ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და 2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,7 % იყო. 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური  ზრდა წინასწარი შეფასებით 4,8 %-ია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის,
ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი – ილია მეორე განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს გამჭრიახობით და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ვუსამძიმრებთ საქართველოს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.პატრიარქმა იგნატიუს აფრემ II-მ ილია მეორეს უწოდა „ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“.„განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს ის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით, ვუსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, ასურული მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს, რომ უფალმა საქართველოს წმიდა ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ღვთიური მადლით განამტკიცოს. 

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა.ლოცვის შემდეგ, პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობასა და მთელ ქართველ მრევლს.მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორე საყვარელ ძმად, ქართველი ხალხის დაუვიწყარ მამად და მთავარეპისკოპოსად მოიხსენია.სერბეთის პატრიარქმა ისაუბრა ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობაზეც და აღნიშნა, რომ მისმა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა არამხოლოდ სამწყსოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.ამასთან, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, რომ ილია მეორეს დიდი როლი მიუძღვის რწმენის განმტკიცებაში, ტრადიციის დაცვასა და ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში.

მეუფე დანიელი პატრიარქზე: ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა, მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „ქრონიკასთან“.მისი თქმით, პატრიარქის მიერ დატოვებული ეკლესია მტკიცე საფუძველზე დგას.„ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა და აეღორძინებინა. მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას“, - აღნიშნა მეუფემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან…“ – სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მაყურებელმა არაერთი სასწაულის ისტორია მოისმინა, რომელიც პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება.ხატის ასლი საქართველოში 2002 წელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ არა ერთი ონკოლოგიური პაციენტი განკურნა.სასწაულების შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მორჩილი მარინე საუბრობს.„3 წლის ბავშვი გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი, მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, ძვლებზეც გადასული იყო, დაავადება ახრჩობდა. პანტანასას ზეთს გერმანიაში უგზავნიდნენ, რომ მისთვის ზეთი მუდმივად ეცხოთ, ის ბავშვი ახლახან ჰყავდათ მოყვანილი, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობოდა…საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო – ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ ამ დაავადებასთანო, 15 მეტასტაზი ჰქონია თავში. ზეთისცხების წყალობით განიკურნა, გახარებული და გაბრწყინებული მოვიდა, თავიდან 15 მეტასტაზი გაუქრა. უიმედობა არ არსებობს, ღვთისთვის და დედა ღვთისმშობლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სურვილი დავანახოთ, ამ ყველაფერს ღვთისმშობელი აკეთებს. აქ მარტო ონკოპაციენტები არა, სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით მოდიან ადამიანები და ღვთისმშობელი უნუგეშოდ არავის არ ტოვებს“, – აღნიშნავს მორჩილი მარინე.

ბოლო სიახლეები