ორშაბათი, მაისი 18, 2026

გაბაშვილი: ნაციონალური მოძრაობა ვიწროპარტიული სიბრმავის მსხვერპლია

პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. რეზოლუციას, რომელიც ევროპულ საქართველოსა და ქართულ ოცნებას შორის პოზიციების შეჯერების შემდეგ შემუშავდა, ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა მხარი არ დაუჭირეს.

ამასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს წევრი ევროპული საქართველოდან გიორგი გაბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა “ვიწროპარტიული სიბრმავის მსხვერპლია”.

“ტატუნაშვილი – ოთხოზორიას სიას პატრიტთა ალიანსმა და ნაციონალურმა მოძრაობამ ხმა არ მისცა. ალიანსი გასაგებია – რუსები არიან. ნაციონალების ფრაქცია კი ,სამწუხაროდ, ვიწროპარტიული სიბრმავის მსხვერპლია”- წერს გაბაშვილი Facebook-ზე.

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხდომაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.  ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა” გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 100-მდე მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, სამდღიანი საერთაშორისო სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტსა და ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი) ორგანიზებით იმართება და მასში 25 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის: თურქეთის, მონაკოს, ბრაზილიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფები.საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და სხვა საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, სტუ-ის რექტორმა გახსნა.აკადემიკოსი დავით გურგენიძე სემინარის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება იმ ფონზე, როცა მსოფლიო გარემოსდაცვითი და ურბანული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.„სამეცნიერო ღონისძიება, რომლის გამართვაც ტრადიციად ჩამოყალიბდა და უკვე მეხუთედ ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის აერთიანებს ამერიკის, ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დგას თანამედროვე მსოფლიო. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მეცნიერ-მკვლევართა და პრაქტიკოსთა ერთობლივი მუშაობით იქმნება შესაძლებლობა შევიმუშაოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რაც გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების მდგრად მოდელებზე გადასვლას შეუწყობს ხელს.წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს და აქვე დავსძენ, რომ დაიბეჭდება მონოგრაფია, რომელსაც საფუძვლად დაედება საქართველოს, პოლონეთის, ისრაელის, სომხეთის, თურქეთის და სხვა მონაწილე ქვეყნების მეცნიერთა სტატიები მშენებლობასა და გარემოს დაცვის ინჟინერიაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის და მათ მიერ დაგში ჩატარებული კვლევების შედეგები. მონოგრაფია ფუნქციურ პრინციპზე იქნება აგებული და მასში თავმოყრილი სამეცნიერო ნაშრომები სასარგებლო იქნება დაინტერესებულ პირთათვის, როგორც სამშენებლო და გარემოს ინჟინერიის დარგის სპეციალისტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ტექნიკური მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის”, - აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ თურქეთის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტი მუსტაფა ლატიფ ემეკი, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - პროფესორი ლეხ ძიენისი, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი კშიშტოფ კოვალჩუკი, ეგიაზაროვის წყლის პრობლემებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის ინსტიტუტის პროფესორი, აკადემიკოსი ჰოვანეს ტოკმანჯიანი. ასევე, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, გარემოს ინჟინრების ხედვა და პროფესიული მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, მრავალმხრივი და კომპლექსურია. პროფესორ ზურაბ გვიშიანის თქმით, უნივერსიტეტები აქტიურად არიან ჩართულნი თითქმის ყველა იმ საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას უკავშირდება. მათივე შეფასებით, გარემოს ინჟინერიის სფერო აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივი რესურსების დაცვით. იგი აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ურბანისტიკის, ენერგეტიკისა და ბიოინჟინერიის მიმართულებებს და მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც იქნება უსაფრთხო, მდგრადი და თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებული.„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაცვის თანამედროვე მექანიზმების დანერგვას, ასევე ეკოლოგიური რისკების პრევენციას. ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მწვანე წარმოებისა და მწვანე ქიმიის განვითარება, რაც გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიებისა და საწარმოო მოდელების დანერგვას, რომლებიც ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს უწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებას. თანამედროვე გარემოს ინჟინერია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქიმიისა და მიკრობიოლოგიის სფეროებთანაც, რადგან სწორედ ამ მიმართულებების ინტეგრირებული გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, განვავითაროთ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური სისტემები, წყლის გამწმენდი მექანიზმები და ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების პროცესები. ამ პროცესში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს მდგრადი ურბანულ დიზაინი და თანამედროვე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ქალაქების სწრაფი ზრდისა და კლიმატის ცვლილებების ფონზე აუცილებელია ისეთი ურბანული გარემოს ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას, მწვანე სივრცეების ინტეგრაციას, უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემებსა და ადამიანზე ორიენტირებულ არქიტექტურულ გადაწყვეტებს. გარდა ამისა, გარემოს ინჟინრები აქტიურად მუშაობენ ჰიდროლოგიის, წყლის რესურსების მართვის, კლიმატური რისკების შეფასებისა და სისტემური დიზაინის მიმართულებით. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების ეფექტიან და გრძელვადიან გადაწყვეტას“, - განაცხადა დეკანმა.სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარი ოთხ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები, მშენებლობა და ეკოურბანისტიკა. სამეცნიერო ღონისძიება მუშაობას 21 მაისს დაასრულებს.

6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.მათივე ცნობით, ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.მთავრობის განმარტებით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა მოაწერეს.„ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას.ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.ამასთან, შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი გაფორმდა, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას, საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მიღწევა იყო ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულება და მიწის ნაკვეთების სრული რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ რეფორმამ გააძლიერა სამართლებრივი საფუძველი, გააუმჯობესა მიწის  რესურსის ადმინისტრირება და უფრო გამჭვირვალე საფუძველი შექმნა ეკონომიკური საქმიანობისა და ტერიტორიული მმართველობისთვის.„პარალელურად, საბჭოთა პერიოდში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია დასრულდა. ამ ერთეულების სრულად კერძო საკუთრებაში გადაცემით, ურბანული სტაბილურობისა და ინდივიდუალური საკუთრების უფლების განსაზღვრული ჩარჩო შევქმენით.ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აგრძელებდა ომისა და ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლისა და სოციალური დახმარების მიწოდებით. ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, როგორც ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილი ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, ამით საზოგადოება მოიგებს, მედიას პოლარიზაციასთან დაპირისპირებაში წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს

უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, პოლარიზაციასთან დაპირისპირებაში მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს.„კანონი ყველას შეეხება. სჯობს, კარგი ინიციატივების მხარდამჭერები ვიყოთ, ვიდრე კარგ ინიციატივებს ცუდი მაგალითების მოშველიებით ტორპედირება გავუკეთოთ. ისე შეგვაჩვიეს ბევრ უმსგავსობას, რომ წესიერი გზის ჩვენება როცა ხდება, ეს უარყოფით რეაქციას იწვევს ხოლმე. უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, რაზეც კანონი ისედაც არსებობს. პირიქით, მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს იმაში, რომ სწორედ პოლარიზაციას დაუპირისპირდეს.ეს ჩვენი ნოუ ჰაუ კი არ არის, ეს სენი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ირაკლი ქადაგიშვილისგან მოდის თუ სხვისგან, ამით საზოგადოება მოიგებს. ის ადამიანიც მოიგებს, ვინც, შეიძლება, პოტენციურად ამას აკეთებდეს ან ვისაც, შეიძლება, ეს ეხებოდეს. დაჭერაზე არ არის საქმე, ხომ არ თქმულა, რომ რამე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შემოდის? აქამდეც შეეძლო, ადამიანს ეჩივლა ღირსების შელახვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც იქნება საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია

ქვეყანა დღეს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რასაც უფრო აღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.გალდავას თქმით, ამავე დროს, საქართველოში კრიტიკულად მაღალია, როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი.ლანა გალდავა ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.„საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდადებულთა რაოდენობა შეადგენს 22 767 ადამიანს, ხოლო პატიმართა რაოდენობა – 11 153 ადამიანს. კრიტიკულად აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები – ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები – პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, ფაქტობრივად, შესუსტებულია. დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე – კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს. აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.ჩვენი პოზიცია მკაფიოა – სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციასა და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, „ძლიერი საქართველო – ლელო“ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ბოლო სიახლეები