „ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლის როლში ხომ არ არის“.

„ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაფიქრება გვმართებს და არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, ვისაც ნეიტრალური პოზიცია აქვს, ან ქუჩებშია გამოსული. თავად სალომე ზურაბიშვილს 100-ჯერ მართებს დაფიქრება, ხომ არ არის იგი ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლი, მისი როლი ჩამოყალიბებული როგორც მსხვერპლის როლი. აუცილებლად შეფასდება ეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, ეს თვითონ კარგად იცის. კონსტიტუციის დარღვევის ეს ფორმა, რასაკვირველია, განაპირობებს მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი ზომების გატარების აუცილებლობას, რდგან ეს პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფო სტაბილურობას და ზოგადად სახელმწიფოში უკონტროლო დანაშაულებრივი პროცესების განვითარების წინაპირობების შექმნას.

ამდენი ხანი ამ დესტრუქციული სცენარის მიხედვით მოქმედებდა, რომელსაც ქმნიდა თუნდაც ეს „მაკკეინის ინსტიტუტი“ და ამას აჟღერებდა. ეს არ არის უბრალო ორგანიზაცია და რასაკვირველია, მიჰყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ სცენას. მივიდნენ იმ კულმინაციურ წერტილამდე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი უნდა იქცეს ან დამნაშავედ, სხვა ალტერნატიული აზრი არ არსებობს, ან რასაკვირველია, უნდა მოძებნოს გზა, როგორმე, თავი დააღწიოს აი ამ როლისაგან, რომელიც მას მიანიჭეს. ისევე როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე როლი მიცემული იმისა, რომ უნდა ყოფილიყო მომაკვდავი დემოკრატიის შუქურა, რომელიც იჩაგრება საქართველოში. ვფიქრობ თვითონ დროულად მიხვდა ამას და თავი გადაირჩინა“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს – ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც, ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის...

კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, "ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა". "რაც შეგვეხება კახელებს. კახელებმა თავისი სათქმელი 26 ოქტომბერს საკმარისზე ხმამაღლა თქვეს და არავინ იფიქროს, რომ ვინმე, 105 831 ამომრჩევლისთვის თვალის არიდებას შეძლებს. საგარეჯო - 66% სიღნაღი - 63% დედოფლისწყარო - 66% თელავი - 55% გურჯაანი - 62% ახმეტა - 56% ყვარელი - 57% ლაგოდეხი - 62% ეს იყო ჩვენი მარშიც, ბრძოლაც და გამარჯვებაც. ქედმაღალი სიტყვები ვერ შეცვლის სინამდვილეს, აღქმების დრო დასრულდა,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. როგორც ცაჰკნამ აღნიშნა, დასავლეთის ყურადღების ქვეშ რჩება ანტისახელისუფლებო მასშტაბური საპროტესტო აქციები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს, ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ისე, რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველი ხალხი განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობს, შეეგუოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასა და დემოკრატიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. „პროტესტის მონაწილეთა სასტიკი დარბევა დაუშვებელია და საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ მრავალ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეუმჩნეველი და უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ცაჰკნამ. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებმა პირველებმა დააწესეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. „სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ უჭერენ ამ ინიციატივას მხარს სხვა ქვეყნები. ამ კვირაში ასეთივე ზომები მიიღო დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, რომლებმაც სანქციები რიგი ქართველი მაღალჩისნოსნების მიმართ შემოიღეს“, – განაცხადა ცაჰკნამ. ამასთან ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი გამოვა, სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ? – გიორგი უშიკიშვილი

„თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება,“ – ამის შესახებ გიორგი უშიკიშვილი აცხადებს.   როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, მხოლოდ მომღერლებისა და მსახიობების გაფიცვა შედეგს ვერ მოიტანს. „ძალიან სასიამოვნოა, რომ მომღერლები და მსახიობები გაიფიცნენ, მაგრამ აქ გამოსავალი არის ერთი რაღაც, ჩემი აზრით, რამდენ ხანს უნდა გაიფიცონ მარტო მომღერლები და მსახიობები? თუ საყოველთაო გაფიცვა იქნება 2-3 დღეში ყველაფერი დამთავრდება. თუ საყოველთაო გაფიცვა არ იქნება არაფერი არ გამოვა. რამდენ ხანს უნდა გავიფიცოთ? ყველას ვალდებულებები აქვს, შვილები ჰყავთ და ა.შ. სხვამ იმუშაოს და ჩვენ გავიფიცოთ?“ – აღნიშნავს უშიკიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

„კლინიკაში გული გაუჩერდა…“ – ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფარეხასთან, ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ  გზაზე, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთი პირი ადგილზე, ხოლო მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ 9“ ავრცელებს. კლინიკა „იმედში“ განმარტავენ, რომ დაშავებული ქალი მათთან პოლიტრამვებით შევიდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გული მალევე გაუჩერდა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მომხდარის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თავიანთ მომხრეებს მოდელირებულ ცხოვრებას თავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ მორიგ აქციას და იქ შეკრებილებთან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით 400 ათასი ადამიანი. რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000. ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას თავაზობენ მოცემულობით - "ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა" და თავგანწირული სლოგანით "მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა", - წერს მამუკა მდინარაძე.

ბოლო სიახლეები