სამშაბათი, იანვარი 14, 2025

„ბორჯღალოსნებმა” ტესტმატჩში ტონგა 22:7 დაამარცხეს

თბილისში, „მიხეილ მესხზე”, „ბორჯღალოსნებმა” ტონგასთან ტესტმატჩი გამართეს.

საქართველოს და ტონგას ნაკრები გუნდების ტესტმატჩის პირველი ნახევარი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ალექსანდრე თოდუას ლელოთი და ლუკა მატკავას გარდასახვით „ბორჯღალოსნები” 7:0 დაწინაურდნენ.

61-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა” ტექნიკური ლელოთი გაზარდეს ანგარიში, 68-ე წუთზე კი ლუკა მატკავამ ზუსტად დაარტყა საჯარიმო და ანგარიში 14:0 გახდა.

72-ე წუთზე აკაკის ტაბუცაძის ლამაზი ლელოს (მის 41-ე ლელო ნაკრებში) შემდეგ ანგარიში 22:0 გახდა.

შეხვედრის გაწითლებულ დროში ტონგამ ლელო-გარდასახვით მშრალი ანგარიშით დამარცხებას დააღწია თავი

რეიტინგში ქულებით ტონგაზე ბევრად წინ ყოფნის გამო, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ. „მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახერხებენ ჩვენი ბიჭები კიდევ სხვების დაკავებას. მსოფლიოში არავინ უნდა ეჭვობდეს, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. პუტინმა სამი წლის წინ ნატო-სთვის ულტიმატუმებით და ისტორიის გადაწერის მცდელობით დაიწყო, ახლა კი ფხენიანის სამხედრო დახმარების გარეშე ვერ ძლებს. უკრაინა მზადაა, კიმ ჩენ ინს მისი ხალხი დაუბრუნოს, თუ ის შეძლებს მათ გაცვლას ჩვენს მეომრებში, რომლებიც რუსეთში ტყვეობაში იმყოფებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე უარის ნიშნად თავს აქნევს კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს ეუბნებოდნენ, რომ უბრალოდ წვრთნებზე მიდიოდა. „თუ დაბრუნება მოუწევს, დაბრუნდება. თუ აქ დარჩენის შანსს მისცემენ, დარჩება“, – გადმოსცემს თარჯიმანი. ამასთან, მეორე ჩრდილოკორეელმა ტყვემ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი კითხვაზე, სურს თუ არა ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება. მოგვიანებით მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთმა ტყვემ უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, მეორემ – ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების.

ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსალოდნელი ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრები გააძლიეროს

ლოს ანჯელესში მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობას განაგრძობენ. როგორც მედია წერს, ისინი ნელ-ნელა ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ საფრთხეს უქმნის სან ფერნანდოს ხეობის მჭიდროდ დასახლებულ თემებს. ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირისთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან, რამაც შესაძლოა, რეგიონში ტყის ხანძრები კიდევ უფრო გააძლიეროს. სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად. გასულ კვირას აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქში ერთდროულად გაჩენილი ექვსი ხანძრის შედეგად, ამ დროისთვის, სულ მცირე, 16 ადამიანია დაღუოული. დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, კიდევ 16 პირი. ადგილობრივი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ საბძებრო სამუშაოების გაგრძელებასთან ერთად, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა 12 000 შენობა-ნაგებობა დააზიანა ან გაანადგურა.

მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს, ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები

მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია დატოვეს. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები რესტორნის პერიმეტრიდან გარკვეული მანძილით გადასწიეს და ერთგვარი კორიდორი შექმნეს, რის შემდეგაც რესტორანში მყოფმა მოსამართლეეებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დრომდე რჩებიან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მანამდე ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ადგილიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, ისინი დააკავეს თუ ტერიტორიას გაარიდეს. რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს, ასევე კვერცხები დაუშინეს. ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

VIDEO: ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება ეზოტერიკოს გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 12 იანვრით თარიღდება. ვრცლად ↓

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ შევთავაზეთ დახმარება სლოვაკეთის ხალხს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ადაპტაციის პერიოდში, მაგრამ ფიცომ ქედმაღლურად უარი განაცხად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მან უარი განაცხადა კიევის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგების შესამსუბუქებლად. „კარგია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო უკვე დაბრუნდა ვიეტნამის ძვირადღირებული სასტუმროდან და ბრატისლავაში იმყოფება. პირადად მისთვის ეს რთული უნდა იყოს – ფუფუნებაში ცხოვრებიდან გადასვლა საკუთარი შეცდომების გამოსწორების მცდელობაზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერის შეცდომად დაასახელა რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი. „ჩვენ შევთავაზეთ დახმარება სლოვაკეთის ხალხს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ადაპტაციის პერიოდში, მაგრამ ფიცომ ქედმაღლურად უარი განაცხადა. ევროპაში ბევრი აფრთხილებდა მას, რომ არ შეიძლება უბრალოდ არაფრის კეთება და ლოდინი. ახლა ის ცდილობს, პიარით, სიცრუითა და ხმაურიანი ბრალდებებით გადააბრალოს პასუხისმგებლობა სხვას. მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მან ფსონი დადო მოსკოვზე და არა საკუთარ ქვეყანაზე, გაერთიანებულ ევროპასა და საღ აზრზე. ეს თავიდანვე განწირული ფსონი იყო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში ენერგიის მიწოდების ახალი წყაროების მოძიება, ევროკავშირთან თანამშრომლობა და ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდა დაეხმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ახლომხედველობამ გამოიწვია“. ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინა, როგორც არასაიმედო პარტნიორი, მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მობეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“. ამასთან, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს კიევში ოფიციალურ ვიზიტზე უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.

ბოლო სიახლეები