ბრაზილიის პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გაქცევის საშიშროების გამო დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ბოლსონარუ უკვე რამდენიმე თვეა, რაც შინაპატიმრობაში იმყოფება, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ქვეყნის ყოფილი ლიდერი შესაძლოა, გაიქცეს, რადგან წინა დღეებში ელექტრონული სამაჯურის დაზიანების მცდელობა ფიქსირდებოდა. სასამართლოში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლსონარუს სახლთან შეკრებილმა ხალხმა სამომავლოდ შესაძლოა, ხელი შეუშალოს მის მონიტორინგს.
ამასთან, ქვეყნის ყოფილი ლიდერის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბოლსონარუს დაკავების მიზეზი დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციაა და ისინი გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა.

