კვირა, აგვისტო 17, 2025

ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო ავიაკომპანია Air Canada-ს ყველა რეისი გაუქმდა

ბორტგამცილებელთა გაფიცვის გამო ავიაკომპანია Air Canada-ს ყველა რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს დღეში დაახლოებით 130 ათასს მგზავრს შეეხება.

პროფკავშირმა, რომელიც ავიაკომპანიის 10 ათას ბორტგამცილებელს წარმოადგენს, გაფიცვა შაბათს დილიდან გამოაცხადა. გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ, ხმელეთზე ყოფნის სამუშაო საათების ანაზღაურებას ითხოვენ.

Air Canada-მ, რომელიც მსოფლიოს 180 ქალაქში ასრულებს პირდაპირ რეისებს, აცხადებს, რომ გაფიცვის პირველ დღეს გაუქმდა 623 ავიარეისი. კომპანიაში ამბობენ, რომ პროფკავშირთან მოლაპარაკებების დროს ბორტგამცილებლებს ოთხი წლის განმავლობაში ანაზღაურების ჯამში 38%-ით გაზრდას დაჰპირდა, საიდანაც 25%-ით ზრდა პირველ წელს მოხდება.

პროფკავშირების განცხადებით, შეთავაზება არ შეესაბამება ინფლაციას, საბაზრო ღირებულებას და მინიმალურ ანაზღაურებას, ასევე შეთავაზება არ ითვალისწინებს გარკვეული სამუშაო საათების, კერძოდ, ბორტზე ასვლამდე და აეროპორტებში რეისების შესრულებამდე საათების ანაზღაურებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრაგედია საქართველოს სახალხო არტისტის, ვალერი სიჭინავას ოჯახში

საპატიო ჩხოროწყუელს, "ჯანსულოს" ლეგენდარულ შემსრულებელს, საქართველოს სახალხო არტისტს, ვალერი სიჭინავას შვილი გარდაეცვალა."თანაგიგრძნობთ ვალერი და იზა. ძალიან მეწყინა დასანანია ასე ახალგაზრდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს პაატას ალალ და კეთილ სულს.",- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უარყო ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დონეცკის მთლიანი ოლქის დათმობის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დონეცკის მთლიანი ოლქის დათმობის შესახებ, ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარს, რომელიც, უკრაინის ლიდერის თქმით, საათნახევარი გაგრძელდა, ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომელზეც სააგენტო „როიტერის“ წყაროს ცნობით, ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული.მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინმა შესთავაზე ფრონტის ხაზის გაყინვა, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონბასიდან, რაც ზელენსკიმ გამორიცხა.ამასთან, გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს.დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ. ლიდერების მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა – ამინდი მკვეთრად შეიცვლება

16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ონლაინ-კაზინო ათობით მილიონის მოგებას იღებს

შპს „NAITIVE APPS“ უკრაინის აზარტულ ბიზნესში 2022 წლიდან, Super Gra-ს ბრენდის ქვეშ ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილია, თუმცა ამჟამად ბენეფიციარ მესაკუთრედ დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორი, ბექა პაატაშვილია მითითებული.ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამავე კომპანიის ხელმძღვანელი და მეწილე იყო ნატალია ივანოვნა პანჩენკოც. იგივე პიროვნება 2019 წელს მართავდა შპს PROJECT PARTNERS-ს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე დავით კეზერაშვილია. 2025 წლის მხოლოდ პირველი ორი კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიის შემოსავალი 2 483 819 800 უკრაინული გრივნაა, წმინდა მოგება - 127 637 300 გრივნა. 2024 წელს შემოსავალი 4 685 749 900 გრივნა, 2023 წელს კი 604 794 200 გრივნა იყო.

ლევან კალაძე საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

ლევან კალაძე საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს!17 წლამდელთა ნაკრები 18 აგვისტოდან შეკრებას ქ.რუსთავში გაივლის

ბოლო სიახლეები