ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

გია გაბრიჭიძე ნიკა მელიაზე: მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა მელიას მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას.

ექსპერტის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი.

„იმ ფაქტზე, რაც მელიამ ჩაიდინა, ყოველგვარი პოლიტკორექტული განცხადება, შეშფოთება – უი, თვით ევროკავშირის წარმომადგენლობასაც არ მოერიდა, კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და მსგავსი ფინ ფამ ფო სისულელეები სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი – როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ, იმის გარდა, რომ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ. 9 დღე დარჩა არჩევნებამდე. მათ კარგად იციან, რომ სრული კრახი აქვთ (ახლა არ მითხრათ, კვლევებით მეორე ადგილზე არიანო!) და ამ მდაბიო გამოხტომებით გამწარებულნი ყველაფერზე მიდიან. მიდიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ბოროტების გადმოსანთხევად. ზიზღისა და სიძულვილის მაქსიმალურ ნიშნულზე ასაყვანად. ის, რაც მათ დმანისში ჩაიდინეს, რასაც რეგიონებში აკეთებენ და რაც დღეს მოხდა, უკვე კარგა ხანია გასცდა არჩევნებს და პირდაპირ კრიმინალი და მოქალაქეების გამოწვევაში გადაიზარდა. მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება“, – წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო; უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი; იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი;განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.

ტრაგედია გონიოში-დაღუპულია 23 წლის ბიჭი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი.გუშინ გონიოში ავარიის შედეგად სულ 3 პირი დაშავდა და დაზიანდა 3 ავტომობილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ ორგანიზებულ დახმარების განაწილების ცენტრში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.GHF-ის ცნობით, ხან იუნისის რაიონში, დახმარების განაწილების ობიექტზე "ქაოტურ და საშიშ ტალღაში“ 19 ადამიანი გათელეს, ხოლო ერთი დანით დაჭრეს. ფონდმა დასძინა, რომ მათი აზრით, არეულობები "ჰამასთან დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიყეს“.ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და GHF დანაშაულის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ 21 ადამიანის ცხედარი მიიღეს, რომლებიც ცრემლსადენი გაზისა და დახმარების განაწილების ობიექტზე ჭყლეტის შედეგად ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა იკრძალება!-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბოლო სიახლეები