სამშაბათი, აპრილი 21, 2026

ბუნებრივი აირით 4 თვის ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალბატონები, ასევე 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს.

შუახნისა და ახალგაზრდა ქალბატონები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 თვის ჩვილი კი – რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ipn.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამარხზე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს.მისი თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებს სფეროში უკვე გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტები საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.„ჩვენ ასევე  გვაქვს მოთხოვნა 11 ქვეყნისგან – ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონიდან, დამატებით თანდათან ვაკვირდებით კავკასიასაც. დრონების თაობაზე ამ გარიგებაში იქნება, სულ მცირე, 10 სხვადასხვა შეთანხმება უკრაინული შეიარაღების ამა თუ იმ ექსპორტის შესახებ“, – წერს ზელენსკი.მისივე თქმით, შეთანხმებების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დრონების ერთობლივი წარმოება, ასევე საწარმოო ხაზის მშენებლობა როგორც უკრაინაში, ისე სხვა სახელმწიფოებში.ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამუშაოები გერმანიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთსა და ნიდერლანდებთან.

დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სინდრომის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს."დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე, იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: "12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით". მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დიუშენის წამლის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

ირანის ელჩის ალი მოჯანის გაფრთხილება: საზღვაო მარშრუტების დესტაბილიზაციის რისკი იზრდება

,,გლობალური მასშტაბით ტერორისტული საფრთხეების ზრდის გათვალისწინებით, აუცილებელია კვლავ უფრო დაკვირვებით შევხედოთ ზოგიერთი მიმდინარეობის ბუნებასა და მათ ფარულ მხარეებს. ამ კონტექსტში, ყველას ყურადღებას მივაპყრობ მოსადის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებებს, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ისრაელის როლზე ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერაში. ისლამური სახელმწიფო ( ISIS) მხოლოდ რეგიონული ტერორისტული ჯგუფი არ არის, არამედ გლობალური საფრთხეა, რომლის საშიში და რთული განზომილებები მისი გამოჩენისთანავე შესამჩნევი იყო. პირველივე წლებში ამ ფენომენზე წიგნი დავწერე, რომლის პირველი თარგმანი გერმანულ ენაზე გამოიცა. დღესაც, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ჯგუფი ფართო გეოგრაფიულ არეალში მოქმედებს და მიზნად ისახავს მგრძნობიარე რეგიონების, განსაკუთრებით კი გლობალური ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტების დესტაბილიზაციას. ამ ჯგუფის თავდასხმები ირანის ჩაბაჰარის პორტში და ასევე მისი აქტივობები პაკისტანის გვადარის პორტში ნათელი მაგალითებია საზღვაო კორიდორების დესტაბილიზაციის სტრატეგიისა. ეს მოვლენები სერიოზული გაფრთხილებაა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც საზღვაო ვაჭრობაში მონაწილეობენ. ტერორიზმი გადაიქცა გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების სამსახურში მდგომ ინსტრუმენტად, და მასთან ბრძოლა საჭიროებს რეალისტურ ხედვასა და მაღალი დონის ექსპერტებისა და სპეციალისტების თანამშრომლობას, რათა ოფიციალური ნარატივების მიღმა დიალოგი დაიწყოს''- ამის შესახებ ირანის ელჩმა საქართველოსი ალი მოჯანმა განაცხადა.

„წვიმა, თოვლი და სეტყვა…“ – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

21  აპრილს - სამშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი  8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +3, +8°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°.22  აპრილს - ოთხშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +18 +23°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +11, +16°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით  +6, +11°,ზოგან  +16°-მდე; 23  აპრილს - ხუთშაბათსდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9 +14°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით  +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა,  მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +11, +16°, ზოგან  +22°-მდე; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით  +3, +8°, ზოგან  +14°-მდე.

კახა მიქიაშვილი პატრიარქზე-ეს მისი სა­ო­ცა­რი კულ­ტუ­რა, უბ­რა­ლო­ე­ბა მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მას­თან თუ იყა­ვი, გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ შენ რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­დი და თვი­თონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. მას...

,,პირ­ვე­ლად ქაშ­ვეთ­ში ვნა­ხე, მა­შინ იქ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და სი­ა­რუ­ლი. პატ­რი­არ­ქი ყო­ველ გი­ორ­გო­ბას მო­დი­ო­და ხოლ­მე. ახ­ლოს შევ­ხვდი, ეტყო­ბა, აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, გა­ი­ცი­ნა და ნა­კურ­თხი წყა­ლი შე­მას­ხუ­რა. მერე კი, როცა სა­პატ­რი­არ­ქო­ში მი­ვე­დი, ასე გა­ვი­ცა­ნი. დი­ლას ვმო­რი­გე­ობ­დი. პატ­რი­არ­ქი ეზო­ში სა­ლო­ცა­ვად მარ­ტო ჩა­მობ­რძან­და. დი­ლის 7 სა­ა­თი, 8-ის წუ­თე­ბი იქ­ნე­ბო­და. მარ­ტო მე დავ­ხვდი. მარ­ტო მე და პატ­რი­არ­ქი ვი­ყა­ვით. აან­თო სან­თე­ლი და ლოც­ვა წა­ვი­კი­თხე. მკი­თხა, ვინ ბრძან­დე­ბი­თო? თქვე­ნო­ბით მოგ­ვმარ­თავ­და. ეს მისი სა­ო­ცა­რი კულ­ტუ­რა, უბ­რა­ლო­ე­ბა მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მას­თან თუ იყა­ვი, გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ შენ რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­დი და თვი­თონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. მას სხვა­ნა­ი­რად არ შე­ეძ­ლო - უბ­რა­ლოდ და თავ­მდაბ­ლად ურ­თი­ერ­თობ­და. ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნი შენ­ნა­ი­რი ხდე­ბო­და... რომ გა­ი­გო, მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, თე­ატრზე და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, კონ­კრე­ტულ მსა­ხი­ო­ბებ­ზე მკი­თხა. მერე მკი­თხა თუ მიყ­ვარ­და მცე­ნა­რე­ე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ვინ იყ­ვნენ ჩემი მშობ­ლე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი თბი­ლი წუთი და დღე მახ­სენ­დე­ბა... რომ ვყვე­ბი ამას, მე­რი­დე­ბა კი­დეც. ზო­გა­დად რაც ამ წლებ­ში მქონ­და, ღვთის სა­ჩუ­ქა­რია და თა­ვად პატ­რი­არ­ქის წყა­ლო­ბა...''-იხსენებს კახა მიქიაშვილი   

ბოლო სიახლეები