ოთხშაბათი, მაისი 21, 2025

„გასასკდომი გულიც აღარ მაქვს“ – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კიდევ ერთი უსახლკარო, შშმ პირი მოხუცი გარდაიცვალა ქუჩაში. ეტლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. სისხლიანი იყო სულ, მიშო ეხმარებოდა, ეტლში ჩასვა და სამჯერ გამოიძახა სასწრაფო. სამი დღით ვიყავი წასული, რასაც თავს ვერ ვაპატიებ ვერასდროს და დღეს რომ მივაკითხე, მითხრეს, რომ ცოცხალი აღარაა. გასასკდომი გულიც აღარ მაქვს.

ამ წამიდან ვაყალიბებთ ჯგუფს, რომელიც ყველანაირი ხერხით ეცდება, რომ ქუჩაში აღარავინ გარდაიცვალოს.რომ არავის არ ეძინოს ქუჩაში. შემოგვიერთდით, მეტი არავინ არის, ვინც ამათზე ზრუნავს. მარტო მე და ირაკლი კიდევ, რომ გავიხეთ, ყველგან მისვლას მაინც ვერ ვასწრებთ. გადავერთვებით, მხოლოდ ამ საქმეზე და მნიშვნელობა არ აქვს შეგვიძლია თუ არა, მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მომწერეთ აქ -558181218.

ქალაქის ნებისმიერ ადგილას, სადაც შეამჩნევთ, რომ ღამით სძინავს ვინმეს, ან ცუდადაა და სასწრაფოს არ მიჰყავს, ამ პოსტის ქვეშ ჩააგდეთ ფოტო, ან დამირეკეთ და მომწერეთ ტელეფონზე -558181218.

დამიკავშირდით, ვისაც შეგიძლიათ ავადმყოფის მოვლა ქუჩაში, დროგამოშვებით მისვლა და საჭმლის და წამლების მიტანა. ყველაფერს, რას დაგჭირდებათ მე გაგატანთ.

მივმართავ კომპანიებს, რომლებსაც ნახევარი ქალაქის ტერიტორია აქვთ აღებული. სულ 7 კვადრატული მიწა გვჭირდება, რომ კონტეინერი დავუდგათ, სადაც უბრალოდ დაიძინებენ. რაღაცნაირად, ეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა დავამთავროთ ქალაქში. თქვენ თვითონ არ გაწუხებთ ქუჩაში მომაკვდავი ავადმყოფები?

გაგვიზიარეთ ეს პოსტი და დაგვეხმარეთ ყველა, ვინც რით შეძლებთ, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება. არავინ არ უნდა გამოგვრჩეს, ვისაც გარეთ სძინავს. ფულს ვაგროვებთ კონტეინერებისთვის, მათი საჭმლისთვის, წამლებისთვის, კლინიკაში გადაყვანისთვის და ადგილზე დასაძინებლის მოწყობისთვის.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი #GE90TB7603845061100016 PayPal – [email protected] უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili.

მართლა მოგვეხმარეთ ყველა რა, თითქმის ყველას ვიცნობთ და ყველაფერს მე აგიხსნით ყველაზე, ვის რა მიუტანოთ, ვინ როგორი ადამიანია და ვის როგორ მოეპყროთ. ვისაც რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და ეს უზარმაზარი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება,” – წერს აკა სინჯიკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპის შვილი მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა შვილმა კატარში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მობაწილეობა, რადგან მას აქვს „მოწოდება“.კითხვაზე, აპირებს თუ არა ის „მართვის სადავეების გადაბარებას“ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თანამდებობას დატოვებს, ტრამპის შვილმა განაცხადა: „ჩემთვის პატივია, რომ ამის შესახებ მკითხეს და პატივია, რომ ზოგიერთ ადამიანს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს“. ასე რომ, პასუხი ასეთია: არ ვიცი, იქნებ ერთ დღეს. იცით, მოწოდება არსებობს. მე ყოველთვის ვიქნები ამ საკითხების ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ნამდვილად შეცვალა რესპუბლიკური პარტია“, – განაცხადა ტრამპ-უმცროსმა.4 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დატოვებს თეთრ სახლს მეორე ვადის დასრულების შემდეგ და არ შეეცდება თანამდებობაზე ყოფნის გახანგრძლივებას.

„ვარკეთილში, არასრულწლოვნებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს…“ – მომხდარი ავარიის შედეგად, დამტვრეულია ხუთი მანქანა

ვარკეთილში უცნობმა პირებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი ხუთი ავტომობილი დაამტვრია.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.თვითმხილველების ცნობითავარიის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მან გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა.„ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო წლებისთვის ჩვენი ქალაქისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.გიორგი ტყემალაძე ამ დრომდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ირაკლი კობახიძე – ვიცი, რომ კახა კალაძეს ამბიციური გეგმები აქვს შემდეგი ოთხი წლისთვის, დახვეწილი გეგმა მზადდება დედაქალაქის განვითარებისთვის, ოთხი წლის თავზე თბილისი იქნება მეტად...

ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის, ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება დედაქალაქის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერის თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის  მზადდება გეგმა და ოთხი წლის შემდეგ თბილისი კიდევ უფრო მეტად განვითარებული იქნება.„ყველა ვხედავთ, როგორ ვითარდება დღიდან დღემდე ჩვენი დედაქალაქი, მუდმივად ლამაზდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გააადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ქალაქში გადაადგილება დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. გარდა ამისა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქში შესაბამისი სივრცეების განვითარებას. ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველას, მინდა, მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მე ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი. პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა, მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – ყველამ უნდა გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა

არავის საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა არჩეული, რა კანონებს მიიღებს, არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის და არც თანამდებობის პირების, – ასე გამოეხმაურა დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.„ყველაფერი გასაგებია, თუ როგორ მოქმედებს ბოროტი ძალა – ზოგიერთი ე.წ. ბიუროკრატი, რა არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ვერ დაიმონეს, ვერ გამოიყენეს მათი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „უკრაინიზაცია“ არ მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. რა თქმა უნდა, გამწარებულები არიან, რომ ჩვენი ქვეყანა ვერ გამოიყენეს. იმიტომაც კეთდება მსგავსი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით. ვინ ეკითხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და შემოვიდეს მსჯელობაში, თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით უნდა შეიცვალოს.„პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება, რომელიც დღეს არსებობს, შესაცვლელია. ყველამ უნდა იცოდეს და გაითავისოს, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფო იყოს, რომ საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს. ყველამ მიხედოს თავის სახელმწიფოს, თავიანთ ქვეყანას. ჩვენ არსად გადაგვიხვევია, პირველ რიგში ვიცავთ ქვეყანის მომავალს და მის სახელმწიფო ინტერესს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პოლიტიკა. მბრძანებლური ტონით საუბარი საქართველოსთან მიმართებით ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.მან ასევე „მეგობარი აქტის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ აქტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს არის პირდაპირი მტრობა საქართველოს წინააღმდეგ.„რა თქმა უნდა, ამ აქტს ჰყავს თავისი ლობისტები, რომელთაც თანხას უხდიან და ეს დამალული არ არის. ჩვენ არაერთხელ ოფიციალურად დაგვიფიქსირებია, რომ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ვფიქრობ, აშშ-სთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები