სამშაბათი, მარტი 10, 2026

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად “მეორე დღე” უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, შესაბამისად, გვმართებს დიდი სიფრთხილე

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური,  –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [არჩევნების] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმაა, საზღვაო გადაადგილების დაცვის მიზნით, საფრანგეთი წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის

კვიპროსზე თავდასხმა ევროპაზე თავდასხმაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პაფოსში ვიზიტის დროს, კვიპროსის პრეზიდენტთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირის საზღვაო მისიის ფარგლებში, საზღვაო გადაადგილების დაცვის მიზნით, საფრანგეთი წითელ ზღვაში ორ ფრეგატს გაგზავნის.„ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ ნავიგაციის თავისუფლება და საზღვაო უსაფრთხოება – აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, წითელ ზღვაში, სუეცის არხიდან ბაბ ელ-მანდების სრუტემდე. კერძოდ, „ასპიდესის“ ფარგლებში, კოალიციის, რომელიც უკვე არსებობს, რომლის შტაბბინაც საბერძნეთშია განთავსებული და ამჟამად საბერძნეთი უწევს კოორდინაციას. საფრანგეთი ამ გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილს შეიტანს ორი ფრეგატით, რომელიც ამ ძალისხმევისთვის იქნება მიძღვნილი. ჩვენ წმინდა თავდაცვითი, წმინდა ესკორტის მისიის შექმნის პროცესში ვართ, რომელიც როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ სახელმწიფოებთან ერთად შეიქმნება. მისი მიზანია, კონფლიქტის ყველაზე არასტაბილური ფაზის დასრულებისთანავე რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს კონტეინერმზიდი გემებისა და ტანკერების ესკორტირება ორმუზის სრუტის თანდათანობითი გახსნისთვის, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის მიმოქცევისთვის, რომელთა ტრანსპორტირებაც კვლავ უნდა იყოს შესაძლებელი ამ რეგიონიდან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ჯო უილსონი – ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ

ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.„ანტიამერიკულ პარტია „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან თანამშრომლობენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“, – წერს ჯო უილსონი.

ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოჯტაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა.„პატივცემულო აიათოლა ხამენეი, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე არჩევას. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სამძიმარი თქვენი მამის, აიათოლა ალი ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები გამომდინარეობს ჩვენი ხალხების ნებიდან, რომლებიც ისტორიულად კეთილმეზობლობასა და მეგობრობაში ცხოვრობდნენ.გამოვთქვამ იმედს, რომ, ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით, ერთობლივ ძალისხმევას გავაგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას. მშვიდობასა და სიმშვიდეს ვუსურვებ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის მისალოც წერილში.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციისთვის დიდი პატივია, რომ 8 მარტის აღნიშვნა მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვით შევძელით. ჩვენი საქველმოქმედო აქცია, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით და მხარდაჭერით რამდენიმე წელია ტარდება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის იმ ღვაწლმოსილი მეცნიერი ქალბატონების მონახულებას, რომლებიც უკვე 90 წელს გადაცილებულნი არიან და რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური ტრადიციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეს ქალბატონები არიან არა მხოლოდ პროფესიონალიზმის მაგალითი, არამედ თაობათა შორის ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის ცოცხალი სიმბოლო. მათი მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა ათეულების განმავლობაში ქმნიდა იმ ინტელექტუალურ გარემოს, რომელსაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ეფუძნება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სარვამარტო ღონისძიებაზე განაცხადა. სტუ-ის ინფორმაციით, ქალთა ასოციაციის ინიციატივით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით, სარვამარტო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალებს საჩუქრები გადაეცათ. როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერისა და დაფასებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარებაში. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, უნივერსიტეტი დიდი აკადემიური ოჯახია, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა, პატივისცემა და ტრადიციების შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. „განსაკუთრებით ღირებულია ტრადიცია, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს - ვაფასებდეთ და ყურადღებას ვაქცევდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურნენ მეცნიერებასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია სწორედ ასეთი ღირებულებების გამოხატულებაა. განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანი იყო იმ ღვაწლმოსილი მეცნიერ ქალბატონების მონახულება, რომლებიც უკვე 90 წელს გადაცილებულნი არიან და რომელთა პროფესიული ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული უნივერსიტეტის განვითარებასთან. ეს ადამიანები არიან ჩვენი აკადემიური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ მიერ შექმნილი სამეცნიერო და პედაგოგიური მემკვიდრეობა დღემდე ახდენს გავლენას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოზე. სწორედ მათი შრომის, ცოდნისა და ერთგულების შედეგად ჩამოყალიბდა ის ძლიერი აკადემიური საძირკველი, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი ეფუძნება“, - აცხადებს დეკანი. სტუ-ის აგრარულ მეცნიერებათა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ჰუმანურ ღირებულებებს, კოლეგიალურ ურთიერთობებსა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უნივერსიტეტს აკისრია ღვაწლმოსილი მეცნიერების მიმართ. „აზა დანელია, ნანული თევზაძე, ლენა კალანდაძე, ნელი მაისურაძე, ელმირა ჩხიკვაძე, მერი ციციშვილი, ნელი ჭიჭინაძე, ელისაბედ ხუხუნაიშვილი, ირა ჩხეიძე - ეს ადამიანები ჩვენი აკადემიური ტრადიციების მატარებლები არიან. მათი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა მნიშვნელოვანი საფუძველია იმ წარმატებებისა, რასაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი აღწევს. მათი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მეცნიერებისადმი ერთგულება მომავალ თაობებს განსაკუთრებულ მაგალითს აძლევს. მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვის საშუალებაა, არამედ გვახსენებს აკადემიური საზოგადოების ერთიანობისა და თაობებს შორის უწყვეტი კავშირის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ღირებულებებს, რომელზეც ჩვენი უნივერსიტეტი დგას - აკადემიურობას, ურთიერთპატივისცემას, კოლეგიალობას და მეცნიერებისადმი ერთგულებას“, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.

დავით სონღულაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს და სოფლის მეურნეობის ატაშეს, რიშან ჩაუდრის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარებმა გამოთქვეს მზაობა, რომ აშშ-ის სოფლი მეურნეობის დეპარტამენტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ იმ საკითხებზე რაც უკავშირდება საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის განვითარებას.ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ასევე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა ამერიკულ კომპანიებთან რეგიონში სატრანზიტო დაკავშირების კუთხით არსებული საკითხები და შეთავაზებები განიხილოს.დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ალან პერსელს ამერიკასა და საქართველოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც აგრარული, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით.შეხვედრაზე განხილული იყო სატყეო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, ასევე, ეროვნული პარკების მართვისა და განვითარების საკითხები. 

ბოლო სიახლეები