სამშაბათი, აგვისტო 12, 2025

ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელდარ შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსული მხარის ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.მხარეებმა 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.„ორივე მხარემ დაადასტურა ღონისძიების წარმატებით ჩატარების სურვილი“, – აღნიშნულია რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ცნობისთვის, 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოსთვის ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული  ბრიფინგისას განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას სხვადასხვა ფორმატში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„მსურს, პირადად გადაგიხადოთ მადლობა თქვენი პერსონალური წვლილისთვის  და საქართველოს მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ფორმატში. ამასთან, ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგოს დღეა…“ – გიორგი ძოწენიძის ემოციური მილოცვა ცოლს

გიორგი ძოწენიძის მეუღლე, მია მაჩაბელი იუბილარია.მომღერალი საყვარელ ადამიანს ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს.„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგოს დღეა! გილოცავ ჩემო სიყვარულო. სიხარულით, ღიმილით და ბედნიერებით სავსე ცხოვრება გქონდეს ჩვენთან ერთად. ძალიან მიყვარხარ“,- წერს გიორგი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ მშვიდობისა და განვითარებისთვის როგორც რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა, მზად ვართ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ

თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომლებსაც აერთიანებთ ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო და თურქეთი ითანამშრომლებენ მშვიდობისა და განვითარებისთვის როგორც რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა.„ჩვენ, ორი ქვეყანა ვართ მონაწილე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, გაზსადენი. საქართველო გახლავთ აგრეთვე სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავიანთი ისტორიული სამშობლოდან 1944 წელს. ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ამ ეკონომიკურ და კულტურულ ისტორიულ კავშირებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ კიდევ უფრო განვაგრძობთ წინსვლას, ვაჭრობის, ურთიერთობების განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველს ემყარება. ჩვენ გვაქვს დიდი სავაჭრო ბრუნვა. ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა 3 მილიარდი დოლარი და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიც არის 5 მილიარდი დოლარი და აგრეთვე, რომ გვქონდეს მეტი ურთიერთინვესტიციები იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში. ათასობით თურქული სამშენებლო კომპანია მუშაობს საქართველოში. კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტებით.გარდა ამისა, მილიარდობით ღირებულების 300 დიდი სამშენებლო პროექტი უკვე განხორციელებულია. გარდა ამისა, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე, რომ თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის სრული განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ურთიერთობა, თანამშრომლობა აგრეთვე სამხედრო თავდაცვის სფეროში უდიდესი მნიშვნელობისაა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები.  დისკუსიის დროს ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ მსოფლიოში. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. კონკრეტულად, სამმხრივი მექანიზმების მეშვეობით, რომელიც გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანთან ერთად, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების გამყარების საქმეში.ჩვენ ახლო მომავალში ჩვენს ქვეყანაში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი სამმხრივი შეხვედრა. ჩვენ აგრეთვე განზრახვა გვაქვს, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს პარლამენტის თავმჯდომარეებს შორისაც.ვისაუბრეთ შავ ზღვაზე, კავკასიაში უსაფრთხოებაზე, აგრეთვე უკრაინაში ომზე და ღაზაში ადამიანურ ტრაგედიაზე. საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ მშვიდობისა და განვითარებისთვის, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე რეგიონს მიღმა. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ დღევანდელ დისკუსიებში და ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ ღრმა ურთიერთობებისთვის, არამედ მზად ვართ, სამომავლოდ განვავითაროთ ურთიერთობები რეგიონში. მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები თავიანთ საცხოვრებლებში მესხი თურქების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების შესახებ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ამ პროცესს საჭიროებისამებრ ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება და გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე. მადლობა პრეზიდენტ ყაველაშვილს, მის დელეგაციას და მოკითხვები საქართველოს მეგობარ ხალხს. ჩვენი საფეხბურთო გუნდების შეხვედრა 4 სექტემბერს შედგება, ეს იქნება საკვალიფიკაციო მატჩი. ესეც კიდევ უფრო გააღრმავებს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

მეუფე შიო მუჯირი – დიდგორის ბრძოლა არის სამხედრო გამარჯვების, სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, მაგალითი, რომ ერი როცა ერთიანია, ცხოვრობს ღვთის რწმენით, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება...

დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დიდგორობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, დიდგორის ბრძოლა არის იმის მაგალითი, რომ ერი როდესაც ერთიანია, ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია.„გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ და მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას – დიდგორის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ გამარჯვებას, რომელიც უკავშირდება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და სახელს.შეგახსენებთ ასევე, რომ წელს აღინიშნა ამ დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი, შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი; და მაგალითი იმისა, რომ როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ღვთის დიდი შეწევნა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანური ძალებით კეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია.ამიტომაც მემატიანე აღნიშნავს, რომ დიდგორის ბრძოლა „ესე იყო ძლევაი საკვირველი, რომელიც ქმნა ღმერთმან წმიდითა დავითითა მეფითა…“.აი, სწორედ ღმერთზე მინდობით, ღვთის შეწევნით აღასრულა დავითმა თავისი დიდი ღვაწლი და იმიტომაც შეაძლებინა მას უფალმა ეს „ძლევაი საკვირველი“, აქცია „მესიის მახვილად“ და ყოველი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ და სამაგალითო ადამიანად.მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს აღმავლობა, ეს დიდგორი არ დამდგარა ერთბაშად, ამას წინ უძღოდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, ააღორძინა და სრულყო საქართველო, როგორც ძლიერი, ძლევამოსილი ქრისტიანული ქვეყანა.მან, როგორც წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილმა და განსწავლულმა, იზრუნა ასევე განათლებისა და მეცნიერების კერების დაარსებისთვის როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი ასეთი უდიდესი კერა გახლდათ მის მიერ აშენებულ გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია, „მეორე იერუსალემად“ და „სხუად ათინად“ წოდებული.ამ ბრძენმა მეფემ გვაჩვენა მაგალითი, რომ მხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება და კულტურა შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.დღეს ჩვენ, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მრავალგვარი ახალი გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყანა ვართ და ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს დავითის გზის მოაზრება და შენარჩუნება; გვმართებს, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებიც დავითმა უთხრა ქართველ მეომრებს დიდგორის ბრძოლის წინ: „აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი უფლისა მიმართ და დავდოთ სიტყვა, რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე დავიხევთ უკან!“ამ შემართებით უნდა ვიცავდეთ ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ტრადიციულ ქრისტიანულ ცხოვრების წესს.როგორც ამბობს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, „ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიცავდეთ ჩვენ წილ საქართველოს ჩვენშიც და ჩვენ გარშემოც. ეს არის ჩვენი დიდგორი დღეს“.ამრიგად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვიხსენებთ დიდგორის ბრძოლას არა, როგორც წარსულში მომხდარ დიდ გამარჯვებას, არამედ ასევე, როგორც მოწოდებას და დიდ იმედს ჩვენი გამარჯვებისა.აქ ისევ მინდა, მოვიტანო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები, რომლებიც ასევე გაიხსენეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ „დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ის არ დამთავრებულა“; ის გრძელდება, ვიდრე ჩვენ ვარსებობთ. „ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში მუდამ იყოს დიდგორის გამარჯვება“.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს – დიდგორობას. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ლოცვით და შემწეობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ; წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.მეუფე შიოს სიტყვა სპატრიარქოს უწყებანის გვერდზე გავრცელდა.

ბოლო სიახლეები