პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026

“გარდაიცვალა…ცეკვავენ ვარსკვლავების” ლაივამდე, საათ-ნახევრით ადრე” – ტრაგედია გოჩა ჩერტკოევის ოჯახში

როგორიც ახლა ვარ, ასეთი ვიყავი ბავშვობაშიც. სულ 5 დედმამიშვილი ვიყავით. ჩემი ძმა გარდაიცვალა. ჩემი დებიდან ერთი ვლადიკავკაზშია….

ჩემს ძმას ვლადიმერი ერქვა. ბავშვობაში დიდი კონტაქტი არ გვქონდა იმიტომ, რომ 15-16 წლით დიდი იყო ჩემზე. რომ წამოვიზარდე, ამერიკაში წავედი, ის აქ დარჩა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.

ჩემს ძმას ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. დიდი ხანი იყო ავად და ყველამ ვიცოდით. რაც შემეძლო იქიდან ყველაფერს ვაკეთებდი. არც ის ჩამოსულა ამერიკაში და არც მე საქართველოში. როცა ჩამოვედი, უკვე ავად იყო. ჩემთან სანახავად მოვიდა, მეუღლემ მოიყვანა. ერთი კვირა იყო და მერე ისევ მოითხოვა სახლში წასვლა. ექიმთანაც მივიყვანეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან გვიანი იყო. რომ მნახა, მერე გარდაიცვალა.

ნახვა მოვასწარი. ჩემი ძმის გარდაცვალების შესახებ ძალიან არასწორ დროს, “ცეკვავენ ვარსკვლავების” ლაივამდე, საათ-ნახევრით ადრე გავიგე. არასდროს ხარ მზად იმისათვის, რომ ვინმემ სამუდამოდ დაგტოვოს. მაშინ გრძნობ გამოწვევას, არა როგორც გოჩა, არამედ როგორც არსება, როგორი ძლიერი ხარ. სამწუხაროდ, ძლიერი აღმოვჩნდი. არ უნდა იყოს ადამიანი ეგეთი ძლიერი. შოუ გაგრძელდა, არ მეგონა თუ გამომივიდოდა. მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ ჩემი თავი არ მომეწონა.”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ – თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა – ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.თურქი ოფიციალური პირების თქმით, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, გორემეს რეგიონში, კლდოვანი წარმონაქმნის - ე.წ. „ფერიების ბუხრის“ - ნაწილი ჩამოიშალა.ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, კლდის ჩამოშლა, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.კოკის თქმით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კაჭრეთის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს.60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს.თვითმხილველების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი – შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.„ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №270-ში მდებარე სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.2 ნოემბრიდან სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში განაგრძობს".

ბოლო სიახლეები