“გახარია დაამთავრებს ამ კომისიას” – ასე აფასებს “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა თავაძე წულუკიანის მიერ კომისიაზე ექსპრემიერის დაბარებას.
მისი ქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გახარიას დაბარებით ფაქტობრივად საკუთარ თავს “ლიკვიდაცია” გამოუცხდა. თქვენ მე გაგახსენებთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახლა აგრძელებენ ივანიშვილის სამსახურში ყოფნას და ივანიშვილის “დასში” ყოფნას, ის ადამიანები გახარიას დანახვაზე სამი ნაბიჯით უკან იწევდნენ ხოლმე და მისი დანახვის ლანდისაც კი ეშინოდათ. ესენი იყვნენ ის ადმიანები, რომლებიც გახარიას ქებაში იყვნენ ოცდაოთხი საათი.
მე ვფიქრობ, რომ ამ კომისიამ გახარიას დაბარებით ფაქტობრივად ლიკვიდაცია გამოაცხადა. გახარია დაამთავრებს ამ კომისიას. მე გაძლევთ ამის გარანტიას, რომ თუ გახარია ამ კომისიაზე გამოცხადდება, ის დაამთავრებს ამ კომისიას – ამბობს ზაზა თავაძე.