ორშაბათი, აგვისტო 24, 2026

განელ ბიჭს 50-მდე სხვადასხვა ცხოველის ბგერების გამოცემა შეუძლია. ვიდეო

https://www.facebook.com/bbcnews/videos/10156419800560229/

თინეიჯერი ჯასთის ოზელი, რომელიც განადან არის, რამდენიმე ცხოველისა და ფრინველის ხმის გამოცემა შეუძლია. მის შესახებ საინფორმაციო ვიდეო BBC-მ მოამზადა.

როგორც ირკვევა, ის დიდ ხანს ვარჯიშობდა და დღეს უკვე 50-მდე ცხოველის ხმის ბგერების გამოცემა შეუძლია.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რატომ უნდა მიართვან ბავშვებმა ყვავილები ღვთისმშობლის ხატს… – მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.მამა გაბრიელი:„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ. უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას – ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ხდება ის, რაც მისთვის გამოგზავნილ...

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპრემიერი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.„დღეს წარედგინა ბრალი, ბრიფინგზე როგორც გაცხადდა. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღება. მან ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოუწერა. არ აღიარებს წარდგენილ ბრალს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას. მისი წერილების გამოქვეყნების შემდეგ რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს ეს წერილი აბსურდი იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ა.შ. ის, რაც დღეს ხდება, ივლისში გამოგზავნილ წერილში შინაარსობრივად წერია. დღეს სწორედ ეს ხდება. ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი? ის ბრალი, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, არის შეთითხნილი და სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსურდი. მიხვდა რომ ასეთ რამეს უმზადებდნენ მას შემდეგ, რაც შემონათვალი იყო. წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა. აცხადებს და ალბათ, კიდევ განაცხადებს, რომ ეს არის მის მიმართ პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების რიგით მეექვსე სამიტში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SFLG Global Platform-ი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. პლატფორმა მუშაობს ისეთ თემებზე, რომლებიც მაღალი დონის თანამშრომლობას მოითხოვს.თამარ ბაგრატიონის შეფასებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.„ჩვენი ეროვნული იდენტობა ეფუძნება შვიდ მარადიულ საყრდენს: ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.პირველმა ლედიმ ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ყველაზე უცნაური ციხე, სადაც პატიმრები ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობენ

ამ ციხეში პატიმრები ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ და ამ ციხიდან პატიმრების ცოლები ყოველდღე - სამსახურში, ბავშვები კი სკოლაში დადიან.ბოლივიის დედაქალაქის, ლა პასის ცენტრში 12-მეტრიანი კედელია აღმართული, რომელიც სან პედროს ციხეს აკრავს - ის ბოლივიის ღირსშესანიშნაობა და მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხეა, სადაც 1500 პატიმარი ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.ციხის შიგნით დახურული ქალაქია, რომელსაც თავისი ბაზარი, მაღაზიები, რესტორანი, საცურაო აუზი, სილამაზის სალონები, ფეხბურთის მოედანი, კაფეები და საკნები აქვს. თუ პატიმარი სტანდარტულ საკანში თავს მოუხერხებლად გრძნობს, შეუძლია 1500 დოლარად მდიდრულ საკანში გადავიდეს, რომელსაც საკუთარი სამზარეულო, სააბაზანო, საკაბელო ტელევიზია და ჯაკუზი ექნება.სან პედროს ციხე დახურულ ქალაქს წააგავს, თუმცა ჩვეულებრივ ქალაქთან შედარებით, აქ საცხოვრებელი პირობებია ძალიან მკაცრია.ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით 300 ბავშვია. პატიმრების ოჯახის წევრები ყოველ დილით ქალაქში სამუშაოდ და სასწავლებლად მიდიან, საღამოს კი ციხეში ბრუნდებიან.პატიმრები ციხის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებში, სასადილოებში, კაფეებში და რესტორანში მუშაობენ.ციხე დაყოფილია შვიდ კვარტლად, ცენტრში კი ეკლესიაა.ამ ციხეში სასჯელს პოლიტიკური ან ნარკოდანაშაულისთვის იხდიან.ნარკობარონების საკნებში არის სამზარეულო, საკაბელო ტელევიზია და ჯაკუზიც კი. ასეთი საკნებში ცხოვრება თვეში 1500 დოლარამდე ღირს, რაც უბრალო პატიმრისთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.2009 წლამდე ტურისტებს ციხეში შესვლა შეეძლოთ. მათთვის ციხის ტერიტორიაზე სასტუმროც კი მოეწყო და სწორედ ტურისტების წყალობით შეიტყო მსოფლიომ ამ უცნაური ადგილის შესახებ.დღეს ციხის კარი უცხო პირებისთვის დაკეტილია. ტურისტებს მხოლოდ ტერიტორიის ნაწილის ნახვა შეუძლიათ.

ნათია თამაზაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი – იმას, რაც ხდება, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ესაა სრულად პოლიტიკური პროცესი

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ამ საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს სრულად არის პოლიტიკური პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის დამ და ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ აღიარებს და ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია.„ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შედის, ეს ლოგიკას არ ექვემდებარება, ჩემი პირადი შეფასებით შემიძლია გითხრათ, რომ არალოგიკურია მიმდინარე პროცესები, არარსებულ ბრალზეა საერთოდ საუბარი. ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურად დევნილია ირაკლი ღარიბაშვილი დღეს. ჩემი შეფასებით ირაკლი არის პოლიტიკური პატიმარი, მთელი ის მიმდინარე მოვლენები, რაც ირაკლიმ გამოქვეყნებულ რამდენიმე განცხადებაში აღნიშნა. ამის გარდა, რა შეიძლება ითქვას, რაც საჯაროდ და ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, სადაც აშკარად იყო გამოკვეთილი ის წინაპირობები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ჩვენთვის ბუნებრივია, ცნობილი არ იყო, რაზე იყო საუბარი, მაგრამ იმ წერილში მითითებული შინაარსი, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და რაზეც ირაკლი საუბრობდა, დღეს დაადასტურა ხელისუფლებამ. ბუნებრივია, ირაკლი იტყვის თავის სათქმელს. ეს პროცესი, დღეს სადაც ვართ, პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი, არც აღიარა, ხელიც არ მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ბრალდებას და ბუნებრივია, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა ნათია თამაზაშვილმა „ტვ პირველს“.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები