ხუთშაბათი, მაისი 21, 2026

განათლების სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გრიფირების პროცესის დასკვნით ფაზაში გადადის. სამინისტრო საჯარო განხილვებს იწყებს.

პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტები არიან ჩართულები.

სახელმძღვანელოების შერჩევისას სამინისტრო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.
განაცხადების საჯარო განხილვა პირველად ტარდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ, შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ...

ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, საჭიროა ბრძოლის ბოლომდე მიყვანა.„დღეს ხაბეიშვილის განაჩენს აცხადებენ. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმს მიუსჯიან. მინდა, აქედან გავამხნევო. იმ კაცს წყნარად სძინავს, თუ ყველა პატრიოტი მებრძოლი ციხეში ჰყავს. ლევან, ნუ შეგეშინდება, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვართ და საქართველო ამას გადაიტანს. საქართველოს ბედი ასეთია, რომ ყველაფერი პირველი აქ ხდება. ჩვენ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ესაა ჩვენი ხვედრი, ქართველი ხალხის ხვედრი. სპექტაკლის მონაწილეებად გვაქციეს. რუსთაველზე, სასამართლოზე რაც ხდება, ძალაუფლების სპექტაკლია, ძალაუფლების დემონსტრირებისთვის იყენებს ივანიშვილი. ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას, შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი. ვინ არიან ეს მართლა აკაცუკები, რომლებიც ატერორებენ ხალხს. ივანიშვილს სტაფილოს წვენი დასაძინებლად აღარ შველის, თუ ციხეში არ არიან პატრიოტები და მებრძოლები.ჩემს გარემოცვაში რუსეთის აგენტურა იყო, ჩამოდიო, ერთი მეუბნებოდა 2020-ში, გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას. უნდა დამხვედროდა, რომ ჩამოვედი, არ დამხვდა და მთელი ჩემი მონაცემები გადასცა. შემდეგ სხვა პროვოკაციებში მონაწილეობდა. ღალატი იყო და იქნება, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. საქართველო არაა პატარა სოფელი, ვინც იქ ცხოვრობს, შემოავლო ღობე და აგებინო პასუხი. ყველაფერი გააკეთეს, რომ ესენი აღარ იყვნენ და მოვიშოროთ ჩვენ კიდევ, ხალხი მზად არაა და ა.შ. საჭიროა მიწოლა, ციხის არშეშინება, ჩემი ყველაზე პროდუქტიული წლები გავატარე ციხეში, თქვენ ხართ მშიშრები, მე არაფრის მეშინია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ერთიანობის მოწოდებით და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს 26 მაისის აქციას.„დარწმუნებული ვარ, ვითარება ძალიან მალე შეიცვლება. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ. მხარს ვუჭერ 26 მაისის აქციას. ერთმანეთს დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ. შევიკრიბეთ, დავიშალეთ და გეტყვით, როდის შევიკრიბოთ, ასე არ გამოვა. ბოლომდე წასვლა უნდა იყოს, ხალხის ხარჯზე ევროპაში ყელმოღერებული სიარული ჩვენ არ გვჭირდება, საქართველოს ხარჯზე ამ ხალხმა გაიკეთა კარიერა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ლაშა ფარულავა – ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას რეჟიმი იღებს და მოსამართლე აცხადებს – გუშინდელ პროცესზე მოსამართლეს ფერი ჰქონდა დაკარგული, რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, სიგიჟეა,...

ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ უპრეცედენტო პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის საქმეს, რომელზეც დღეს განაჩენი გამოცხადდება.როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში არც სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც კანონის უზენაესობა.„ლევან ხაბეიშვილის საქმე არის პოლიტიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო მაგალითი. სასამართლო ახლა მსჯელობს პოლიტიკოსის საჯარო დაპირების შეფასება როგორ მოახდინოს. ეს ერთგვარი ტესტია, როგორც პოლიტიკური სისტემისთვის, ისე იმ სასამართლოსთვისაც კი, რომელიც რეჟიმის მიერ გამოტანილ განაჩენებს აცხადებს. სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს და კანონის უზენაესობა. რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებას და მოსამართლე აცხადებს. მოსამართლე ხუსკივაძე თავად ამბობდა, რომ 20 მაისს, როდესაც ლევან ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვას მოისმენდა, გადაწყვეტილებას გაგვაცნობდა, თუმცა სხდომა გადადო. ამ ადამიანს ფერი ჰქონდა გუშინდელ პროცესზე დაკარგული“, - განაცხადა ფარულავამ.მისი განმარტებით, რამდენიმე გარემოება ადასტურებს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ლაშა ფარულავას თქმით, 9 თვის განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი სამარტოო საკანში იმყოფებოდა და ბრალდების მხარემ ამ დროის განმავლობაში ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები ან საიდუმლო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა იმას, რომ კონკრეტული საჯარო მოხელის მოსყიდვა ხდებოდა.„საქმეში არ არსებობს ფული, არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჩემთან ვინმე მოვიდა და ფარული ინფორმაციის სანაცვლოდ რაიმე შემომთავაზაო. 3 მოწმიდან მხოლოდ ერთი მოიყვანა ბრალდებამ სასამართლოზე. ამ მოწმემაც თქვა, რომ ეს იყო აღქმა და სხვა არაფერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 9 საათი მიმდინარეობდა ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა. ამ დროის განმავლობაში თითქმის 1 საათი დაეთმო მოწმის გამოკითხვას. წინასწარ პატიმრობაში ხომ იმ მოტივით იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილი, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოეხდინა, ეს წინასწარი პატიმრობაც კი უკანონო გამოდის. არ არსებობს ფული, არც სხვა მტკიცებულებები, გარდა საჯარო განცხადებებისა. 

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ – ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესზე ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში „დიქტატურაა“.ახალაიას თქმით, არსებული ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია და „რეჟიმის დამხობა“ ერთადერთი გამოსავალია.„საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის - ეს საქმე პირველი იქნება. დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება“, — განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე.მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან, როგორც ამბობს, არჩევნებით ამის მიღწევა გამორიცხულია.ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ მომავალში უნდა გასამართლდნენ ის პირები, რომლებიც, მისი შეფასებით, მოქმედ რეჟიმს ემსახურებიან, მათ შორის მოსამართლეები და პროკურორები.ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ამასთან, ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სასამართლოდან ახალაიას მიმართვას პირველი არხი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს პასუხობს – ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ...

ამ ადამიანს, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს, – ამის შესახებ წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, „საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანების გზა უკრაინისთვის ტერიტორიების დათმობაზე გადის, ხოლო მოლდოვის გზა საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე.„ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რომელზე შეყენებასაც ასე ცივსისხლიანად გვიპირებდნენ 2022 წელს. დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე გადის (როგორც ეს გერმანიის კანცლერმა გვამცნო), ხოლო მოლდოვის გზა – საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაუქმებასა და სხვა სახელმწიფოსთან მიერთებაზე (როგორც ეს მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა). აქეთკენ გვექაჩებიან და ამას გვაგუებენ – განვიხილოთ ტერიტორიები, როგორც ტვირთი და დამოუკიდებლობა, როგორც ზედმეტი პასუხისმგებლობა, რომლის მოცილებისთანავე გაგვეხსნება ევროკავშირის კარიბჭე – სწორედ ეს არის 21-ე საუკუნის დანაელთა ძღვენი“, – წერს პაპუაშვილი.

პატრიარქი შიო III – ვევედროთ ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა, საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ

თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ნათელი ქრისტესი, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ღირსთა ასურელთა მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, უნდა ვევედროთ ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა – საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ და ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.„მაღალღირსო მამაო გაბრიელ! ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, ამა მონასტრის საძმოს მამებო და ძმებო!გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი მოწაფის ხსენებას, ჩვენთვის ძალიან საყვარელი წმინდანების ხსენებას, რომლებმაც საქართველოში მოიტანეს სამონაზვნო ცხოვრება და დააარსეს მონასტრები.დღევანდელი დღე დაემთხვა აღდგომის წარგზავნას. დღეს წირვაზე სახარებაში წაკითხული იყო ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ის ბოლოჯერ ესაუბრა იუდეველებს და უთხრა: „სანამ გაქვთ ნათელი, ირწმუნეთ ნათლის, რომ იყოთ ძე ნათლისა“ (ინ. 12, 36). შემდეგ კი ამბობს: „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც მოვედი სოფლად, რომ გქონდეთ ნათელი და არ იაროთ ბნელში“ (ინ. 8, 12).აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ნათელი მოიტანა ჩვენთან წმინდა ნინომ, მოციქულთასწორმა და მოიტანეს ათცამეტმა ასურელმა მამებმა. თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, როგორც გითხარით, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების.რომ წარმოიდგინოთ განსხვავება ამათ შორის, შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს საუბარს მდიდარ ჭაბუკთან, რომელიც ეკითხება მაცხოვარს, რა გავაკეთო, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? უფალი ეტყვის: „მცნებები იცი: კაცი არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, პატივი ეცი მამაშენს, დედაშენს, არ მოიპარო“ (მარკ. 10, 19) და ა. შ. ის ეტყვის, რომ ამ ყველაფერს ბავშვობიდან იცავდა. მაშინ, რომ არ ჰგონებოდა მას, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია, უფალმა დაამდაბლა იგი და უთხრა: „თუ გინდა, სრულყოფილებას მიაღწიო, მაშინ მიატოვე მთელი შენი ქონება, გაყიდე, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ (მარკ. 10, 21).აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ორი გზა! თუ პირველი გზა, რომელსაც მიუთითებს უფალი: „დაიცავი მცნებები, არა კაც კლა, არა იმრუშო“ და ა. შ. – ეს არის სავალდებულო ყველა ქრისტიანისთვის, რათა სული ვიცხონოთ, აღსარება, ზიარება, საეკლესიო ცხოვრება, მარხვა, ლოცვა და ა. შ. ეს არის ყველასთვის, მაგრამ ეს მეორე სიტყვა, რასაც უფალი ამბობს: „თუ გინდა სრულყოფილი იყო, გაყიდე მთელი შენი ქონება, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ – ეს უკვე არის გზა სრულყოფილებისა. აქ კარგად ჩანს ეს ორი მხარე ქრისტიანული ცხოვრებისა. ეს გზა მოგვიტანეს ჩვენ, საქართველოში დაამკვიდრეს ღირსმა ასურელმა მამებმა.არის გარკვეული ცნობები, თუ არ ვცდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე წერდა, ის იკვლევდა ქართულ მონაზვნობას და როგორც მახსოვს, ერთ ადგილას, თავის სამეცნიერო ნაშრომში ამბობს, რომ ასურელ მამებამდე ძალიან იშვიათი კერები იყო საქართველოში მონაზვნური ცხოვრების ტიპის მსგავსი, ასე ვთქვათ, პატარა კრებულები – ერთი, ორი სამი, ძალიან კანტიკუნტად იყო, მაგრამ ასურელმა მამებმა მოიტანეს ნამდვილი მონაზვნობა თავისი მთელი წესით, განგებით და ა. შ. ამან შეცვალა საქართველოში ჩვენი სულიერი ცხოვრება, განაპირობა შემდგომი განვითარება. თქვენ იცით, ჩვენი მონასტრები იყო ძალიან დიდი სამეცნიერო კერებიც. სწორედ ეს მიმართულებაა სრულყოფილებისა, რომლისკენაც ქართველი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით მიილტვოდა და დიდ სიმაღლეებსაც მიაღწია ჩვენმა ბევრმა წინაპარმა, ეს მათი მოტანილია და ამისთვის ვმადლობთ მათ! უფალს ვმადლობთ მათი მოვლინებისთვის და ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ვინაიდან, მინდა, გაგახსენოთ, რომ როგორც წმინდა ნინო მოგვივლინა ჩვენ დედა ღვთისმშობელმა მისი გამოცხადებით, სწორედ ასე ასურელი მამებიც გამოემართნენ საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ.ალბათ გახსოვთ მათი ცხოვრებიდან, რომ თვით კათალიკოსი ევლავიუსი და მეფე ფარსმანი დახვდნენ მათ, როდესაც საქართველოში შემოვიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ უკვე იცოდნენ მათი მნიშვნელობა, რადგან ანგელოზები გამოეცხადა კათალიკოს ევლავიუსს და უთხრეს, როგორი ადამიანები მოდიოდნენ და რა მისია ეკისრებოდათ მათ. ამიტომ პირადად გადიან კათალიკოსი და მეფე მათ შესახვედრად.როგორც მათი ცხოვრებიდან ვიცით, პირველად ისინი მივიდნენ სვეტიცხოველთან, მაშინ ჯერ კიდევ მირონმდინარე იყო წმინდა ცხოველმყოფელი სვეტი. ემთხვივნენ სვეტს და შემდეგ დამკვიდრდნენ ამ წმინდა ადგილზე, აქ ცხოვრობდნენ. აქაც ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და დაავალა, მთელ საქართველოში წასულიყვნენ და მონაზვნობა დაეარსებინათ. რამდენიმე მათგანი ეპისკოპოსიც გახდა, როგორც იცით და მრავალ სასწაულს ახდენდნენ. ისინი დღემდე არიან ჩვენი მფარველები და ჩვენთვის მლოცველები.დღეს ჩვენ ძალიან ვინუგეშეთ, მამებო, განსაკუთრებული მადლია ამ მონასტერში, განსაკუთრებით გვიყვარს ყველას. ვევედროთ ჩვენს ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა – საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ, ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.რა თქმა უნდა, დაიფარონ და გააძლიერონ ეს მონასტერი, თქვენ, მამა გაბრიელ, მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის. თქვენი წინამძღოლობით ეს მონასტერი ღირსმა იოანე ზედაზნელმა და თორმეტმა ასურელმა მამამ, მისმა მოწაფეებმა, დაიფარონ, გააძლიერონ და გაამრავლონ. საქართველოში მონაზვნობა ააღორძინოს უფალმა მათი ლოცვით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”, - განაცხადა პატრიარქმა.

ბოლო სიახლეები