სამშაბათი, ივნისი 10, 2025

გია ვოლსკი:- ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ვფიქრობ, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს

თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს.

„ვფიქრობ, თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე უნდა დაიბარონ. ის იქიდან გვახსოვს, როცა თქვა, რომ იესო ქრისტეს ჯიბეში 30 ვერცხლი ჩაუდეს, ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. გვახსოვს მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც, მაგრამ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და ისე გამოიყვანოს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ რვა წლის წინ სისულელე თქვა. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელდ შეტევა. ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება. რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს. მახსოვს, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც თავს დაესხნენ. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არც საზღვარგარეთ არავინ დაიჯერებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იხილეთ-რამდენიმე საკადრო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.

ვახუშტი მენაბდე – ოპოზიციის დიდი ნაწილი რჩება პერსონალურ კინკლაობაში – გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია, ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია

ოპოზიციას ერთობლივად უნდა ემსჯელა არჩევნებთან დაკავშირებით, სანამ ონლაინ დებატებში შევიდოდა - არჩევნების თარიღი ცნობილი იყო და ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით ხედვა უნდა ჰქონოდა,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.ვახუშტი მენაბდის თქმით, ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაიღო სათანადო ძალისხმევა, რათა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოეტანა საკითხები, რაც დემოკრატიას ემუქრებოდა და ახლა ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ პერსონალურ კინკლაობაში რჩება.„ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაწია სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რომ დემოკრატიის ძალიან კონკრეტული პრობლემები, რომელიც კონკრეტული ადამიანების დემოკრატიული უფლებების რეალიზებას უკავშირდება, გამოეტანა პოლიტიკურ სამსჯავროზე და შემოეტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა რასაც ვუყურებთ, დიდი ნაწილი რჩება ისევ პერსონალურ კინკლაობაში და ძალიან ცოტა დრო ეთმობა ამ საკითხების პოლიტიზებას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ახლა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც „გაჭედილია“ და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას, რეჟიმის შესახებ კრიტიკა კი გამქრალია.„მათ უნდა დაეწყოთ ღია დისკუსია თვეების წინ, ჩამოეყალიბებინათ მოთხოვნები. უნდა ეთქვათ, რომ აი, ეს არის მოთხოვნები, რაც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური პროცესი. არ ვამბობ, რომ პირობების წამოყენება აუცილებლად წარმატებამდე მიიყვანდა მათ, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა პოლიტიკური პროცესი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია. უკმაყოფილება მთლიანად გადამისამართდა ოპოზიციის მომხრეებს შორის ერთმანეთზე“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გოგა მანიას წინასწარმეტყველება – რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე

 „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი. მე ვთქვი, რომ მიწისძვრები, 15 ივნისამდე იქნება შესამჩნევი. ხშირად ვახსენებ და კიდევ ვიტყვი, წყლიდან გამომდინარე ნგრევა მოხდება.ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ... კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

🎥„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს…“ – ცოტნე ანანიძე

„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს...“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ვოლსკი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე: რომელი სახელმწიფო დაუშვებს, რომ თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული ადამიანი გაატაროს სასაზღვრო კონტროლზე? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი?

"ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ "ღამის კურიერის" ეთერში იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლის შესახებაც დღეს, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ბაჩიაშვილის ბრალდებები აბსურდულია, რადგან არცერთი სახელმწიფო არ გაატარებს გატაცებულ და ნაცემ ადამიანს სასაზღვრო კონტროლზე."ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს, მითუმეტეს იმ რესურსით, რომელიც მან დააგროვა ამ ხნის განმავლობაში, როგორ დაუშვებს, რომ მოტაცებული ადამიანი, - თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული გაატაროს ერთ კონტროლზე, მეორე კონტროლზე და სასაზღვრო კონტროლზე? განუკითხაობაა? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი? სახელმწიფოზე ლაპარაკობს, კონკრეტულად არ ასახელებს, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოზე ლაპარაკობს. თუკი ასეთი მეგობარი ქვეყანაა ჩვენთვის ის სახელმწიფო, რაში დასჭირდებოდა ამ მასკარადის მოწყობა? აიღებდა და პირდაპირ გადასცემდა დამნაშავეს. მე, მაგალითად, ეჭვი არ მეპარება , მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. თვითონ ფაქტები, რომელზეც თავადვე ლაპარაკობს, მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული მართლაც სერიოზულია," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ბოლო სიახლეები