პარასკევი, აპრილი 25, 2025

გია ვოლსკი – ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სჭირდება თანხა, ვინაიდან „კრიზისი“ მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, ვიღაც პიროვნებებთან საკუთარ სახელმწიფოზე ასე ლაპარაკი სირცხვილია

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები.

ამასთან, ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ უჩა ნანუაშვილი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა თავისი გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს.

„სირცხვილია, რომ ქართული გვარის მქონე ადამიანები ასე ლაპარაკობენ საკუთარ სახელმწიფოზე ვიღაც პიროვნებებთან, რომლებიც დაზუსტებულად არც იციან, არიან თუ არა ის პიროვნებები. თავისი სიმსუბუქით, უინტელექტობით, თანხაზე თუ შემოთავაზებაზე დახარბებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ქართული გვარის ადამიანები რომ მოტყუვდნენ და ამას ლაპარაკობენ, ეს რომ სირცხვილია, ერთი საკითხია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს და რომელმაც პრეზიდენტის კაბინეტიდან პრეზიდენტის დროშა მოიპარა, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან ეს დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება. აქედან გამომდინარე, ითხოვს თანხას, რაც უნდა გამოიყენოს არამშვიდობიანი პროცესების გასავითარებლად. ისეთის, როგორიც უკრანაში მოხდა, რადგან ე.წ. პოროშენკოა მასთან მოსაუბრე, ის სწორედ რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციას პირდაპირ ადებს ხელს, რომ სწორედაც ამიტომ ერიცხებოდა თანხა. შესაბამისად, დღეს მთელი საქართველოს წინაშე, მხარდამჭერების თუ მოწინააღმდეგეების წინაშე გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც უნდა, საქართველოში ქართველებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარონ და მოხდეს ის უბედურება, რაც უკრაინაში მოხდა. ეს ტრაგედიაა. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტია, იგი დასავლური ბიუროკრატიის მხრიდან ქვეყანაში აღიარებულია, როგორც ოპოზიციის ლიდერი. აქ უკვე მეორე თემაც იხსნება. ანუ დასავლეთს, ევრობიუროკრატიასაც ხელს ადებს, რომ ის სწორედ ის ადამიანია, ვისაც უნდა დაეხმარონ, რადგან საქართველოში პირდაპირ რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ამას გვპორდება და აღიარებს, რომ ეს არის მისი პოლიტიკური კრედო და ამოცანა. ეს ძალიან მძიმე სურათია. არ ვიცი, უჩა ნანუაშვილის კრედო თუ პოლიტიკური ხედვა რა არის და რას აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რასაც ხელს შეუწყობს თანხა, რომელსაც კასპაროვი მისცემს. კიდევ კასპაროვს ეძებს, რომ იქნებ ფული გადაურიცხონ, რომ მოამარაგოს და ამ თანხით მისი ავადმყოფური გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია, – ვოლსკის თქმით, გამოძიება აუცილებელია.

„ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია, უთქვამს თუ არ უთქვამს, როგორც თავად ამბობს, მე ვთქვი, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლების მხრიდან არიან ჩართული ამ პროცესებში და არა ჩვენი მხრიდანო. გასაგებია, რომ თავი ასე უნდა იმართლოს, მაგრამ ხომ დავინახეთ ფაქტი, ქუჩაში რაც ხდებოდა. ვინ იყვნენ მობილიზებული უჩა ნანუაშვილის ტიპაჟების გარშემო, რას ისროდნენ, რას აკეთებდნენ, ცეცხლს სად აჩენდნენ და აგრესია რომელი მხრიდან მოდიოდა. სად ამზადებდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ვისი თანხებით ხდებოდა პიროტექნიკის შეძენა. ეს ყველაფერი ვიხილეთ. ეს არის აღიარება და ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსის წარმოჩენა, არა „ქართული ოცნების“ ან სხვა მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მხრიდან, არამედ უშუალოდ ამ ადამიანების მხრიდან. ამ ადამიანების მხრიდან აღიარებაა, საქართველოში რა დანაშაულებრივი სქემების განვითარებას აპირებდნენ, ხოლო ვინ იგულისხმა შტურმის განმხორციელებელ ჯგუფებში, ამაზე წარმოდგენას გვაძლევს ის პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად ხდებოდა ბრუტალური შეტევა სახელმწიფო სტრუქტურებზეც და პოლიციელებზე პიროტექნიკის, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით. ის ამ ჯგუფს ახასიათებს და უნდა, კასპაროვმა მათ დასაფინანსებლად ნახევარი მილიონი დოლარი მისცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ, შეჩერდი! – ტრამპმა კიევზე რუსეთის საჰაერო იერიში დაგმო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის გამო თავის სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვა.„კიევზე რუსეთის თავდასხმით კმაყოფილი არ ვარ. ეს არ არის საჭირო და ეს ძალიან ცუდ დროს მოხდა. ვლადიმერ, შეჩერდი! ერთ კვირაში 5000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, სამშვიდობო შეთანხმება დავდოთ!“, - დაწერა ტრამპმა.ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას რუსეთმა მასირებული შეტევა განახორციელა კიევზე, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-მდე მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

მარკ რუტე – უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა

უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„მე მასთან ვმუშაობდი ოთხი წლის განმავლობაში 2010-დან 2014 წლამდე და შევწყვიტე მისი აზრების წაკითხვის მცდელობა. ვნახოთ. ვფიქრობ, უკრაინელები ნამდვილად თანამშრომლობენ და ჩემი აზრით, ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მხარესაა“,- განაცხადა რუტემ.მისივე თქმით, „ძალიან კარგი“ შეხვედრა ჰქონდა დონალდ ტრამპთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, საუბრის ძირითადი თემა კი ნატო-ს მომავალი სამიტი იყო.„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან და მის გუნდთან, რუბიოსთან, ჰეგსეტთან და მაიკ უოლცთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, მაგრამ შეხვედრის მთავარი საკითხი ჰააგაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი იყო. ჩვენ ყველანი ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ვხედავთ ნატო-ს, რომელიც თავდაცვაზე გაცილებით მეტს ხარჯავს. ეს აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ“,- განაცხადა რუტემ.

ფულის წვიმა დუბაიში: რატომ ყრიან შეიხები ოქროსა და დოლარებს ვერტმფრენებიდან

დუბაიში განსაკუთრებული წვიმაა - არა წყლის, არამედ ბანკნოტებისა და ოქროს ზოდების. არდადეგების დროს შეიხებს შეუძლიათ ნამდვილი შოუ მოაწყონ, ვერტმფრენებიდან ფულის პირდაპირ ქუჩებში გადაყრით. წარმოიდგინე ციდან ჩამოვარდნილი ფული და შეგიძლია აიღო. ერთმა ასეთმა რეისმა 1,5 მილიონი დოლარი „დათესა“ ქალაქის ქუჩებში. მაგრამ რატომ აკეთებენ ისინი ამას და რა დგას სინამდვილეში ამ ბრწყინვალე ჟესტების მიღმა: სიგიჟე, კეთილშობილებისა და სიმდიდრის დემონსტრირება, საგულდაგულოდ გააზრებული ტრადიცია თუ სხვა?არაბულ კულტურაში დემონსტრაციული კეთილშობილება მმართველის იმიჯის ნაწილია. ლიდერს გულუხვად უწევს გაზიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატივს არ სცემენ. დღეს შეიხები აგრძელებენ ამ ტრადიციას, მაგრამ 21-ე საუკუნის სულისკვეთებით: ბანკნოტების ფეიერვერკი, საჩუქრად ლამბორგინი და „ოქროს“ შხაპი არა მხოლოდ სიმდიდრის, არამედ გავლენის სიმბოლოდ იქცა. 2020 წელს  "წვიმა" მოიცავდა არა მხოლოდ ბანკნოტებს, არამედ მინი ოქროს ზოდებს, რომელთა წონა 100 გ-მდე იყო.ასეთი „პიარი“ მძლავრად მუშაობს: ციდან ჩამოცვენილი ფულის ვიდეოები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შეიძლება მას შოუ უწოდოს, იმირატების ხალხისთვის ეს არის კურთხევა და ხალხის ღვაწლის აღიარება.ინსტაგრამისა და TikTok-ის ეპოქაში ფულის გამომუშავება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჟესტი. სწორედ ვირუსული კონტენტი აქცევს ქვეყანას აღტაცებისა და შურის ობიექტად. მილიონობით ნახვა და ათასობით რეპოსტი შოუს რბილი ძალის საინფორმაციო თავდასხმად აქცევს: იმირატები ხდება ფუფუნებისა და ოცნებების სიმბოლო, თუმცა მიუღწეველი.საინტერესოა, რომ ციდან ფულის წვიმის იდეა ახალი არ არის. 1940-იან წლებში აშშ ატარებდა „ფულის ლატარიას“ საჰაერო ბუშტებიდან, ფილიპინებში კი მსგავს ღონისძიებებს ადგილობრივი მდიდრები არჩევნების წინ ატარებენ. მაგრამ მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ეს ამაღლებულია ფუფუნების ხელოვნებამდე.რას ნიშნავს ფულის წვიმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებისთვის?ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებები სოციალური გადანაწილების თანამედროვე ფორმაა, მაგრამ გადასახადების გარეშე. პროგრესული მასშტაბის ან სოციალური პროგრამების დანერგვის ნაცვლად, მდიდარი შეიხები ზოგჯერ უბრალოდ ანაწილებენ ფულს პირდაპირ - ეფექტურად, ერთჯერად, მაგრამ გულუხვად. იმირატებში თითქმის არ არის უსახლკარო ადამიანი და მილიარდერების წილი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. შესაძლოა, „ფულის წვიმა“ ნავთობის, ინვესტიციებისა და ტურისტული ოცნების მიერ შექმნილი სიმდიდრის აისბერგის მხოლოდ თვალწარმტაცი წვერია.

🎥ვის მიუძღვნა გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოსიტთა ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის პირველივე დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი მიეცა. 60 კგ. წონით კატეგორიაში, კრისტალბეთის ამბასადორმა, გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო.ფინალში სარდალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა.„პრაიმტაიმის“ ყურადღება ჩემპიონობის აღნიშვნის ჟესტმა მიიქცია, მან თითებით ლათინური A გამოსახა.აღმოჩნდა, რომ მისი შეყვარებული მომღერალი ანანო სამხარაძეა და სწორედ მას მიუძღვნა გამარჯვება.„გამარჯვების შემდეგ, ის ინიციალი ჩემს შეყვარებულს ეძღვნება. ყოველთვის გვერდით მიდგას. ძალიან, ძალიან გახარებული იყო, ტიროდა. დიდ ემოციებში იყო,“ - თქვა ძიუდოში ევროპის ჩემპიონმა CrystalSport-თან.

Reuters – ისრაელის დაბომბვას ღაზაში მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას მინიმუმ 44 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჯანდაცვის სექტორის ადგილობრივ პალესტინელ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.მათი ცნობით, ისრაელმა საავიაციო დარტყმა განახორციელა ქალაქ ჯაბალიაში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ადგილობრივი ექიმების ცნობით, პოლიციის განყოფილებას, რომელიც ბაზრობასთან მდებარეობდა, ისრაელის ორი რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიჭრა, ხოლო 10 დაიღუპა.ისრაელის სამხედროების თქმით, მათ ჰამასისა და “ისლამისტური ჯიჰადის” ჯგუფების სამმართველო პუნქტი დაბომბეს, რომელსაც ისინი ისრაელის ძალების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმარებისა და განხორციელებისთვის იყენებდნენ.ჯანდაცვის სექტორის პალესტინელი წარმომადგენლების თანახმად, ისრაელის მიერ სექტორის გარშემო ისრაელის საჰაერო დარტყმებს კიდევ 34 ადამიანი შეეწირა, რის შედეგადაც ხუთშაბათს, 24 აპრილს, გარდაცვლილთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

ბოლო სიახლეები