ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

გთხოვთ გაავრცელეთ-25 წლის ქართველ ემიგრანტს ეძებენ

25 წლის ბიჭს ეძებენ – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“დაიკარგა 25 წლის ბაჩო , მისი მშობლები ეძებენ მომწერეს , რომ ვერ გავდივართ კონტაქტზეო აქ მისი ნაცნობი ხომ არ ხართ? რომ ბაჩოსთან დამაკავშიროთ.

მისი მშობლები ნერვიულობენ, რამე ხომ არ შეემთხვაო ვირეამატზე ცხოვრობს და არ გამოჩენილა 4 დღეა ბარსელონაში”,- წერს ახლობელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ ნიკოლაშვილი – საქართველოში არცერთი პარტია არ იკრძალება, კანონპროექტში მოხდა ცვლილებების შეტანა, სადაც მკაფიოდ ჩამოიწერა კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება, აიკრძალოს პარტია

საქართველოში არცერთი პარტია არ იკრძალება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ის, რაც მოხდა, არის ჩანაწერის გაჩენა, ცვლილებების შეტანა კანონპროექტში, სადაც მკაფიოდ ჩამოიწერა კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება, აიკრძალოს პარტია. პარტია თუ ისახავს მიზნად კონსტიტუციური წყობის დამხობას ან მისი წევრები, ეს გაცხადებულია და უამრავი სხვა. ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმები, რაც იქ წერია და თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, საფუძველი ჩნდება, რომ ის პარტია აიკრძალოს. ყველაფერი, რაც იქ წერია, ეს არის საშინელება და არ მგონია, რომ შეიძლება, ადამიანი იყოს ქართველი, საქართველოში ჰქონდეს პარტია დაფუძნებული და მას ეს მიზნები ჰქონდეს გაცხადებული. ახლა შეიძლება, ვიდავოთ, ხომ არ გვყავს ასეთი პარტიები შემთხვევით, რომლებიც მსგავს რაღაცას აკეთებენ და შეიძლება, აღმოვაჩინოთ, რომ ამ ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ეს სურვილი იყო დასახელებული და ეს დღემდე გრძელდება – აჯანყდი, დაამხე, გადატეხე, შეცვალე, იქ რაღაც დაარბიე, მერე დაგაჯარიმებენ და ჯარიმას ჩვენ გადავიხდით. ანუ, ეს დესტრუქციული, შეიძლება ითქვას, ექსტრემისტული ქმედებები დღეს არის ნორმირებული“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.მისი თქმით, ეს „აჯანყების“ პროცესი, რაც 28 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება, პრაქტიკულად, ჩავარდა და გუშინ ოფიციალურად, ღიად, ყველას დასანახად, მათ შორის, იმ ხალხის დასანახად, ვინც იქ იყო მისული და არის მხარდამჭერი, გაფორმდა, მაგრამ ეს „აჯანყება, ისევე, როგორც არცერთი აჯანყება კაცობრიობის ისტორიაში, უკვალოდ ვერ ჩაივლის.„მე თუ მკითხვათ, ეს არის სწორედ ქართული დემოკრატიის გაძლიერებისადმი გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ყველანაირი გამოცდილება გავლილი გვაქვს, რომ შეიარაღებული ძალით ხელისუფლების დამხობა არ ღირს და როცა 90-იან წლებში საქართველო იყო გაყოფილი, დღეს თითქოს შედგა კონსენსუსი, რომ მაშინ მაინც ცუდი იყო თბილისის ომი, მაგრამ დღეს სწორედ იმავეს მოუწოდებენ, რომ არა, ესენი უნდა დავამხოთ. აქედან გამომდინარე, ამას ცხადია, მოჰყვება შედეგი. მთელი ეს ჩანაწერები, რაც მკაფიოდ არის ჩაწერილი, არის შემაკავებელი, რაკი შენ შენი წითელი ხაზი, მორალი არ გაქვს, არაფერი არ გაკავებს და მაინც ბოლომდე, სადაც შევძლებთ უნდა გადავტეხოთი უდგები, რა თქმა უნდა, ეს გაჩნდება. თავად ინიციატორებიც არ მალავენ, რომ ეს არის მკაცრი კანონები და ეს მკაცრი კანონები გახდა აუცილებელი, რათა პოლიტიკური პროცესი რაღაც ფარგლებში მოექცეს. შესაბამისად, ეს იმუშავებს აუცილებლად“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.როგორც ნიკოლაშვილმა ასევე აღნიშნა, არის ოპოზიციური სპექტრი, რომლის მოქმედებათა ალგორითმი, ქცევა და ყველაფერი გაუგებარია, საერთოდ რა ანალიზს ეფუძნება, რა პრაგმატიზმს და მიზნად რა აქვთ.„ეს უკვე გადაიზარდა პოლიტიკურ სექტანტიზმში. აიღეს რაღაც ორი ლოზუნგი და ამას მისდევენ ბრმად. ვერ ხვდებიან, რომ არანაირი არჩევნები არ დაინიშნება. რამდენი ხანი უნდა იმეორო დაინიშნოს ახალი არჩევნები? არჩევნები არის შემოდგომაზე დანიშნული. გავიდა დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი და ასე გავა ახლა აპრილ-მაისიც და ყველა თვეც, მოვა ეს არჩევნები და უნდა ჩამოყალიბდე, იღებ თუ არა მონაწილეობას. ეს მთელი საპროტესტო მუხტი თუ გაქვს და ხალხის მდინარე თუ მოდის, აჩვენე ახლა იმ თვითმმართველობის არჩევნებზე, ის შედეგი იქ დააფიქსირე, რითაც მერე იტყვი, აი, ხედავ, რეალობა ეს არის და მოდი, ახლა ვადამდელი, მაგრამ არა, ჯიუტად იმეორებენ ასე. ნუ, უმეტესი ნაწილი დღემდე ლაპარაკობს, რომ პირდაპირ ბოიკოტი და ამ ყველაფერში, ოპოზიციურ სპექტრში არის სრული განხეთქილება. ლაპარაკი იმაზე კი არ არის, არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეთ, ცალ-ცალკე, თუ ოლქები გავიყოთ? არა, ნახევარი იძახის, მივიღებ მონაწილეობასო და ეს პრაქტიკულად, ღიად არის უკვე ნათქვამი. ელოდებიან რაღაცას, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რამდენიმე პარტია, რომელიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ელოდებიან რამდენიმე თვეს, რომ თქვან, არ გამოვიდა არაფერი და ამიტომ, წავიდეთ არჩევნებზე, ნახევარი კი იძახის, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. რუსთაველზე ხალხი დგას, ნახევარი იძახის, გადავკეტოთო, მაინც, ყოველდღე უნდა გადაიკეტოს, მეორე ნახევარი კი იძახის, იცით რა, გვაჯარიმებენ და რა აზრი აქვს, 200 კაცით რატომ ვკეტავთ, თუ არ გადაიკეტება, ხალხი მეტი მოვა. იქ ყველაფერზე რადიკალურად არის აზრი გაყოფილი და ეს ყველაფერი გუშინ ძალიან ნათლად გამოჩნდა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არის ტიპური წარმომადგენელი იმ ოპოზიციური სპექტრის, რა შემოგვრჩა, დარჩა, თუ რაღაცნაირად, ფერი იცვალა.„ზურაბიშვილი არის უკვე ღრმად წარსული პოლიტიკოსი, რომელიც რაღაც ინერციით მოქმედებს“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია… საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..

მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. "სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო..."მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას... ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ...მას გიორგი ერქვა, მამა გიორგი (ბასილაძე)  ყველას იმედი და ჭირის მოზიარე, რომელმაც გასულ კვირას დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და ზეციურ საქართველოში მიეახლა სულკურთხეულ წინაპრებს, როგორც ღირსეული და ვალმოხდილი სულიერი მამა, აღსრულების შემდეგაც რომ არასოდეს მიატოვებს თავის შვილებს და სამშობლოს.პირველად ამ ხუთიოდე წლის წინ გავიცანი მამა გიორგი. უცხოეთიდან გზავნილის მიტანა მთხოვეს მასთან და სახლში ვესტუმრე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება, როდესაც მისი სახლის კარი შევაღე სოფელ ჭოგნარში. იჯდა ღუმელთან, ლამპით მკრთალად განათებულ ოთახში, მაგრამ თავად ანათებდა კაცი(!). ძალაუნებურად დავიჩოქე და ხელზე მთხვევა დავაპირე. თვალები გადამიბრიალა: - ადექი ზეზე, რას კადრულობ, თუ იციო... მერე საოცრად თბილად გამიღიმა და მითხრა: - მოდი ქიზიყელო, თითო ჭიქა ავწიოთ და იმ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, მე და შენ რომ გვინდაო...მას შემდეგ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ჭოგნარის გადასახვევთან ჩამევლო და მამა გიორგი არ მომენახულებინა. ის არასოდეს საუბრობდა მაღალფარდოვანი ტირადებით ანდა მეცნიერული ლექსიკით. ის მუდამ გესაუბრებოდა "შენს ენაზე", უბრალოდ და გასაგებად, მაგრამ იმავდროულად, აუცილებლად მიგქონდა განცდა, რომ ბრძენს ესაუბრებოდი. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მისი საუბრის დეტალები გამხსენებია თვეების შემდეგ, ზუსტად იქ და იმ ვითარებაში, როდესაც დილემის წინაშე ვმდგარვარ და ერთადერთი სწორი გზა მომიძებნია მამა გიორგის მეშვეობით...არასოდეს გამოგიშვებდა ისე, რომ არ გეტრაპეზა. თავად სულ ოდნავ მოიციცქნიდა მჭადს და მოსვამდა ღვინოს, შენ კი სამ ჭიქას აუცილებლად დაგალევინებდა. გათქმევინებდა უფლის სადიდებელს, დაგალოცინებდა დედაეკლესიას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით და სამშობლოს სადღეგრძელოსაც შეგასმევდა. წამოსვლისას, აუცილებლად გამოგატანდა პურსა და ღვინოს. თითქოს ნაზიარები მოდიოდი მისგან, განწმენდილი და იმედით სავსე...მის სასწაულებზე ბევრი ლაპარაკობს. თავად არ უყვარდა ამაზე საუბარი, თუმცა თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ და საკუთარ თავზე გამომიცდია მამა გიორგის მადლი. ერთხელ სტუდია "გუთანის" ბიჭები ზუგდიდში მივდიოდით ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე. გზად შევუარეთ მამა გიორგის. თავის სენაკში გვიხმო, საწოლში იწვა. ჩამოვსხედით და ჩვეულებისამებრ დაგვმოძღვრა. საუბარი ისეთი იცოდა, ვერ მოსწყდებოდი ვერაფრით. საათზე რომ დავიწყეთ ყურება, გვითხრა: - ვიცი, ბაბუა, ზუგდიდში მიდიხართ, მარა მეიცადეთ პატარა ხანს, სად გეჩქარებათ, გზაზე შეფერხება გელით და ჩემთან საუბარი არ გირჩევნიათო?..მაინც არ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ და ფეხი ავიჩქარეთ, მაგრამ სად წახვალ, არ იქოქება მანამდე იდეალურად მომუშავე მანქანა. გამობრძანდა მამა გიორგი ჭიშკარში, გადმოგვხედა და ღიმილით გვკითხა: - რაო ბაბუა, არ იქოქება ეგ მანქანა ხომ?.. რომ გამეიქეცით, რავა, არ იცოდით, რომ არ გაგიშვებდით უპურ-მარილოდო?.. დაუძახა ბავშვებს, მოარბენინეს ხელად ღვინო და პური, ჩაგვიწყეს საბარგულში. გაგვაფრთხილა: - სანამ სახლში არ ჩახვალთ, არ დალიოთ ეს ღვინოო, მერე გადაგვსახა ჯვარი და დაიქოქა მანქანაც(!)... ვიდრე დავიძვრებოდით, მაინც გვითხრა ღიმილით: - გაჩერებულიყავით კიდევ პატარა ხანს, მაინც ნელა მოგიწევთ სიარულიო და მშვიდობის გზა გვისურვა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი აგვიხდა გზაზეც და ღვინოზეც. ჯერ იყო და ქუთაისის გზაზე რაღაც ველორბოლა ტარდებოდა და მათ ვდიეთ კუს ნაბიჯებით, მერე კი უკვე ზუგდიდიდან მობრუნებულებმა, რიკოთზე წახემსება და მამა გიორგის ღვინის დაჭაშნიკება მოვინდომეთ, მაგრამ ვაი, ამისთანა დაჭაშნიკებას, ისეთი ძმარი აღმოჩნდა, ყვავს დააჩხავლებდა. ჩავასხით უკანვე და გავაგრძელეთ გზა. სახლში მისულებმა ხელახლა გავსინჯეთ ის ღვინო და დიდება შენდა უფალო, რა ძმარი, რის ძმარი, ნაღდი ღვინო არ დაგვხვდა(!)..კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად მამა გიორგის საოცარი სიტყვები მახსენდება საქართველოზე, რომელმაც სწორედ მაშინ აავსო ჩვენი გულები იმედითა და სიყვარულით, როდესაც თითქმის აღარ ჩანდა ხსნა: -დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში... ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..

„ექიმის სურვილი იყო, გადამეცა მარიამის დედისთვის…“ – რა ინფორმაციას უზიარებს მედეა იობაშვილი გოგონას გულშემატკივრებს

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს მედეა იობაშვილი ეხმარება. ის საზოგადოებამ მარიამის ვიდეოების გავრცელების შემდეგ უკეთ გაიცნო.მედეა სოციალურ ქსელში მარიამის გულშემატკივრებს იმ თანხების შესახებ უზიარებს ინფორმაციას, რომელიც გოგონას დასახმარებლად შეგროვდა.„ვიცი, რომ შენი სული ხარობს იმით, რაც შენთვის ვერ შევძელი, მაგრამ დღეს ჩემს ქართველებს ვუკეთებ…“ – რას ამბობს ქალი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება

“მამა გაბრიელი დიდ მარხვაში იცვლებოდა. არც სალოსობდა და არც ხუმრობდა… ვნების შვიდეულში ყოველდღე ტიროდა” – წმინდა მამის სულიერი შვილების მოყოლილი ისტორიები

როგორც სულიერი შვილები ჰყვებიან, მამა გაბრიელი ძირფესვიანად იცვლებოდა მძიმე მარხვისას. იყო ჩაღრმავებული ფიქრებში. არც სალოსობდა და არც ხუმრობდა... განიცდიდა კაცობრიობის ერთი ნაწილის მიერ ჩადენილ უდიდეს ცოდვას - ჯვარცმას.წითელ პარასკევს, - იგონებს ერთი მრევლთაგანი, - ამბიონიდან ისეთი შემაჟრჟოლებელი და შემაძრწუნებელი ხმით დაიძახებდა:"მიეშველეთ! მიეშველეთ! ქრისტეს გოლგოთამდე ჯვარი ააქვს".ამ დროს ტაძარში კაცი არ იყო არ ატირებულიყო, ხალხი ხმამაღლა ქვითინებდა. გარდამოხსნის დროს ამბიონიდან შესძახებდა ხოლმე მრევლს:"არ მიატოვოთ ღვთისმშობელი, დედა ღვთისმშობელს ახლა გული მისდის და მოსდის. ახლა მთელი ქვეყანა ღვთისმშობელთანაა, ვინ გაბედავს მიატოვოს, უნდა ვანუგეშოთ, დედაა, განიცდის შვილის ტანჯვას”.ეს გოდება ისეთი იყო არნახული და არ გაგონილი, თითქოს საკუთარი თვალით ხედავდი ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს ჯვარცმას.კოშკიდან მამა გაბრიელის ტირილის ხმა შემოგვესმა; ვიკითხე, ეს რა ხმა არის-მეთქი. ერთ-ერთმა მონაზონმა მიპასუხა, მამა გაბრიელი ტირისო. ვნების შვიდეულში მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე ტირის, თითოეულ ჩვენგანს ავედრებს უფალს და შეწყალებას სთხოვსო.შეგვეწიოს თითოეულ ჩვენგანს მამა გაბრიელი.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინითა და ვოლოდიმირ ზელენსკით

თეთრი სახლის პრეს-მდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინითა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ლევიტმა აღნიშნა, ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, რის გამოც ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება.„დონალდ ტრამპი ორივე მხარის ლიდერით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ორივე მხარეს იღუპებიან ადამიანები და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. ჩვენი გუნდი განაგრძობს თანამშრომლობას როგორც რუსებთან, ისე უკრაინელებთან და პრეზიდენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში ყოველდღიურად“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ბოლო სიახლეები