ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

“გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს” – ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

2019 წლის 8 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 764 საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 314 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 5 ათას­ზე მეტი კი და­შავ­და.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბია: შემ­ხვედ­რი მოძ­რა­ო­ბის ზოლ­ში გა­დას­ვლა ან გას­წრე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ამ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი. გახ­ში­რე­ბუ­ლი საგ­ზაო შემ­თხვევ­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზე­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე AMBEBI.GE საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებს ესა­უბ­რა.

ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, “ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის” ხელ­მძღვა­ნე­ლი:

– რაზე მი­უ­თი­ტებს ეს სტა­ტის­ტი­კა?

– ვერ­ცერ­თმა იმ რე­ფორ­მამ, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბუ­ლა ან ახლა ტარ­დე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში, ვერ მი­აღ­წია იმას, რომ სა­მი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­ნა. რო­გორც და­ღუპ­ვა, და­შა­ვე­ბუ­ლო­ბა – ისე თვი­თონ შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო 2017 წელი, რო­დე­საც სა­მი­ვე პა­რა­მეტ­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. ასე­თი და­დე­ბი­თი შე­დე­გი მა­შინ გა­მო­იწ­ვია ქუ­ლა­თა სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბამ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო მსხვერ­პლიც. მძღო­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რად­გან ჰქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ ჩა­მო­ერ­თმე­ო­დათ მარ­თვის მოწ­მო­ბა და ქუ­ლე­ბი გა­უ­ნულ­დე­ბო­დათ. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ე­ბიც. მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯე­ბი იყო ფრაგ­მენ­ტუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დეგ­ბიც მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტუ­ლად მი­ვი­ღეთ. ახლა არა­ვინ იცის, რა კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ შემ­ცირ­დეს გზებ­ზე მსხვერ­პლი. ფაქ­ტია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა. რად­გან რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუნ­დაც ტექნკუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, შემ­ცირ­დეს გზებ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბი, არა­ვინ იცის, რა შე­დეგს იძ­ლე­ვა. არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, ანა­ლი­ზი, რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა ამა თუ იმ რე­ფორ­მამ, იქო­ნია თუ არა ზე­გავ­ლე­ნა მსხვერ­პლის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

სტა­ტის­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ მთა­ვა­რი გა­მომ­წე­ვი მი­ზე­ზე­ბი არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა, სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­დას­ვლა, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა იყო. რო­დე­საც ეს სტა­ტის­ტი­კა დევს ხე­ლის­გულ­ზე, მას უნდა მოჰ­ყვეს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ასე­თი სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით, წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბით ცდი­ლო­ბენ აღ­მო­ფხვრან კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი. პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან სუს­ტია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო რგო­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებ­და და იგი უნდა იყო აუ­ცი­ლებ­ლად პრე­მი­ე­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში. რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, იყო ეკო ონ­ბუდსმე­ნის სტრუქ­ტუ­რა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ცალ­კე სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა იქ­ნე­ბო­და კარ­გი. ახ­ლაც მოქ­მე­დებს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო უწყე­ბა, მაგ­რამ იგი სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ში­ნა­გან სა­მი­ნის­ტროს, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად მყოფ კო­ლე­გებს, ცხა­დია, ვე­რა­ფერს მოს­თხოვს, აქ უნდა იყოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მო­თხოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

“პარტნი­ო­რო­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის” თავ­მჯდო­მა­რე, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი გელა კვა­ში­ლა­ვა AMBEBI.GE-ს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე ესა­უბ­რე­ბა. ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­ჭი­როა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა, სან­ქცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წა და რაც მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნება.

“სის­ტე­მის ყველ­ზე დიდი უსა­მარ­თლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას ჩანს, რად­გან სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­სა და ნას­ვა­მო­ბა­ზე და­ნა­შა­უ­ლი შე­გიძ­ლია ჯა­რი­მით გა­მო­ის­ყი­დო და მან­ქა­ნის ტა­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლო. წე­ლი­წად­ში 200 ათა­სი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა. მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ დარ­ღვე­ვას რამ­დენ­ჯერ­მე იმე­ო­რებს და საფრ­თხეს უქ­მნის, რო­გორც თა­ვის სი­ცო­ცხლეს, ისე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა ადა­მი­ა­ნებს. ჩვე­ნი ახალ­ბე­და მძღო­ლე­ბი მარ­თვის მოწ­მო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, თე­ო­რი­ა­ში იღე­ბენ. მათი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის დო­ნე­ზე მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ რუს­თავ­ში გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბის ნა­ხე­ვარს თბი­ლის­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­მოს­ვლა უჭირს.

ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქუ­ლა­თა სის­ტე­მის რე­ა­ლუ­რად ამოქ­მე­დე­ბა და გზებ­ზე კონ­ტრო­ლი. ხი­ლავ­დო­ბის პრობ­ლე­მაც არის, რა­ზეც მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში „საგ­ზაო უსფრ­თხო­ე­ბის სა­მოქ­მე­დეო გეგ­მა“, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტო ამ სტარ­ტე­გი­ის სრულ­ყო­ფი­ლად ამოქ­მედ­ბე­ა­ში. თუ კი ხე­ლი­სუფ­ლებ­სი ნება იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და მსხვერ­პლის შემ­ცი­რე­ბა”, – აცხა­დებს გელა კვა­ში­ლა­ვა.

ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია წარ­მა­ტე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მა­შინ, რო­დე­საც ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, ქა­ლა­ქის შიგ­ნით ერთი უბ­ნი­დან მე­ო­რე­ში ან უბ­რა­ლოდ ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლია.

„ადრე თუ საფრ­თხე მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა იყო, დღეს უკვე ტრო­ტუ­არ­ზე ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბაც რის­კის შემ­ცვე­ლია. ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს პა­სუ­ხი მარ­ტივ შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნი იხარ­ჯე­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე? კონ­კრე­ტუ­ლად ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე არ­სე­ბულ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე? რა­ტომ უა­რეს­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი ქა­ლა­ქებ­ში? რა­ტომ გა­ორ­მაგ­და თბი­ლის­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა?

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის მო­ლო­დი­ნი გა­და­მე­ტე­ბუ­ლია, როცა ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, ქა­ლა­ქის შიგ­ნით ერთი უბ­ნი­დან მე­ო­რე­ში უბ­რა­ლოდ ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლის­თვის დიდი რის­კის შემ­ცვე­ლია. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი არა­რე­ა­ლუ­რია, თუ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ შე­თან­ხმდე­ბა, რომ გორ­ში, ქუ­თა­ის­ში, ფოთ­ში, თე­ლავ­ში სკო­ლე­ბის წინ უსაფრ­თხო ქუ­ჩის გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­წყო­ბა­სა და სუფ­თა, უსაფრ­თხო ტრან­სპორტზე ზრუნ­ვა უფრო მე­ტა­დაა სა­ჭი­რო, ვიდ­რე ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვეყ­ნის სივ­რცით მო­წყო­ბა­სა და მა­გის­ტრა­ლის გზის მო­ნაკ­ვე­თის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე. ვიდ­რე ეს მიდ­გო­მა არ შე­იც­ვლე­ბა და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ახა­ლი ვე­ლო­სი­პე­დე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სი არ დას­რულ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვეშ დარ­ჩე­ბა”, – ამ­ბობს კვა­ში­ლა­ვა.

www.ambebi.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია“ – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.

„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. პოსტს უამრავი ადამიანი ეხმიანება და არ წყდება სამძიმრის ტექსტები მომღერლისთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან.რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

დევიდ ბექჰემი რაინდი გახდა

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.

მარტა კოსი – საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

ევრკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშები წარუდგინა.მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია მკვეთრად დამძიმდა.„კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლა ამ დონემდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს მოქალაქეთა ევროპული მომავლის მოთხოვნას. ევროპული საბჭოს ბოლო წლების დასკვნების თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

ბოლო სიახლეები