პარასკევი, თებერვალი 7, 2025

„გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას…“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში „ბაკურიანის ციდა“ წყალზე და რას ამბობენ კომპანიაში

„ბაკურიანის ციდა“ წყლის ირგვლივ სოციალურ ქსელში ატეხილი ხმაურის შემდეგ ახალი დეტალები ვრცელდება. დაზარალებული ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ ბოთლში ნატურალური წყლის ნაცვლად აზოტმჟავა აღმოჩნდა, რამაც მის შვილს სერიოზული დამწვრობა მიაყენა.

„პრაიმტაიმს“ დაზარალებული ბავშვის მშობელმა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიაწოდა, სადაც ნათქვამია:

„ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლში, ეტიკეტზე წარწერით „ბაკურიანი ციდა ნატურალური მინერალური წყალი არაგაზირებული 330 მლ 10.11.24. 15:12 10.11.25. L26“, მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას.“

„კვირა დღეს შევიძინეთ „ბაკურიანის ციდა“ წყალი და სხვა პროდუქტები. წყალმა ბავშვს დაწვა პირი, როგორც სამხარაულმა დაწერა დასკვნაში. წყლის ნაცვლად ბოთლში აღმოჩნდა აზოტმჟავა. ბავშვი ჯერ 4 წლის არ არის. გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. პირის ღრუ აქვს დამწვარი – ლოყები, ტუჩები. საბედნიეროდ, როგორც დღეს მითხრეს იაშვილში, საყლაპავი მილი და კუჭი არ აქვს დამწვარი. მოკვლევაა დაწყებული. ჩვენ მოწმეების სახით გამოვიკითხეთ, შეკვეთიდან რაც იყო დარჩენილი, გადავეცით პოლიციას. სამხარაულში რაც არის, იმ ერთ ბოთლსაც გადავცემთ. დანარჩენს გამოძიება დაადგენს…“ – გვითხრა ბავშვის მშობელმა.

ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, აცხადებს, რომ შემოწმებულია ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე, მოგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია. შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას. ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას,“ – აცხადებენ კომპანიაში.

არაგეგმური შემოწმება ჩაატარა კომპანიაში სურათის ეროვნულმა სააგენტომაც. 

უწყებამ აღებული ნიმუშები გამოკვლევისათვის გაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ყველა მაჩვენებელი შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად შეფასდა.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით- „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.

კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ ვიცი რატომ, მაგრამ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის, მზად ვართ დიპლომატიისთვის, თუ გვეცოდინება, რით დასრულდება ეს ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია. ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ თავისი ბრძანებულების გაუქმებას. „ბრძანებულების გაუქმების საკითხი რუსეთის ფედერაციის ნარატივია. ისინი მუდმივად ეძებენ შანსს, რომ არ შეგვხვდნენ. მე ამას გულწრფელად ვამბობ. ისინი ეძებენ სხვადასხვა მიზეზებს. თუ ჩვენ გვსურს ომის დასრულება და მართლა გვსურს მშვიდობა – მაშინ მიზეზები ნამდვილად მეორეხარისხოვანია. დანარჩენი ყველაფერი გადაწყდება. დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ პრობლემა მგონია, ისაა, რომ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის. არ ვიცი რატომ, თითქოს ზრდასრული ადამიანია – ეშინია სხვა ადამიანთან მარტო დარჩენის თავისი „ხროვის“ გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, აიძულოს პუტინი, ომი დაასრულოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა უკრაინის ხედვას ითვალისწინებდეს. „პირველ რიგში, ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენს გარეშე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ომის დასრულება. იმიტომ, რომ ომი უკრაინაშია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შანსი, ომი განაახლოს. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს აშშ-ის ადმინისტრაციასთან. მისი თქმით, უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს მომავალში ეწვევა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა მათი ფორმატისა და თარიღების შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია. „თუნდაც, რუსეთს რაღაც არ მოსწონდეს, ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა პარტნიორებს შორის, და შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით დიპლომატიისთვის. მზად ვარ, თუ გვეცოდინება, რით დასრულდება ეს ომი ჩვენთვის. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის. არ მაქვს ამასთან არანაირი პრობლემა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თამარ კორძაია – ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა, მივდივარ პოლიტიკიდან

საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა, მივდივარ პოლიტიკიდან, – ამის შესახებ თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს. „მინდა, საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი, ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი, ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად“, – წერს კორძაია სოციალურ ქსელში.

ლუკა ეხვაია: USAID- ის საქართველოში მოქმედებაზე ჩვენ ვიცით რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულ სურათს არ ასახავს. ამას სჭირდება სერიოზული გამოკვლევა

USAID-ის ქსელი არის მსოფლიოს 130 ქვეყანაში გავრცელებული და დაახლოებით მსოფლიოს 65% -ს ფარავს. ეს ინსტიტუციური ქსელი გახდა გამტარი იმ იდეოლოგიის, რაზეც იდგა ბაიდენის ადმინისტრაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარმა, ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ USAID-ზე საუბრისას. „პრობლემა არის ის იდეოლოგია, ის ფუნდამენტი და ბაზისი, რაზე დაყრდნობითაც შემდეგ ეს ქსელი ოპერირებდა. ეს არის სხვადასხვა ისეთი თემები, რომელიც რესპუბლიკელებთან იდეოლოგიურად სრულ აცდენაშია. ტრამპს არ აქვს სხვა ვარიანტი, ცდილობს, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია დაიწყოს და USAID - ი არის ის ორგანიზაცია, რომელიც მასთან ღირებულებების თვალსაზრისით ფუნდამენტურ აცდენაშია. შესაძლოა გარკვეული პროგრამები შენარჩუნდეს, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური. შესაძლოა მთლიანად ქსელი შენარჩუნდეს, მაგრამ დაიტვირთოს სხვა იდეოლოგიით და მოხდეს რეკონფიგურაცია და შესაძლოა მთლიანად დაიხუროს და ეს ფუნქცია შეითავსოს სხვა ინსტიტუციებმა. ისე, რომ USAID - ი წყვეტს არსებობას და მსგავსი გავლენები აღარ სჭირდება ამერიკას, რა თქმა უნდა ეს დღის წესრიგში მგონი არ დგას“, - აღნიშნა ლუკა ეხვაიამ. ექსპერტმა USAID- ის საქართველოში მოქმედებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რა ფაქტებიც ჩვენთვისაა ცნობილი, ეს არ არის სრული სურათი მათი საქმიანობის ბოლომდე გასაშიფრად. „USAID- ის საქართველოში მოქმედებაზე ჩვენ ვიცით რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც რა თქმა უნდა სრულ სურათს არ ასახავს. ამას სჭირდება სერიოზული გამოკვლევა. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ფაქტების გარეშე ძალიან რთული იქნება. მე მგონია, რომ ახლა გვაქვს სამ თვიანი ფანჯარა, როდესაც დიდი გადაწყობა მიდის აშშ-ში და ზუსტად ამ ფანჯრის გაჩენაზე რეაქციაა ის, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება იყოს სამომავლოდ დაცული და უზრუნველყოფილი. თუნდაც ის ირიბი გზით შემოსული ფინანსები, რაც გარკვეულ რისკს ქმნის სახელმწიფოში“, - განაცხადა ლუკა ეხვაიამ.

მარკო რუბიო – ღაზა ამ ეტაპზე საცხოვრებლად არ გამოდგება აუფეთქებელი იარაღისა და სხვა საფრთხეების გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ღაზა ამ ეტაპზე საცხოვრებლად არ გამოდგება აუფეთქებელი იარაღისა და სხვა საფრთხეების გამო. რუბიოს თქმით, მოსახლეობას დროებით სხვაგან მოუწევს ცხოვრება, ვიდრე ტერიტორია აღდგება. დომინიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კითხვა დაუსვეს დონალდ ტრამპის შეთავაზების შესახებ, რომელიც ღაზის სექტორის განვითარებას ეხება. „ღაზაში არსებული მდგომარეობა, რასაც ფოტოებიც ადასტურებს, საცხოვრებლად შეუფერებელია. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ კონფლიქტით და იმით, რომ „ჰამასის“ მხდალი წევრები მიწისქვეშ იმალებოდნენ, არამედ იმითაც, რომ იქ არის აუფეთქებელი ჭურვები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის „ჰამასის“ შეიარაღება. ყველაფერი ეს უნდა გაიწმინდოს“, – განაცხადა რუბიომ. რუბიოს თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა დახმარების სურვილი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. „თუ რომელიმე სხვა ქვეყანა მზადაა თავად გააკეთოს ეს, ეს შესანიშნავი იქნება. თუმცა ჯერჯერობით არავინ ჩქარობს ამის გაკეთებას“, – აღნიშნა მარკო რუბიომ. მისივე თქმით, ბევრი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას ღაზისა და პალესტინელი ხალხის მიმართ, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანია მზად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 4 თებერვლით თარიღდება: „2025 წელი, 4 თებერვალი - დონალდ ტრამპმა აიშვა - მაგრად აიშვა: დიდ დარტყმას მიაყენებს თურქეთს, ირანს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ტრამპი თავისას გააკეთებს აუცილებლად! ნურავის ექნება იმედი, რომ რაიმესი შეეშინდება ან რაღაცას ვერ გადაწყვეტს. პირიქით. მას სწამს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა, და უკან არ უნდა დაიხიოს. ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დიდი სიმპათიები აქვს და უარყოფს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უკანონობად მიაჩნია... რაც შეეხება ახალი ტერიტორიების ამერიკისთვის მიერთებას, ვგულისხმობ, კანადასა და გრენლანდიას, ამ ეტაპზე, რაღაც ცვლილებებს არ ვხედავ - როგორიც არის დღეს დედამიწა, ისევ იმ ფორმაში ჩანს ხედვაში. თუმცა აღვნიშნავ, რომ ამერიკა და ევროპა გრენლანდიას რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ - არცერთ შემთხვევაში! მომავალში კი ვხედავ, რომ გრენლანდიაში ამერიკის დროშა ფრიალებს“, - ვკითხულობთ პოსტში.

ბოლო სიახლეები