შაბათი, ივლისი 5, 2025

გია ვოლსკი – ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ

ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ზოგადად, დაპირისპირების დინამიკა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის კარგა ხანია, ასე ვთქვათ, 2006 წლიდან ვითარდება, არის საფრთხის შემცველი. საქართველომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში სწორი ადგილი ამოირჩია. სწორი პოზიციაა ის, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრი და 2012 წლის შემდეგ წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, რომელიც წამოვიწყეთ, იგივე განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ახლო, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და უამრავი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, რუსეთს სხვადასხვა ბერკეტი აქვს და არ აქვს იმის შიში, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უცებ გადაწყვეტენ, რომ უკრაინა-საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ.

„რუსეთს საკმაოდ სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს დღეს. მით უმეტეს, ბაიდენმა თქვა კიდეც, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა შორეული პერსპექტივაა. ნატო-ში არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც არც თუ პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოს, თუ უკრაინის გადაუდებელ წევრობაზე. აი, ამის ანალიზია საჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო სურვილი, რომ აუცილებლად გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, რაც ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს წევრობა გვინდა და აუცილებლად გავხდებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის, მაგრამ ამ ჩვენს პოზიციას უპირისპირდება აბსოლუტურად დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია. ამ თემაზე მაინც რომ ვიყოთ გაერთიანებული, რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნატო-ს წევრობა, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო პერსპექტივაა, რომ უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი და გარანტირებული, მაგრამ რეალურად, ჩვენმა პარტნიორებმა ამისთვის ველი უნდა მოასუფთაონ და მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება.

„ჩვენ რომ მუდმივად ვსაყვედურობთ, კარი ღია გაქვს, ჩვენ ვაკაკუნებთ და ა.შ, ეს საზოგადოებაში არასერიოზულ განწყობებს უწყობს ხელს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ცვლის ევროპაში უსაფრთხოების გარემოს ის, რაც ახლა ხდება უკრაინასთან მიმართებაში და რამდენად ჩნდება ველის მოსუფთავების პერსპექტივა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამისთვის ვითარება მწიფდება.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა ტიპის პასუხი შეიძლება, ჰქონდეს დღეს საქართველოს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე უკრაინაში, რაც როგორც განმარტებულია, მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინამ უარი თქვას, გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია და დამოკიდებულება არის ანალიზზე აგებული.

„ისე არ არის, ვიღაც რომ გამოვა და ვიღაცის ნიშნის მოგებისთვის რომ პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს. ეს ბრიუსელში და ვაშინგტონში კარგად ესმით, მაგრამ კახეთის გზატკეცილზე ვერ გაიგეს იმ ოფისში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოს საკითხზე.ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპელი მინისტრები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.ცნობისთვის, ივნისში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშიროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, მათ შორის იმსჯელეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრების თემაზე და ისაუბრეს „მზარდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებაზე, თუმცა, შეთანხმება არ იყო მიღწეული.”კალასმა მაშინ განაცხადა, რომ ევროპული საბჭო საქართველოს თემას ივლისში დაუბრუნდებოდა.

ბოლო სიახლეები