სამშაბათი, აპრილი 29, 2025

„გახარია-საქართველოსთვის“ – უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა” – კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

პარტია ამჯერად განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული სექტორიდან პროფესიონალთა “წმენდა” სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო.

“ოცნება” აგრძელებს მიზანმიმართულ დევნას განათლების სისტემაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. იუსტიციასთან, მერიასთან და სხვა უწყებებთან ერთად, ახლა უკვე განათლების სისტემაშიც მიმდინარეობს პროფესიონალთა „წმენდა” მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური არჩევანი აქვთ.

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გეგმა, განათლების სისტემის ათასზე მეტმა თანამშრომელმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე დაფუძნებულ პეტიციას მოაწერა ხელი, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად.

მიუხედავად ამისა, განათლების სისტემა — რომელიც უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების სივრცე — ექცევა რეჟიმის ხელში და მასობრივად ტარდება რეორგანიზაცია. კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

დღეს, როცა განათლების ყველა საფეხური საჭიროებს რეალურ ავტონომიას და თავისუფალ გარემოს მომავალი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რეჟიმი, პირიქით — ანადგურებს ამ სისტემას.

ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ მხარდაჭერას უცხადებს განათლების სისტემის, მერიისა და სხვა საჯარო უწყებების პოლიტიკურად დევნილ თანამშრომლებს.

ვთავაზობთ მათ სამართლებრივ და პრაქტიკულ თანადგომას სამართლიანობის აღდგენის გზაზე”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს,...

„დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ თამარ კინწურაშვილი მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია.„სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი.გერმანულმა „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს, რომელიც 2005-2009 წლებში იყო სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი, 2010-2013 წლებში სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი დიდხანს არ იფიქრებს ირანის მიმართ ათი წლის წინ გაუქმებული სანქციების აღდგენაზე, თუ ბირთვული შეთანხმება არ გაგრძელდება

საფრანგეთი დიდხანს არ იფიქრებს ირანის მიმართ ათი წლის წინ გაუქმებული სანქციების აღდგენაზე, თუკი ბირთვული შეთანხმება არ გაგრძელდება, – ამის შესახებ საფრანგეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს განუცხადა.საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არიან, რომლიდანაც აშშ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს გავიდა. ამ შეთანხმებას ვადა 18 ოქტომბერს ეწურება.„ეს სანქციები სამუდამოდ გადაუკეტავს ირანს წვდომას ტექნოლოგიებზე, ინვესტიციებსა და ევროპულ ბაზარზე, რასაც გამანადგურებელი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს არ გვსურს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ირანს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები დღეს, რათა თავიდან აირიდოს უარესი“, – განაცხადა ბარომ.როგორც „როიტერი“ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა ევროპულ სამეულს შეხვედრა პარასკევს რომში შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებას ჯერ პასუხი არ მოჰყოლია.

გახარიას გუნდი წულუკიანის კომისიაზე ხარებას გამოკითხვას ითხოვს

გახარიას გუნდი თეა წულუკიანს მოუწოდებს, ე.წ. კომისიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხაზაზიშვილი გამოკითხოს. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მუხროვანის ამბოხი გაიხსენა, რომელსაც გია კრიალაშვილი შეეწირა.გოგიჩაიშვილის თქმით, 2013 წელს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ივანიშვილის ტელევიზიაში განაცხადა, რომ სისხლიანი სპეცოპერაცია სწორედ ზვიად ხარაზიშვილმა ჩაატარა. პოლიტიკოსის თქმით, ამასვე ამტკიცებდა კრიალაშვილის დაც, რომელიც ამბობს, რომ ხარებამ ამ სპეცოპერაციაში 12 ათასის ოდენობით პრემია აიღო. 2013 წლის 23 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია -  ტვ9-ის გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი ყოფილი სპეცრაზმელი პირდაპირ ხელს ადებს ხარებას და სიტყვა-სიტყვით ამბობს  - „სპეცოპერაცია ჩაატარა სოდის სპეცრაზმმა ზვიად ხარაზიშვილმა კიდე სამ კაცთან ერთად. მათი იარაღი დღესაც პროკურატურაშია. ამ ოთხმა ადამიანმა იმ თვეში 12 000 ლარი პრემია აიღო.“ ხოლო ეს არის ინტერვიუ გია კრიალაშვილის დის, ქალბატონი ლიასი, რომელიც 2014 წლის 3 თებერვლის ამბები.ჯისთან სიტყვა-სიტყვით ამბობს - „მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო. ეს ყველაფერი არის საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რათა ე.წ. ოცნების კომისიამ დაიბაროს ხარება, რომლის სახელიც უმძიმეს დანაშაულებთანაა დაკავშირებული. ქალბატონო თეა, მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიშას კიდევ ერთ  სისხლიან ჯალათ ხარებასთან. გაბედე და დაკითხე ხარება. მაგრამ ამ ე.წ. კომისიის მიზანი არ არის სრული სიმართლის ჩვენება მაყურებლისთვის. მათ ეშინიათ სრული სიმართლის, რაც გახარიას დაბარებისას საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები კომპრომისული ვარიანტი იქნება, თუკი ინტერპელაციაზე დელეგატებს მივცემთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალებას, შეზღუდვის გარეშე

 „ვფიქრობ, რომ კომპრომისული ვარიანტი იქნება თუკი დელეგატებს მივცემთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალებას, შეზღუდვის გარეშე,“ - განაცხადა „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების განხილვისას.დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ საკითხის მომხსენებელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან "ხალხის ძალას" აქვს გარკვეული მოსაზრებები, ამიტომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს კენჭი ეყაროს 149-ე მუხლის გარეშე და მესამე მოსმენამდე კიდევ გაიმართოს მსჯელობა ამ საკითხზე. ამდენად, დეპუტატებს ამ საკითხზე სამსჯელოდ ორი კვირა ექნებათ.„პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“ გვქონდა პოზიცია, რომ დაგვეხვეწა „მინისტრის საათი“, რამეთუ ეს იყო კომუნიკაციის კარგი საშუალება და ინსტრუმენტი დეპუტატსა და მინისტრს შორის, ასევე ამომრჩევლის არაპირდაპირი საშუალება, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე, რომელსაც დასვამდა კითხვის სახით დეპუტატი, პასუხები მოესმინა მინისტრისგან.კარგია და მადლობლები ვართ, რომ მინისტრებისთვის ზეპირი კითხვის დასმის საშუალება გაჩნდა და არ არის მხოლოდ წერილობითი კითხვები, რასაც ინტერპელაცია აქამდე ითვალისწინებდა. ასევე კარგია, რომ გაიზარდა ინტერპელაციების რაოდენობა, ანუ ბევრი ინტერპელაცია იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ საჭირო კითხვები იმ რაოდენობით დაისვას და გაეცეს პასუხი, რაც საჭიროა.ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ და გვაქვს შემოთავაზება, რომ დავზოგოთ დრო და საშუალება იყოს ჩვენსა და მინისტრებს შორის კომუნიკაციის, ასევე ამომრჩეველსაც ჰქონდეს არაპირდაპირი კომუნიკაციის საშუალება იმ გზით, რომ დელეგატ დეპუტატებს მივცეთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალება ულიმიტოდ იმიტომ, რომ დელეგატ დეპუტატებს აქვთ უფრო მეტი ვალდებულებაც, პასუხისმგებლობაც და შესაბამისად აქვთ უფრო მეტი კითხვა, ვიდრე ჩვეულებრივ დეპუტატს. თუმცა, შეიძლება ჩვეულებრივ დეპუტატსაც ჰქონდეს კითხვა და შესაძლოა მან გამოიყენოს დელეგატი დეპუტატის კითხვის დასმის შეუზღუდავი უფლება და არაპირდაპირი გზით დასვას კითხვა, რომელიც ეხება აქტუალურ საკითხს. დელეგატების საპასუხისმგებლო არეალი გაიზარდა - ზოგთან შედის ორი მუნიციპალიტეტი, ზოგთან სამი და ოთხიც კი, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობაც გაზრდილია. შესაბამისად, არეალი დიდია, კითხვებიც მეტია და პასუხიც მეტია საჭირო ბევრ კითხვასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორი ზეპირსიტყვიერი კითხვა დელეგატის უფლებამოსილების ამოწურვისათვის არ არის საკმარისი. მაგალითად, მე, ოთხი მუნიციპალიტეტიდან, უნდა შემეძლოს მხოლოდ ორი ზეპირი კითხვის დასმა? ვიცი, თქვენგან ავტომატურად გაჩნდება არგუმენტი თუ რატომ არ შეიძლება წერილობითი კითხვები ჰქონდეს დელეგატ დეპუტატს.მე ვფიქრობ, არსებობს ისეთი კითხვები, რაშიც ნაკლები დრო შეიძლება იქნას დახარჯული და ზედმეტი ბიუროკრატია არ იყოს შემზღუდავი იმ კითხვების დასმისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც აინტერესებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამომრჩეველსაც. წერილობით როცა გავაგზავნი მე კითხვას და მივიღებ პასუხს - ეს არ არის საკმარისი. შეიძლება ეს საკმარისი იყოს ჩემი, როგორც დეპუტატის და მინისტრის კომუნიკაციისთვის, მაგრამ ამომრჩევლისთვის ეს წერილობითი მიწერ-მოწერა ჩვენ შორის, საკმარისი არ არის იმიტომ, რომ ის ყურადღებით უსმენს, თუ როგორ გააჟღერებს მისი დელეგატი დეპუტატი კითხვას და რა პასუხს გასცემს მას მინისტრი. ეს კომუნიკაცია არ უნდა მოვშალოთ. მე ვფიქრობ, რომ კომპრომისული ვარიანტი იქნება, თუკი დელეგატებს მივცემთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალებას, შეზღუდვის გარეშე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ირაკლი მეზურნიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

29 აპრილს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. სესიის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელმა დელეგატებს სიტყვით მიმართა.„ორგანიზებული დანაშაული ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ურყევად აგრძელებს თავისი ვალდებულების შესრულებას, გამოიყენოს ყველა საჭირო რესურსი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნის მისაღწევად, შინაგან საქმეთა სამინისტრო განუწყვეტლივ მუშაობს ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე.სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება უზრუნველყოფს დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებას.ორგანიზებული დანაშაული გლობალური პრობლემაა, რომელიც გლობალურ რეაგირებას მოითხოვს. ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი სხდომა კარგი შესაძლებლობაა აზრთა გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, რათა ერთობლივად შევძლოთ უზრუნველვყოთ უფრო უსაფრთხო და სამართლიანი რეგიონი ყველასთვის“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.სხდომაზე განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები, რომლებიც ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისში, ბაქოში ასამბლეის პლენარულ სესიაზე იქნება მიღებული.

ბოლო სიახლეები