გია ვოლსკი არახამიაზე: რა გაცვლაზეა ლაპარაკი? რა სისულელეებს მიედ მოედება არ იცის – სააკაშვილი დამნაშავეა, რუსეთი რა შუაშია, საქართველოში აქვს სისხლი დაღვრილი, ფულიც მოპარული და ადამიანების უფლებები გადათელილი

Read Time:57 Second

იმდენად უტიფარია არახამის განცხადება, რომ ძალიან ძნელია, პასუხი გასცე. პირველ რიგში სააკაშვილი დამნაშავეა, რუსეთი რა შუაშია, საქართველოში აქვს სისხლი დაღვრილი, ფულიც მოპარული და ადამიანების უფლებები გადათელილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რატომ უნდა გადასცე უკრაინას ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულები ჩაიდინა, გაუგებარია.

„დღეს მიმდინარეობს იმ საკითხის განხილვა, რასაც ჰქვია ადამიანის ქუჩაში დახვრეტა, რომელშიც შეიძლება, თვითონაც აქვს მონაწილეობა მიღებული, თუ არ აქვს მიღებული, ყოველ შემთხვევაში, ამ სისტემას მართავდა. ეს მართვის კულტურა დაგეგმა. როგორ შეიძლება, გაგიჩნდეს სურვილი, უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა. ზუსტად ვიცი, რომ უკრაინაში თავისი პარტიისკენ მიემართება და არა თუ ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება, ორდენიც დაკიდონ იმისათვის, რომ უკრაინის საზღვარი დაარღვია უკანონოდ. თვითონ უკრაინაშიც დამნაშავეა, ისინი არ აღძრავენ არანაირ საქმეს და პირიქით ტაშს უკრავენ. რა გაცვლაზეა ლაპარაკი? რა სისულელეებს მიედ მოედება არ იცის. ასევე, დადასტურებულია, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. შავი ხვრელი თუ უნდა ეძებოს არახამიამ სადმე თავისთან, თავის ქონებაში, იმ სიტუაციაში, რომელიც თვითონ შექმნა თავის გარშემო. ეს არის რეალური სურათი, რომელიც გვაქვს. ყველა შემთხვევაში, სამართლებრივად, ეთიკურადაც და პოლიტიკურადაც არახამია არის მტყუანი, მაგრამ აქ არახამიაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია პარტიაზე, რომელსაც არახამია ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ოსკარის“ 2024 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ
Next post რამდენჯერმე ვისაუბრეთ, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავაინიცირებთ გამოძიებას 2008 წლის ომის შესახებ, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, გამოძიების დაწყებას ახლავე, არჩევნებამდე მოვითხოვთ – „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს