ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026

ბუდუ ზივზივაძის კომენტარი მნიშვნელოვანი მატჩის წინ

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის განცხადებით, განწყობა ნაკრებში, როგორც ყოველთვის, არის ძალიან კარგი, საბრძოლო და ამაღელვებელი.

„უკვე 18-ში თამაში გვაქვს და ყველა მოუთმენლად ველოდებით, როდის დაიწყება შეხვედრა. ოცნება აგვისრულდა და აქ ვართ. ფეხბურთელები მზად ვართ და 18-ში მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

ვილი სანიოლის გუნდი სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.რექტორის თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია, რომელიც მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების გზას ხსნის.„ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო,გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთის დაწყებას. ეს დღე ახალი შესაძლებლობების, პასუხისმგებლობისა და მომავალი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდი მიზნისკენ მიმავალი გზის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევას და დასახული მიზნების განსახორციელებლად წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს.გისურვებთ წარმატებით დაძლიოთ ყველა გამოცდა, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და შეძლოთ იმ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა, რომელიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი გახდება.კიდევ ერთხელ გილოცავთ და თითოეულ თქვენგანს წარმატებას, ჯანმრთელობასა და ღირსეული მომავლისკენ მიმავალ გზაზე გამარჯვებების მიღწევას გისურვებთ“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი ასოცირებული პროფესორის, ნათია მაისურაძის, გარდაცვალების გამო ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით მწუხარებას გამოთქვამს ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამორჩეული თანამშრომლის, ასოცირებული პროფესორის ნათია მაისურაძის გარდაცვალების გამოქალბატონი ნათია მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, კოლეგიალურობითა და სტუდენტებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობით.მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის.ვუსამძიმრებთ ქალბატონი ნათიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

ირაკლი კობახიძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია.„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მრავალწლიანი შრომა და ძალისხმევა შესაბამის შედეგს გამოიღებს. მჯერა, ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ თქვენს მიზნებთან. განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის შენებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. სწორედ თქვენ უნდა გადაიბაროთ ამ ქვეყნის მართვა. კიდევ ერთხელ მთელი გულით გისურვებთ წარმატებას და საუკეთესო შედეგების მიღწევას!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მკლავი მომირჩინა…“ – წყარო ტაძარში, რომელიც ბევრ სნეულებას კურნავს

სოფელ ოფრეთში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს ნათლისმცემლის (ზიარების) სახელობის უნიკალური ტაძარი. მისი მთავარი სიწმინდე არის სასწაულმოქმედი წყარო, რომელიც პირდაპირ ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელთან ამოდის და საკურთხეველთან ახლოს მოედინება. ხალხური გადმოცემით, უშვილობისა და სხვადასხვა სნეულებისგან განკურნებისთვის არის ცნობილი.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს და მორწმუნეები თავიანთ გამოცდილებაზეც ხშირად წერენ. ერთ-ერთი მორწმუნე წერს, რომ ნატკენი მკლავი მოურჩინა და ტკივილი აღარ აწუხებს.ნახეთ კადრები ↓

ირაკლი კობახიძე – კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს და სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს

ათწლეულების განმავლობაში საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო თანმიმდევრულად თანამშრომლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში.„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა სჭირდებოდა, საქართველო, როგორც ერთგული პარტნიორი, მტკიცე მხარდაჭერით პასუხობდა.ბოლო პერიოდის მოვლენები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც რეგიონულ, ისე – გლობალურ კონტექსტში სულ უფრო იზრდება. ამას განაპირობებს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური მნიშვნელობისა და გეოპოლიტიკური ფაქტორების ერთობლიობა. სამხრეთ კავკასიის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ფონზე, საქართველოს როლი კრიტიკულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება.„მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებსა და მკაფიო სტრატეგიულ მიზნებს განსაზღვრავს. საქართველო გთავაზობთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და თანამშრომლობის მკაფიო ჩარჩოს დაეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, პირდაპირი დიალოგის გზით განვსაზღვროთ საერთო პრიორიტეტები, შევიმუშაოთ აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები და უზრუნველვყოთ ორივე ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის დინამიკა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ოპტიმიზმს, ღრმად კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის მიმართ.პარტნიორობის ამ სულისკვეთებით, გულითადად ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, ჩვენი ერების მეგობრობა წარმატებით გაგრძელდეს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები