სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს

განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ – მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით – მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ისეთი განცხადებები, რომლებიც არაკორექტული და არაობიექტურია. ასევე პირიქით შედეგი გამოიღო დასჯამ და სანქცირებამაც. ივანიშვილის განცხადებით, ამან არ იმუშავა და ვერც იმუშავებს.

„[საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძლიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო.
რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ესეც რაც გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ამანაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით ველოდებით თუ არა? – მე პირადად, აღარ ველოდები. მე მგონი, რომ რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა, მე საზოგადოებას ვეუბნები დარწმუნებით აბსოლუტურად, რამეთუ მთელი დღე 24 საათი ამით ვარ დაკავებული და რეგიონებიც კარგად ვიცი და ქალაქიც – ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი, ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ, ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი.“ –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატი – წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია – ის გამორიცხავს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი...

ჩვენ ვასაბუთებთ, რომ წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია , - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.ადვოკატის თქმით, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია გამოძიების წინაშე დაასაბუთოს, თუ როგორ, რა გზით და ვისგან მომდინარეობდა აღნიშნული.ბარათაშვილის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის წინააღმდეგ აღნიშნული საქმის ორგანიზებაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას გამორიცხავს.“წამებასთან დაკავშირებით რომ გავაკეთეთ განცხადება, მოგახსენებთ, რაში მდგომარეობს წამება - საქართველოს სისხლის სამართლის 144-ე პრიმა მუხლი გახლავთ წამება და წამებაში მოიაზრება არა მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედება ერთი პირისა მეორეს მიმართ, არამედ ფსიქიკური და მორალური ზემოქმედება, რომელიც აღნიშნული პირისაგან მიზნად ისახავს რაიმე აღიარების მიღებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვასაბუთებთ, რომ წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ მას შეუგზავნეს წერილი გარკვეული პირების დავალებით და სთხოვდნენ, ეღიარებინა ბრალი ისეთ დანაშაულში, რომელიც შეეხებოდა კორუფციას, ქრთამის აღებას, შემდეგ სთავაზობდნენ, რომ ის სასჯელი, რომელსაც პირველ საქმეზე იხდიდა, ამ სასჯელს შთანთქავდა და ეს იქნებოდა მისთვის შეღავათი.მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ამის შესახებ უარი განაცხადა. შემდეგ ირკვევა, რომ 20 აგვისტოს დაუკითხავთ ვასილ მხეიძე და 21 აგვისტოს დაკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. შემდეგ ჩამოაყალიბეს ბრალდება ქრთამის აღებაზე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. არცერთი ახალი მოწმე, არცერთი ახალი წერილობითი მტკიცებულება და არცერთი სხვა რამ ამ საქმეში არ არის ჩადებული.ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მას შეუძლია გამოძიების წინაშე დაასაბუთოს, თუ როგორ, რა გზით და ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, ვინ ვის გადასცა ეს წერილი, რომ მას აიძულებდნენ, ეღიარებინა ბრალდება ისეთ დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია. ანუ ეს ორი საქმე - ერთი, რომელზეც დააკავეს და მეორე, რომელიც საქალაქო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს ერთმანეთთან არის დაკავშირებული.ის, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ამას ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს. მას ჩემთვის არ მოუცია უფლებამოსილება, რომ ამ საქმის უკან მდგომი ადამიანის შესახებ გავაკეთო განცხადება. თუმცა, აცხადებს, რომ ამის შესახებ გამოძიებას მოახსენებს”, - განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონი ძირითადად უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება

შემიძლია, მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.კითხვაზე, როგორ აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სთავაზობს ღია და საჯარო დისკუსიას.„მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია, მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“, – განაცხადა პრემიერმა.

ტოპ-3 ავტომობილი, რომელიც საქართველოში ბოლო 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დარეგისტრირდა

2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 010 195 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი.სტატისტიკის მიხედვით, 2 მილიონზე მეტი ავტომობილიდან თითქმის ნახევარი, 984 369 ერთეული, დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი ავტოპარკი კი რეგიონებზე ნაწილდება.საქართველოში ბოლო 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დარეგისტრირდა:TOYOTA - 7 178 ერთეული;FORD - 3 087 ერთეული;BMW - 2 882 ერთეული... ვრცლად

რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა – ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი

ქუთაისში, რიონჰესში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რიონჰესში გადავარდნილი ავტომობილისა და ახალგაზრდების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.“ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კახა კალაძე – საქართველოში რაც ხდებოდა, რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, ყველაფერი საკუთარ ქვეყნებში მიიღეს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობრივი ქმედებები უმძიმესი დანაშაულია.დედაქალაქის მერის განმარტებით, ის პროცესები, რომელთა ორგანიზებასაც კონკრეტული ევროპული ქვეყნების მაღალჩინოსნები საქართველოში ახალისებდნენ, საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.„საქართველოში რაც ხდებოდა და რასაც აორგანიზებდნენ ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების მაღალჩინოსნები თავიანთი დაფინანსებული ორგანიზაციებით, დღეს ის ყველაფერი მიიღეს საკუთარ ქვეყნებში. არასასიამოვნოა და სამწუხაროა ის, რაც ხდება ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა უმძიმესი დანაშაულია“, — განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი ფაქტების ჩამდენ პირებს გარკვეული ჯგუფები გმირებად წარმოაჩენდნენ, რაც ძალადობის პირდაპირი წახალისება იყო.„ჩვენ საქართველოშიც გვახსოვს, იყო მცდელობა, ცოცხლად დაეწვათ პოლიციელები და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკურ პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანი გამოეყვანათ გმირად. ის პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც. ეს არის, რა თქმა უნდა, წახალისება. ეს იმ კონკრეტული ადამიანის მხრიდან ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“ არ იყო, ეს იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და იმ კონკრეტული ორგანიზაციების, ქვეყნების მხრიდან, ვინც ამ ყველაფერს, ამ სიბინძურეს, ამ ექსტრემიზმს აფინანსებდა და ხელს უწყობდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ამ ტიპის ფაქტები“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები