https://www.youtube.com/watch?v=K87FvxMsuG8
ბრაზილიის ქალაქ ნოვა-არტსში ბიბლიურ სიუჟეტზე დადგმული დრამა მაყურებელმა ჩაშალა, რომელმაც “იესო ქრისტეს” გადარჩენა გადაწყვიტა. ამის შესახებ Independent-ი წერს.
“ჯვარცმის” დროს სცენაზე უცნობი კაცი აიჭრა. მან ჯარისკაცს, რომელსაც “ქრისტე” უნდა ეწამებინა, თავში მოტოციკლისტის ჩაფხუტი ჩაარტყა.
კაცი ყვიროდა, რომ იესოს სიკვდილის უფლებას არ მისცემდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მას სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.