ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

გია ვოლსკი – აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს – ადამიანმა რომ თავი მოიკლა, დადასტურებულია და არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს – ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს

აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა – ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იბრძვის იმ მეთოდით, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ გააჩნია.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ აბსურდია, თითქოს, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ როგორმე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდეს.

„რაც შეეხება კითხვას, თუ რას ემსახურება წერილი – ამას ალბათ, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს, და მეორე – ის, რომ, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი შენ თვითონ იყავი, მაგრამ დღეს სააშკარაოზე გამოგიყვანა როგორც დამნაშავე. ადამიანმა რომ თავი მოიკლა დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არავითარი კავშირი ამ ვითარებასთან არ შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველასთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა, ჩემთვის ძალიან დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს არ აქვს არანაირი ფასი – არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მით უმეტეს, არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება.

არაა გამორიცხული ვერსია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. შეიძლება ვიღაც ჰპირდება, რომ თუკი იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის ბრძოლას, ეს დაეხმარება ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას და შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს – პოვებს თავისუფლებას და დაივიწყებენ იმ დანაშაულს, რომელიც რეალურად აქვს ჩადენილი. მე ამას ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, რომ ეს გზა შეიძლება მისთვის იყოს სტრატეგიულად გამართლებული. შეიძლება „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც, თავისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე ამ რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს, თვითონ არაფერი ჩაუდენია. ალბათ, ვიღაცამ უთხრა, ნაცვლად იმისა რომ ახსნა, ეს სიმდიდრე საიდან, რატომ, რა გზით მოიპოვა, შეტევაზე გადადი. ან შეიძლება, მის თავში ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია.

მე ვფიქრობ, ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი ეს მაინც ბიძინა ივანიშვილისთვის არის, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა”.

„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?” და ამბობს, რომ საზოგადოებაში “დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილი გახდა ტიმ კარის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი

მსოფლიომ კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობი დაკარგა - ტიმ კარი 2026 წლის 25 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად წარმომადგენელმა დაადასტურა, მოგვიანებით კი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ სახლში 80 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძახება მიიღეს.რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ტიმ კარის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გახდა ცნობილი. მსახიობის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონარული არტერიის დაავადება იყო.დოკუმენტში ასევე მითითებულია ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, მათ შორის წარსულში გადატანილი ინსულტი და თირკმლის კიბო. არსებული ინფორმაციით, ამ მდგომარეობებისთვის მას ბოლო პერიოდში ქირურგიული ჩარევა არ ჩატარებია.2012 წელს მსახიობმა მძიმე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც სიარულის უნარი დაკარგა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. ამის შემდეგ ის საზოგადოებაში ბევრად უფრო იშვიათად ჩნდებოდა.2025 წელს, „The Rocky Horror Picture Show“-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საუბრისას, კარი თავადაც ამბობდა, რომ ინსულტის შემდეგ კვლავ ვერ დადიოდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ის მუშაობას და საყვარელ პროექტებთან კავშირს მაინც აგრძელებდა.ტიმ კარის ბოლო პერიოდის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი - მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტიც ჰქონდა გამოქვეყნებული.მისი ბოლო Instagram პოსტი გარდაცვალებამდე დაახლოებით 12 დღით ადრე გამოჩნდა, რაც კიდევ უფრო მოულოდნელს ხდის მისი გარდაცვალების ამბავს თაყვანისმცემლებისთვის.მისი ცხოვრების ბოლო წლები ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებთან ბრძოლას უკავშირდებოდა, თუმცა კარიერის დასასრულამდე მსახიობი ცდილობდა მუშაობას და თაყვანისმცემლებთან კავშირის შენარჩუნებას.

ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებზე – ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ – ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებამ მისი პარტია, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ საფუძვლიანად შეარყია და აჩვენა, რომ პარტიაში სერიოზული გადაფასების საჭიროება დადგა, - ინფორმაციას The Guardian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.„ეს ჩვენს პარტიას საფუძვლებამდე არყევს. ჩვენ უბრალოდ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებთ - ვერც მე და ვერც ფედერალური მთავრობა“, - განაცხადა მერცმა.მედიის ინფორმაციით, მერცმა დღეს პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვია, რათა განეხილათ, როგორ უპასუხონ საქსონია-ანჰალტში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.შეგახსენებთ, წინასწარი შედეგების თანახმად, საქსონია-ანჰალტში გუშინ ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - ხმების 43.8%-ით გაიმარჯვა. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU), რომლის წევრიც საქსონია-ანჰალტის მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა, ხმების 17.2% მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8.6%, ალიანსი 90/მწვანეებმა - 8.9% და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 9.3%. პარლამენტში ასევე მოხვდა სარა ვაგენკნეხტის კავშირი, ხმების 5.3%-ით. თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) და სხვა პარტიებმა კი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. არჩევნებში აქტივობამ 77.8% შეადგინა.Deutsche Welle წერს, რომ ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის პარლამენტში 83 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 39 მანდატს მიიღებს, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ - 15-ს, „მემარცხენე პარტია“, „ალიანსი 90/მწვანეები“ და „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDG) - რვა-რვა ადგილს, „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ კი - 5-ს.საქსონია-ანჰალტის მხარის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი 35 წლის ულრიხ ზიგმუნდია.

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ბოლო სიახლეები