,,18 წლის გიგისთვის “ უცვლელად გიზიარებთ პოსტის “
ჩემო მეგობრებო,ნაცნობებო თუ უცნობებო,თქვენი დახმარება გვჭირდება !გავერთიანდეთ და დავეხმაროთ გიგი შავაძეს, რადგან შეძლოს ფეხზე დადგომა …უმორჩილესად გთხოვთ ღმერთი დაგლოცავთ და მადლად დაგიწერთ! ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია ვისაც რა საშვალება გაქვთ სასწრაფოდ ჭირდება სტამბულში გადაყვანა რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
საქართველო
პირადი ნომერი:
61004050492
ანგარიშის ნომერი:
#GE19BG0000000541462228
მიმღები:ნესტან სურმანიძე
თიბისი
ანგარიშის ნომერი:
#GE57TB7518445064300060
გოგიტა შავაძე
გთხოვთ გადააზიაროთ- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გივიკო დიდია აქვეყნებს
გთხოვთ გაავრცელოთ-18 წლის გიგი შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთის რაიონის სოფელი გოგიეთი იყო.ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
,,ნუ შეგაშინებთ სიკვდილი. სიცოცხლე ჩვენს დროში ბევრად უფრო სახიფათოა” – 4 აგვისტო ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადების დღეა
1935 წლის 4 აგვისტოს მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და ფოლკლორისტი, ვახუშტი კოტეტიშვილი დაიბადა.
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1965 –1977 წლებში იყო თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან; პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს; იყო თსუ-ის ირანული ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; შემდეგ – უფროსი მასწავლებელი; თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი;
1994 წლიდან ფოლკლორის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია; 1995 წლიდან ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში; სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი”, ჯამის „ლირიკა”, ჰაფეზის „ლირიკა” და სხვა.
გადმოაქართულა გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა; ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისთვის მიღებული აქვს ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა (1990, პარიზი) და ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (1995, ვენა) პრემია. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის შესწავლისა და მისი პოპულარიზების საქმეში. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და საგანგებო სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – „აფეზის ლირიკის გაგებისათვის”, დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა”, დაიცვა 1975 წელს.
იყო პრემია „საგურამოს” და ლიტერატურული პრემია „საბას” მფლობელი, ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
შალვა პაპუაშვილი – ყველამ პირდაპირ ეთერში მოისმინა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი, სექტემბერში პარლამენტი მთლიან დოკუმენტს გაეცნობა და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს
მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღია და საჯარო იყო, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ყველამ თავისი ყურით მოისმინა კიდევ ერთხელ ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყველამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ.„ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ. ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა. ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს. ასე რომ, ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში. სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, რომ მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, 4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება.
ლევან კოპალიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციის კანცლერად დაინიშნა
,,ლევან კოპალიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კანცლერილევან კოპალიანი საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორია. ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის დღიდან მუშაობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ოპერაციების მენეჯერად. მისი უშუალო ჩართულობით შეიქმნა კამპუსის მართვის პირველი ქართული საოპერაციო მოდელი.ლევან კოპალიანი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, ტრენერი და პროექტების მენეჯერი, თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან. აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდული პროგრამების მომზადებასა და განვითარებაში. ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.ბიოგრაფია ვრცლად: https://www.kiu.edu.ge/index.php?m=564KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს! KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ამის შესახებ ინფორმაციას KIU-ს უნივერსიტეტი ავრცელებს
მეორედ მოვედი აქ, მეტი არ შემიძლია, ჯერ ვერ გადავედი იმ მდგომარეობაში, რომ ადვილად მოვიდე და ეს ყველაფერი თავიდან ვნახო – კურორტი, რომელიც იყო სავსე,...
2 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტი ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.ტრაგედიიდან 2 წლის თავზე, შოვში ჩავიდა პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და დეპუტატები. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.ადგილობრივების განცხადებით, მათ შოვში ჩასვლა უჭირთ და ამბობენ, რომ იმის გახსენება, რაც შოვში მოხდა, ძალიან რთულია."გახსენება არის შოკი, ისევ თავიდან ვბრუნდები იმ სიტუაციაში. მეორედ მოვედი ახლა აქ, მეტი არ შემიძლია ამ ეტაპზე, ჯერ ვერ გადავედი იმ მდგომარეობაში, რომ ადვილად მოვიდე და ისევ ყველაფერი ეს თავიდან ვნახო. ეს იყო წარმოუდგენელი მდგომარეობა. კურორტი, რომელიც იყო სავსე, რომელსაც ჰქონდა სიცოცხლე და დღეს უსიცოცხლოა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.