სურამში 15 წლის ბიჭს ეძებენ – ინფორმაციას მოზარდის მამიდა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, მოზარდი სკოლაში მივიდა, ჩანთა დატოვა, შენობიდან გავიდა და მას შემდეგ ვეღარ პოულობენ. ჩემი ძმისშვილი სურამის მეორე სკოლიდან დაიკარგა. არის 15 წლის. სკოლაში მივიდა ,დატოვა ჩანთა და გავიდა. შუადღის 2 საათის შემდეგ ვეძებთ. გთხოვთ გადააზიარეთ – იქნებ ვინმემ დაინახა. აცვია შავი ჯინსის შარვალი, შავი ზედა თეთრი ზოლით. ახურავს ნაცრისფერი კეპი. დაგვირეკეთ თუ რამეს შეიტყობთ. 599106802 ნინო. 599802711 გადამიზიარეთ ყველგან გთხოვთ”, – წერს მოქალაქე, ნინო გიგაშვილი.
გთხოვთ გაავრცელოთ-სურამში 15 წლის ბიჭს ეძებენ

კიტ კელოგი – უკრაინელები მზად არიან დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, მათ თქვეს, გავალთ 15 კილომეტრით და რუსებიც გადით 15 კილომეტრით, იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ...
უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს, სადაც ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს „მსურველთა კოალიცია“ გაუწევს. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ადგილზე.„უკრაინლებს უნდა ვუთხრათ: ეს არის ერთ-ერთი სიტუაცია, რომელიც შესაძლოა, დროთა განმავლობაში განვითარდეს. თუ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას თანხმდები, მიწა, რომელსაც აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძოდით – ეს არის თქვენი მიწა ამჟამად. ის რაც 5-10 წელიწადში მოხდება, განსხვავებულია“, – განაცხადა მან და მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალტიის ქვეყნების მდგომარეობა და გერმანიის გაერთიანება მოიყვანა.ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინა თანახმაა ადგილზე ცეცხლის შეწყვეტაზე და დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე გარკვეული დროით.„ისინი მზად არიან, შექმნან დემილიტარიზებული ზონა. ფაქტობრივად, მათ თქვეს, ჩვენ უკან გავალთ 15 კილომეტრით და თქვენ, რუსებიც გადით 15 კილომეტრით. ანუ იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ კონტროლდება“, – თქვა კელოგმა და აღნიშნა, რომ დემილიტარიზებული ზონის მონიტორინგი „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეუძლიათ. როგორც კელოგმა თქვა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები მზად არიან, განათავსონ ძალები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.„თუ შესაძლებელი გახდება ზავის 30 დღით შენარჩუნება – მე კი ნამდვილად მჯერა ამის – მაშინ შესაძლებელი იქნება მისი გახანგრძლივება და როდესაც სამხედრო ხარ, ძალიან რთულია კონფლიქტის განახლება. არ მგონია, რომ ამას გააკეთებენ“, – თქვა გენერალმა.
ბექა ლილუაშვილი – 26 მაისი არავის საკუთრება არ არის, ეს არის ქართველი ხალხის, ისტორიის და არა კონკრეტული ადამიანის საკუთრება
26 მაისი არავის საკუთრება არ არის. ეს არის ქართველი ხალხის და ისტორიის და არა კონკრეტული ადამიანის საკუთრება. ამიტომ ასეთ განცხადებებს მე არ გავაკეთებდი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.ლილუაშვილის თქმით, 26 მაისი არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის დღე და იმედოვნებს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ექნება.„ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა. ნორმალურ სახელმწიფოში ხელისუფლება კი არ აპირისპირებს საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ცდილობს, ისინი გააერთიანოს. ასეთ ქვეყანაში არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ექნებოოდა, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც დაპირისპირების სულისჩამდგმელები იქნებიან. ბუნებრივად ეს რომ არ მოხდეს, დარწმუნებული ვარ, ხელოვნურად, მათი რესურსებით მოახდენენ ამის პროვოცირებას. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, თუ პროვოკაციისგან. არცერთი მხრიდან არავინ, არცერთი ადამიანი არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას, რადგან ამ მავნებელი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 6 მაისს განაცხადა: „გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას“.
19 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ ოჯახი უდასტურებს.19 წლის ალექსეი რუდიანსკის ოჯახი, ორი დღის განმავლობაში, ეძებდა.
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. მან დავით ფერაძე შეცვალა.ცნობისთვის, ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.
მიხეილ სარჯველაძე – არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში
არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. დაწყებული იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონი სოზარი ხელმძღვანელობდა შესაბამის სამინისტროს, ძალიან აქტიური ტემპია და სხვადასხვა პროგრამებით, ძალიან ბევრი ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასშტაბური მშენებლობები, საქართველოს ხუთ ქალაქში, პარალელურად მიმდინარეობს.„ახლა მიმდინარე პროექტები რაც ხორციელდება, ეს არის 11 საცხოვრებელი კორპუსი მხოლოდ თბილისში. მშენებლობები მიმდინარეობს: რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში. 6 ათასი ოჯახი განსახლდება ამ ბინებში და უახლოეს მომავალში, პერიოდულად, დასრულდება. ყველაზე ადრე, მშენებლობა დასრულდება ქუთაისში და დევნილებს ბინები გადაეცემათ. შემდეგ თბილისში, სადაც რამდენიმე კორპუსის გახსნა იქნება შესაძლებელი და ასე გაგრძელდება. სულ ბოლოს, ამ პროექტებს შორის, დაიწყო ზუგდიდის პროექტი, თუმცა, იქაც არაჩვეულებრივი ტემპი აქვს მშენებელს და ვფიქრობთ, სწრაფად იქნება შესაძლებელი კონკრეტული ბინების გადაცემაზე გადაწყვეტილებების მიღება. კორპუსების მშენებლობის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა, ალტერნატიული პროგრამებიც, როგორიცაა მაგალითად ე.წ. სოფლად სახლის პროგრამა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.