ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

გთხოვთ გავავრცელოთ-ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს

ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ბავშვი არის დაკარგული,იყო მაგნიტის მაღაზიასთან და თანამშრომლებმა აიყვანეს პოლიციაში,მიაკითხეთ გთხოვთ,იქნებ ვინმეს გეცნობათ“, – წერია გავრცელებულ პოსტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – 6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე...

6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გავლენა იქონიოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.როგორც მერცმა აღნიშნა, ყველა ეძებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს.„მე აქ ვარ ბატონო პრეზიდენტო, რომ მოგვიანებით გესაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ყველანი ვეძებთ ზომებს და ინსტრუმენტებს, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ხვალ, 6 ივნისს აღინიშნება დღე, როცა ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში. მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენს ხელშია, და, რა თქმა უნდა, ჩვენსაში“, – აღნიშნა მერცმა.მერცის რეპლიკას, რომ ამერიკელებმა 6 ივნისს ევროპაში ომი უკვე ერთხელ დაასრულეს, ტრამპა უპასუხა, რომ ეს დღე ალბათ არასასიამოვნო იქნებოდა. ფრიდრიხ მერცმა კი აღნიშნა, რომ არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ამან გერმანია ნაცისტური დიქტატურისგან გაათავისუფლა.„ნამდვილად არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ეს იყო ჩემი ქვეყნის გათავისუფლება ნაცისტური დიქტატურისგან. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად ვართ ვალში თქვენთან. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ამერიკა დღესაც ძლიერ პოზიციაშია, რათა გავლენა იქონიოს ომის დასრულებაზე. მოდით, ვისაუბროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. თქვენ კარგად იცით, რომ უკრაინას აქტიური მხარდაჭერა გავუწიეთ და ახლა კიდევ უფრო ძლიერ ზეწოლას ვახდენთ რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერცმა.

ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა – ილონ მასკი

ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს კი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას დატოვა.ყოფილ მოკავშირეებს, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების მიზეზი ხარჯების შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს.კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.„ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, რესპუბლიკელები კი სენატში წარმოდგენილი იქნებოდნენ 51/49 თანაფარდობით. როგორი უმადურობაა“, – წერს მასკი.მანამდე დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით.ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.ილონ მასკმა, ასევე, სოციალურ ქსელში გააზიარა დონალდ ტრამპის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული განცხადებები, რომლებშიც ტრამპი სახელმწიფო ვალის და საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას აკრიტიკებდა.„ბრძნული სიტყვები“, – წერს მასკი.

დონალდ ტრამპი – გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის...

გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ჰკითხეს. საპასუხოდ ტრამპს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება თუ არ შედგება, ორივე ქვეყნის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.„ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე – ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე, მისცე უფლება,...

ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის შესახებ დასმულ კითხვას.ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს, როგორც უკრაინას, ისე რუსეთს. მისი თქმით, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება.გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან გამართული შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ჰკითხეს. საპასუხოდ ტრამპს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება თუ არ შედგება, ორივე ქვეყნის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.„ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა ისაუბრა პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე და აღნიშნა, რომ ეს ვითარება ჰგავს ბავშვებს, რომლებიც სკვერში ჩხუბობენ.„ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ. მათ სძულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია გაჩერდე და მისცე უფლება ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო. გუშინ პუტინს ვუთხარი, პრეზიდენტო, შესაძლოა მოგიწიოთ ომის გაგრძელება და ბევრი ტანჯვა, რადგან ორივე მხარე იტანჯება, ვიდრე მათ გააშველებთ, ვიდრე გაშველება შესაძლებელი გახდება. გარკვეული ფორმით დამატებითი ბრძოლა გაგრძელდება. მან დაარტყა და იმათაც ძალიან ძლიერად დაარტყეს, ღრმად შეაღწიეს რუსეთში. პუტინმა ძალიან ნათლად მითხრა, აქედან გამომდინარე სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა დარტყმისა და ეს, სავარაუდოდ, ლამაზი არ იქნება. მე ვუთხარი, რომ ეს არ მომწონს ეს. ვუთხარი: „არ ქნა ეს. არ უნდა ქნა ეს. უნდა შეაჩერო ეს“. თუმცა, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი სიძულვილია რუსეთსა და უკრაინას შორის. მე შევაჩერე ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის და სურვილი მაქვს, რომ იგივე გავაკეთო რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაც მომენტში ეს მოხდება. მე მჯერა ამის. თუ არ მოხდება, ან დავინახავ, რომ ვიღაც ამ გზიდან გადაუხვევს, თუ რუსეთი გადაუხვევს, თქვენ გაოცდებით, როგორი მკაცრები ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.

CNN-აშშ-ში წითელას აფეთქება: ინფიცირების 1,100-ზე მეტი შემთხვევა და გაფრთხილება მოგზაურებისთვის

აშშ-ში წითელას აფეთქება: ინფიცირების 1,100-ზე მეტი შემთხვევა და გაფრთხილება მოგზაურებისთვის- ამის შესახებ CNN-წერს 2025 წელს აშშ-ში დაფიქსირდა წითელას 1,100-ზე მეტი შემთხვევა, რაც 2000 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსი გავრცელდა საზოგადოებრივ ადგილებში – კლინიკებში, აეროპორტებში, კონცერტებზე და ტრანსპორტში. ეპიდაფეთქების ძირითადი წყარო დასავლეთ ტეხასია, თუმცა ზაფხულის მოგზაურობის სეზონმა ვირუსის სხვა შტატებში გავრცელების რისკი გააღრმავა. CDC მოუწოდებს საერთაშორისო მოგზაურებს ვაქცინაციის გადამოწმებისკენ, მათ შორის ბავშვებისთვის დამატებითი დოზის მიღებასაც ურჩევს. ვაქცინა უსაფრთხოა და 97%-ით იცავს ინფექციისგან. აუცილებელია ყურადღება მიექცეს პირად იმუნურ სტატუსს, გატარდეს ჰიგიენის ზომები და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.

ბოლო სიახლეები