შაბათი, აგვისტო 9, 2025

გთხოვთ გაავრცელეთ-თბილისში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

მეგობრები თბილისში გაუჩინარებულ ყაზახეთის მოქალაქეს ეძებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინგიზ მუსადილოვთან დაკავშირებას 3 აგვისტოს შემდეგ ვერ ახერხებენ.

„ვეძებთ მეგობარს, გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში.

3 აგვისტოს, თბილისში, გაუჩინარდა ყაზახეთის მოქალაქე, ჩინგიზ მუსადილოვი.

ამ დრომდე არანაირი კავშირი არ გვაქვს მასთან და არაფერი ვიცით მის ადგილსამყოფელზე. (ბოლოს, სავარაუდოდ, იყო ქიაჩელის მიმდებარედ).

გარეგნული აღწერა:
– სიმაღლე: დაახლოებით 170 სმ
– ატარებს სათვალეს
– ეცვა მუქი მწვანე ტილოს, მოკლე მკლავიანი პერანგი და მუქი ნაცრისფერი შარვალი.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მისი მდებარეობის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 01 85 78 ან

Watsapp: +7(707)4695163“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს

სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან და კიდევ დიდხანს იმეგობრებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებამდე განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, სომხეთიც და აზერბაიჯანი დიდხანს მიდიოდნენ ამისკენ და ბევრჯერ ეგონათ, რომ შეთანხმება შეძლეს,  თუმცა ეს აქამდე ვერ მოხდა.მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ – თუმცა წარუმატებლად – ევროკავშირიც, რუსეთიც.„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ თეთრ სახლში ამ ისტორიულ მშვიდობის სამიტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მინდა, მივულოცო ამ ორ შორსმჭვრეტელ ადამიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა ხელი მოეწერათ ამ მნიშვნელოვანი დეკლარაციისთვის. ახლახან ვიმყოფებოდით ოვალურ კაბინეტში, სადაც ხელი მოვაწერეთ მოცულობით დოკუმენტებს და შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამო შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად, რაც შესანიშნავია.„ჩვენ ასევე მოვაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხი, ეს დეკლარაცია, რასაც მათ ჩემ პატივსაცემად უწოდეს „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ადგენს, რომ საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, სრული წვდომა ჰქონდეს ნახიჩევანის მის ტერიტორიაზე, ამავდროულად, სრულად პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს. ასე რომ, ისინი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად. ეს შესანიშნავია. სომხეთი ასევე ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას აშშ-თან, რომელიც, შესაძლოა, 99 წლამდე გაგრძელდეს და შემდეგ კიდევ გვპირდებიან გაგრძელებას. ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. მათ ძალიან სურთ ამ ორ ქვეყანაში შესვლა და ბევრი ფულის დახარჯვა, რაც ეკონომიკურად სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას. ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ტრამპმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ირაკლი კობახიძე – ვულოცავ აშშ-ის, აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ისტორიული შეთანხმების მიღწევას, საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს

ვულოცავ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საქართველო ყოველთვის მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას.“საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის. ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ამ წარმატებას, ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა.ახალ ტრანშს ქვეყანა Ukraine Facility მექანიზმის საშუალებით მიიღებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში სტაბილურობისა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების შენარჩუნებას.საერთო ჯამში, აღნიშნული მექანიზმი 2024-2027 წლების განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამ დრომდე კიევმა უკვე მიიღო ექვსი მილიარდი ევრო შუალედური დაფინანსების სახით, 1.89 მილიარდი ევრო ავანსი და სამი ტრანში 4.2, 4.1 და 3.5 მილიარდი ევროს ოდენობით.

მიხეილ ყაველაშვილი – ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა აგვისტოს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა, დაველოდოთ გამოძიებას

ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა აგვისტოს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.ყაველაშვილის თქმით, ყველას აქვს თავისი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა აარიდონ სამშობლოს ყველა ხიფათი.„ჩვენი გმირები რასაც აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ, ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს, იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ. ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, ეს იქნება პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, მთავარი ვალდებულებაა, შევასრულოთ ჩვენი როლი და ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე.ჩვენი ვალია, დავიცვათ სამშობლო, სამშობლოს ინტერესები. ყველას გვაქვს ჩვენი ვალდებულება სამშობლოს წინაშე, რათა ავარიდოთ ჩვენს სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ამიტომ, ნუ ეფარებიან ის ადამიანები ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.ყაველაშვილის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ სიმართლე და თავად გადაწყვიტონ, რა რეალობა იყო ქვეყანაში.„ჩემი პირადი აზრია არა როგორც პრეზიდენტის, არამედ როგორც ერთი მოქალაქის, მანამდე მე ვიყავი პარლამენტის წევრი, ხშირად გამოვთქვამდი აზრს მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებზე, რა და როგორ ჩაიდინა, მაგრამ რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, პატივს ვცემთ ჩვენს ინსტიტუტებს, დაველოდოთ გამოძიებას. ახალგაზრდებს, რომლებიც ქილიკით საუბრობენ, რადგან მაშინ პატარები იყვნენ, ზოგი ბაღში დადიოდა, ზოგმა არ იცოდა, რა ხდებოდა. როცა დასრულდება გამოძიება, ექნებათ საშუალება, გაიგონ სიმართლე. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სიმართლეს და შემდეგ თავად გადაწყვიტონ, რა იყო რეალობა, რომელიც მაშინ სუფევდა საქართველოში.თქვენ 2008 წლის დღეები გახსოვთ? 7 აგვისტო გახსოვთ? რატომ არ საუბრობდნენ, როგორც ახლა მე ვსაუბრობ? მაშინდელი ხელისუფლება რას საუბრობდა? საუბრობდნენ 7 და 8 აგვისტოს, შემოვიდნენ რუსებიო? არქივს ვერ წაშლით. ეს ბიჭები შეეწირნენ. იმ ხელისუფლების წარმომადგენლები 7 და 8 აგვისტოს არ ახსენებდნენ საერთოდ რუსეთს. არ ახსენებდნენ და არის არქივი, რა გააკეთეს? რატომ არ თქვეს, რომ შემოსული იყო და რატომ არ უზრუნველყვეს ჩვენი საზოგადოება, რათა ეცნობებინათ, რომ 7-ში შემოსული იყო რუსეთის ჯარი? რატომ არ უზრუნველყვეს ეს ყველაფერი? არქივი არსებობს, ჩართეთ და ნახეთ. რუსეთი იმ შუაში არის, რომ შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი მიყიდეს, მაშინ არ იყო რუსეთი? ლარსზე რომ იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და ელოდებოდა რუს ტურისტებს, მაშინ რუსეთი არ იყო დამნაშავე? იცით, ჩვენ რა გავაკეთეთ? საქართველოს კი არ ვაბრალებთ, საქართველოს არ ვაბრალებთ. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება, ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვინც დანაშაული ჩაიდინა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ვინც არ უნდა იყოს, ვინც იყო ხელისუფლებაში, ამათ დიდებას უკან ვერ ამოეფარება. პასუხი აგოს ყველამ თავის საქციელზე. როცა 7-ში აქ შემოდიოდა თურმე რუსეთი, არ ეუბნება საკუთარ საზოგადოებას და პირდაპირ მიდის და იწყებს მანევრებს. თქვენ მოგიწევთ ამ სიმართლის აღიარება. ან მოგიწევთ აღიარება, ან დაემორჩილებით საქართველოს საზოგადოების უმრავლესობას. ჟურნალისტი თუ ბრძანდებით, არქივს ჩახედეთ და თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს, რას აკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სტუ-ის რექტორმა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, ასევე, უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალი გვირგვინით შეამკეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ, ამ გამორჩეულად მძიმე ისტორიულ დღეს ვიხსენებთ ადამიანებს, რომლთაც თავიანთი თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ მამულისთვის თავდადება არის უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ღრმა ეროვნული თვითშეგნებიდან იღებს სათავეს. აგვისტოს ომის გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება - მათი სახელი უკვდავია!დღეს სახელმწიფო ეროვნულ უსაფრთხოებას ღირებულებებით და მაღალი მოქალაქეობრივი ცნობიერებით იცავს, სადაც განათლებისა და მეცნიერების სისტემას განსაკუთრებული მისია აკისრია.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს მიაგებს ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად. ისინი ცოცხლობენ ჩვენს საქმიანობაში, ღირებულებებში, სტუდენტთა განათლებასა და ცნობიერების ფორმირებაში. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ხერხემალი, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს თავისი ქვეყანა - დიდება გმირებს!“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის გმირების თავდადებას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირეს სამშობლოს. ზვიად გაბისონიას თქმით, ქართველი ჯარისკაცი არის საქართველოს ეროვნული ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი."გმირთა საფლავები შეგვახსენებს, რომ საქართველოს თავისუფლება მათ თავგანწირვაზე დგას. მათი გმირობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველია. გმირთა ხსოვნა გვავალდებულებს დავაფასოთ მშვიდობა და არასოდეს დავივიწყოთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვეს მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს ზვარაკად შესწირა", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ბოლო სიახლეები