- კარტოფილი – 3 ცალი, მოზრდილი
- ბადრიჯანი – 3 ცალი
- ყაბაყი – 2 ცალი
- ხახვი – 1 დიდი თავი
- ნიორი – 3 კბილი
- პამიდორი ჩერი – 200 გ, ან ჩვეულებრივი, დაჭრილი
- მეგრული აჯიკა – გემოვნებით
- ოხრახუში და ქინძი
- მარილი და პილპილი
- ზეთი
ყველა ინგრედიენტი დავჭრათ კუბებად და მაღალ ცეცხლზე შევწვათ პორციებად. შემდეგ ყველაფერი ერთად მოვათავსოთ
ქვაბში, დავუმატოთ პამიდორი, პილპილი, მარილი და დაბალ ცეცხლზე ჩავთუშოთ კარტოფილის მომზადებამდე.
ბოლოს დავაჭრათ მწვანილები.