ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

გედევან ფოფხაძე: მომხრე ვარ რადიკალიზაციის. უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება

„აბსოლუტურად შესაძლებელია ყველაფრის დაორგანიზება, იმ დღეს, 26 მაისს და არ არის გადასადები. თუ ვატყობთ, რომ 26 მაისს, ჩვენმა რადიკალიზაციამ შეიძლება მსხვერპლი გამოიღოს და ამ მსხვერპლის გეშინია ან მიგაჩნია, რომ ეს მსხვერპლი არ ღირს ამ ეტაპზე…

სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გადაცემა „სპექტრში“ განაცხადა.

„მე არავის არ ვესვრი, მაგრამ სხვის ნასროლ ტყვიას არ დავემალები. ამას ვუცხადებ თეა წულუკიანსაც, ბიძინა ივანიშვილსაც და ყველა იმ ადამიას, რომელმაც გადაწყვიტა, ჩვენ წაგვართვას სამშობლო და მომავალი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაზო დათუნაშვილი – ყველამ თავის გადაწყვეტილებას და პარტიას მიხედოს, რას ვაპირებთ, როგორ ბრძოლაში ვიქნებით, საჭიროდ და მიზანშეწონილად როდესაც ჩავთვლით, მაშინ ვიტყვით

ვურჩევ კოლეგებს, თავი შეიკავონ ისეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენებისგან, რომელმაც შეიძლება, ისინი ცუდად წარმოაჩინონ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიციის დაფიქსირებისგენ ვერავინ უბიძგებს ბრიფინგებით.„თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოზიცია ამ მომენტისთვის იგივე რჩება. ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ამ არჩევნების მოპოვება და პოლიტიკური პატიმრების ტყვეობიდან გათავისუფლება. ამ კონკრეტულ მომენტში არ ვთვლით მიზანშეწონილად, ამ თემაზე საუბარს. არ ვერიდებით ამ თემაზე საუბარს, მოვა ის მომენტი, როცა ამაზე ვისაუბრებთ და არავითარი კომპლექსი არ გვაწუხებს. ყველამ თავის გადაწყვეტილებას და თავის პარტიას მიხედოს. ჩვენ რას ვაპირებთ, როგორ ბრძოლაში ვიქნებით, არასდროს მოგვრიდებია თქმა და არც არასდროს მოგვერიდება მომავალში. საჭიროდ და მიზანშეწონილად როდესაც ჩავთვლით, მაშინ ვიტყვით ამ პოზიციას. ამისკენ ვერავინ ვერ გვიბიძგებს ბრიფინგებით და განცხადებებით. ვურჩევ კოლეგებს, თავი შეიკავონ ისეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენებისგან, რომელმაც შეიძლება, ისინი ცუდად წარმოაჩინონ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ 20 მაისს განაცხადა, „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა. დადგა დრო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის. კერძოდ, რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“.

დონალდ ტრამპის შვილი მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა შვილმა კატარში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მობაწილეობა, რადგან მას აქვს „მოწოდება“.კითხვაზე, აპირებს თუ არა ის „მართვის სადავეების გადაბარებას“ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თანამდებობას დატოვებს, ტრამპის შვილმა განაცხადა: „ჩემთვის პატივია, რომ ამის შესახებ მკითხეს და პატივია, რომ ზოგიერთ ადამიანს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს“. ასე რომ, პასუხი ასეთია: არ ვიცი, იქნებ ერთ დღეს. იცით, მოწოდება არსებობს. მე ყოველთვის ვიქნები ამ საკითხების ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ნამდვილად შეცვალა რესპუბლიკური პარტია“, – განაცხადა ტრამპ-უმცროსმა.4 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დატოვებს თეთრ სახლს მეორე ვადის დასრულების შემდეგ და არ შეეცდება თანამდებობაზე ყოფნის გახანგრძლივებას.

„ვარკეთილში, არასრულწლოვნებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს…“ – მომხდარი ავარიის შედეგად, დამტვრეულია ხუთი მანქანა

ვარკეთილში უცნობმა პირებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი ხუთი ავტომობილი დაამტვრია.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.თვითმხილველების ცნობითავარიის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მან გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა.„ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო წლებისთვის ჩვენი ქალაქისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.გიორგი ტყემალაძე ამ დრომდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ირაკლი კობახიძე – ვიცი, რომ კახა კალაძეს ამბიციური გეგმები აქვს შემდეგი ოთხი წლისთვის, დახვეწილი გეგმა მზადდება დედაქალაქის განვითარებისთვის, ოთხი წლის თავზე თბილისი იქნება მეტად...

ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის, ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება დედაქალაქის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერის თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის  მზადდება გეგმა და ოთხი წლის შემდეგ თბილისი კიდევ უფრო მეტად განვითარებული იქნება.„ყველა ვხედავთ, როგორ ვითარდება დღიდან დღემდე ჩვენი დედაქალაქი, მუდმივად ლამაზდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გააადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ქალაქში გადაადგილება დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. გარდა ამისა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქში შესაბამისი სივრცეების განვითარებას. ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველას, მინდა, მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მე ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი. პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები