გერმანიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა.
ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
საუბარია ნატო-ს ერთ-ერთი უმსხვილეს ბაზა შპანგდალემზე.
ასევე ცნობილი ხდება, რომ საბერძნეთის კუნძულ კრეტიდან საუდის არაბეთში გადაისროლეს კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი E-11A, რომელიც ბრძოლის ველზე შეუფერხებელ კომუნიკაციებს უზრუნველყოფს.

