აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა. ინფორმაციას ამის შეახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ში მანდამდე აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, ახლა კი გაწეული ხარჯების შეფასება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
როგორც „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას ასევე განიხილავს, როგორც კიევისთვის სამხედრო დახმარებაზე დახარჯული მილიარდობით დოლარის დაბრუნების გზებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება სესხის სახით გაცემული არ ყოფილა. თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან მინერალების შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „პოზიტიურია“ და უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები.