ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

„გახარია საქართველოსთვის“ – ვადასტურებთ პრეზიდენტ მაია სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია მაია სანდუსადმი პატივისცემას ადასტურებს, თუმცა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ფაქტად მიჩნევა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს აკნინებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.

ცხადია, ვადასტურებთ პრეზიდენტ სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა: საქართველო დღეს იმართება რეჟიმის მიერ, რომლის მიზანმიმართულად მავნებლური და არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის გამო საქართველო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს ჩამორჩა. ამის მიუხედავად, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მტკიცე ევროპულ ორიენტაციას, ასუსტებს ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საერთო ძალისხმევას, საბოლოოდ დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას და მოვიპოვოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისტორიულად საქართველოს უახლოესმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ამ რთულ დროს გამორჩეული გამძლეობით აგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათისა, ქართული საზოგადოება, საქართველოს მოკავშირეებთან ერთად, შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები და ჩვენი საერთო მიზნები“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.

„რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – განაცხადა სანდუმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება – დისპლაზია დაემართა

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება - დისპლაზია დაემართა. პატარა მარიამი იმყოფება გერმანიაში - აქვს ძლიერი ტკივილები, რის გამოც, ის ვერ გადაადგილდება. ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია. დახმარების მსურველებს თანხა კომენტარებში მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ. GE21TB7925445064300049 მიმღები: ლ.კ.

🎥განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე – რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე

განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? - ამ კითხვას, მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს.„მოდით ჯერ გავმიჯნოთ, ის ნაწილი გარდაცვლილი ადამიანებისა, ვინ მართლდება ღვთის წინაშე და ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, თავიანთი არასწორი არჩევანის გამო, ვერ მართლდება და ჯოჯოხეთში ხვდებიან.ადამიანებს, რომლებიც ღვთის წინაშე ვერ მართლდებიან, თავიანთი ახლობლებისთვის, მაინცდამაინც არ სცალიათ...ხოლო ადამიანები, ვინც ღვთის წინაშე მართლდებიან, ისინი ქრისტეს მსგავსნი ხდებიან, მისი სული ქრისტეს მსგავსია და მათ, რა თქმა უნდა, ხედვის უნარიც აქვთ. ისინი აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება, მათ ხორციელ ნათესავებს, ახლობლებს. მათ სულში არის ხორციელი თანადგომა და ტკივილი. 

რობერტ ფიცო – სლოვაკეთი „მშვიდობის საბჭოში“ არ გაწევრიანდება

სლოვაკეთი არ გაწევრიანდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, – ამის შესახებ რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ფიცოს თქმით, ახალი ინსტიტუციების შექმნის აზრს ვერ ხედავს, მით უმეტეს, თუ ეს გაერო-ს მსგავსია.როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კონცენტრირებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაზე.„სლოვაკეთს აქვს უზარმაზარი ინტერესი გახდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი 2028-2029 წლებში. ჩვენი ყველა ვიზიტის დროს ვთხოვთ პარტნიორებს მხარი დაუჭირონ ჩვენს წევრობას უშიშროების საბჭოში“, – განაცხადა ფიცომ.მისივე თქმით, სლოვაკეთი არ აპირებს, დააფინანსოს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებზეც ყველაფერი დაწვრილებით არ იციან.„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არასოდეს დახარჯავს საწევრო შენატანს ასეთ ინსტიტუციაში გაწევრიანებისთვის. თუ არსებობს იდეა, რომლის შესახებ ჩვენც ჯერ ცოტა ვიცით და უნდა გადავიხადოთ რაიმე მილიარდი ევრო ან მილიარდი დოლარი, წინასწარ ვამბობ: არა. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ფიცომ.ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მადლიერებით უნდა უარყოს ეს მოწვევა, რათა აღარ დაკარგონ ამაზე დრო.

16 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა – გარდაბანში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.24news.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობდა.მიღებული დაზიანებებით მოზარდი ადგილზე დაიღუპა.ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი ამინდის გამო გადაიდო."ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო”, - ნათქვამია განცხადებაში.ინფორმაციისთვის, 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი იყო ჩანიშნული. ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე იყო დაანონსებული

ბოლო სიახლეები