ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025

ბინები დღიურად ბათუმში – კომფორტული და ხელმისაწვდომი არჩევანი

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ სანაპიროებს, მრავალფეროვან გასართობ ადგილებსა და სტუმართმოყვარე გარემოს. მათთვის, ვინც კომფორტულ და მოქნილ საცხოვრებელ ვარიანტს ეძებს, ბინები დღიურად ბათუმში იდეალური არჩევანია.

რატომ ავირჩიოთ ბინები დღიურად ბათუმში?

ბინები დღიურად ბათუმში მოგცემთ იმ თავისუფლებას და კომფორტს, რაც სასტუმროს ნომერში ხშირად შეუძლებელია.

  • სრულად აღჭურვილი სამზარეულო

  • მყუდრო საცხოვრებელი ფართი

  • სწრაფი ინტერნეტი და ყველა საჭირო ტექნიკა

  • მაქსიმალური პირადი სივრცე

ბინები ბათუმში – მდებარეობის მრავალფეროვნება

ზღვისპირა ბინები ულამაზესი ხედებით

მათთვის, ვინც გრძნობს ზღვის სიახლოვეს განსაკუთრებულ ხიბლს, ზღვისპირა ბინები საუკეთესო არჩევანია. შეგიძლიათ დილა ზღვის ხმაზე დაიწყოთ და საღამოს ბულვარში გაისეირნოთ.

ბულვარის მიმდებარე საცხოვრებელი

თუ გსურთ შუაგულ ქაოსსა და სილამაზეში ცხოვრება, ბულვარის ახლოს მდებარე ბინები ბათუმში იდეალურია. აქ ყველაფერს ფეხით მიაღწევთ – რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და გასართობი ადგილები.

ძველი ბათუმის ისტორიული უბნები

ძველი ბათუმი გაძლევთ შანსს ჩაეფლო კულტურულ ატმოსფეროში და დატკბეთ ქალაქის უნიკალური არქიტექტურით.

რატომ არის დღიური ქირა ფინანსურად მომგებიანი?

ბინები დღიურად ბათუმში ხშირად უფრო იაფია, ვიდრე სასტუმრო, განსაკუთრებით დიდი ოჯახებისთვის ან მეგობრების ჯგუფებისთვის.

  • საკუთარი სამზარეულო საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ კვებაზე

  • მეტი ფართი და კომფორტი იგივე ფასად

  • მოქნილი პირობები დარჩენის ხანგრძლივობაზე

ვისთვის არის განკუთვნილი ბინები დღიურად ბათუმში?

  • ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებელი და კომფორტული დასვენება

  • ოჯახებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სივრცე და სიმყუდროვე

  • წყვილებისთვის, რომლებიც ეძებენ მყუდრო გარემოს

  •  საქმიანი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მოქნილი და პრაქტიკული საცხოვრებელი

როგორ იპოვოთ საუკეთესო შეთავაზება?

თუ გსურთ იპოვოთ თქვენთვის ბინები ბათუმში ეწვიეთ პლატფორმას, სადაც მრავალფეროვანი ბინები გელოდებათ სხვადასხვა ლოკაციასა და ფასის კატეგორიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგურ კომპანია SISECAM-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჰოლდინგურ კომპანია SISECAM-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა ოლგუნ თაშდემირმა, მოაწერეს, ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, კომპანიაში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული კურსის ხელშეწყობას, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერას. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივად განავითარონ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ინიციატივები და დასახეს სამომავლო პარტნიორობის კონკრეტული ნაბიჯები. ღონისძიების ფარგლებში სტუ-ის დელეგაცია, ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით SISECAM-ის ქარხანა „მინას“ ეწვია.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, კომპანია SISECAM წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ სამრეწველო ჯგუფს, რომელიც მინის შეფუთვებისა და ბრტყელი მინის წარმოებით მსოფლიო ხუთეულში შედის, სოდის წარმოებით მერვე ადგილზეა, ხოლო ქრომის ნაერთების წარმოებით უმსხვილესი გლობალური მოთამაშეა. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, კომპანიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქიმიური ტექნოლოგიების, მასალათმცოდენობის, მექანიკის ინჟინერიისა და ლოგისტიკის მიმართულებებისთვის.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ კომპანია SISECAM-თან აქტიური თანამშრომლობა უპირველესად ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. პარტნიორობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის დინამიური მოთხოვნების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია, რომ SISECAM-ის საწარმოო სტრუქტურებში უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალი სტუდენტი და კურსდამთავრებულია დასაქმებული, რაც მეტყველებს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის არსებული თანამშრომლობის ეფექტიანობაზე. მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ჩამოაყალიბონ პროფესიული უნარები, აიმაღლონ კვალიფიკაცია და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მრავალმხრივი და სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველს, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების განვითარებას, ინოვაციური მიმართულებების გაძლიერებას და უმაღლესი განათლების სფეროს კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს სამრეწველო სექტორთან“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

სტრასბურგის სასამართლომ, გზის გადაკეტვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საჩივარი წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის მიერ, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე, ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას შეეხება.აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის სოციალურ ქსელში წერს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.„სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი და იწყებს არსებით განხილვას. საჩივარი შეეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ ბაჩო ქაჯაიას უკანონოდ 5 000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.უკანონო საქმისწარმოების, მტკიცებულებათა არარსებობის, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის გარეშე დატოვების საფუძვლებით ვითხოვთ, რომ: ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-18 მუხლების დარღვევა.არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ - მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ქვეყნის შიგნით“, - წერს „ფეისბუქზე“ თორნიკე მიგინეიშვილი.შეგახსენებთ, მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 2024 წლის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლეს

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი, ორ ინსტიტუციას შორის არსებული პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის ფორმების შემუშავების პროცესში, უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. ორმხრივი დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაცვლასა და საერთო სამეცნიერო ინტერესების განსაზღვრას, ქმნის მყარ საფუძველს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (TTPU) რექტორ ოიმჟონ ტუიჩიევთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ოიმჟონ ტუიჩიევს და უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ინსტიტუციურ თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინჟინერიული და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე მსჯელობა.შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია და ორივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტთა გაცვილითი პროგრამების შესახებ საკითხები.როგორც პროფესორმა თამარ ლომონაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში, რომელიც აქტიურად ავითარებს საერთაშორისო პარტნიორობასა და ინოვაციურ მიდგომებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ, ინდუსტრიულ და ლოჯისტიკურ პროგრესს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რთულად კონკურენტულ ტექნოლოგიურ გარემოში, აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინჟინერიული განათლების განვითარებას და სტუდენტების პროფესიული მომზადების გაღრმავებას. უნივერსიტეტი ეფუძნება დასავლურ აკადემიურ პრაქტიკებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გავაზიაროთ დაგროვილი გამოცდილება და ერთობლივად შევიმუშაოთ ინოვაციური მოდელები განათლებისა და კვლევების გასაძლიერებლად. ჩვენ ვთვლით, რომ მომავალი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ჩვენი ინსტიტუციების აკადემიურ განვითარებაში, არამედ რეგიონში საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, მზად ვართ, აქტიურად ჩავირთოთ სამუშაო ჯგუფების ფორმირებაში და ხელი შევუწყოთ იმ სამომავლო ინიციატივების რეალიზაციას, რომლებიც საერთო სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებს დაეფუძნება,“- განაცხადა თამარ ლომინაძემ.სტუ-ის ცნობით, ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული მასშტაბით ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს მზადყოფნა, გააქტიურდეს ალიანსი, დაგეგმილ იქნას ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები.ინფორმაციისთვის: ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (TTPU), რომელიც იტალიის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ფილიალია, სპეციალიზირებულია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში მექანიკური ინჟინერიის, აერონავტიკული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერულ ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.

“ბოლო 8 წლის განმავლობაში, ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, სადაც, თავისი საქმიანობის წარმოების ფარგლებში, ადვოკატის მიმართ განხორციელებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დღეს იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში” –...

"ბოლო 8 წლის განმავლობაში, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას ადვოკატის მიმართ, სადაც, თავისი საქმიანობის წარმოების ფარგლებში, ადვოკატის მიმართ განხორციელებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დღეს იმყოფებოდეს პენიტენციურ დაწესებულებაში. ასეთი შემთხვევა, უფლებრივი დაცვის თვალსაზრისით, არ არსებობს", - განაცხადა "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.მისივე თქმით, ადვოკატთა ასოციაცია ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული ადვოკატთა უფლებების დაცვაზე."ჩემი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ადვოკატის უფლებების დაცვა იქნება უპირველეს ამოცანა და უფლების ნებისმიერი დარღვევის მიმართ ჩემი რეაგირება იქნება ხისტი და პირდაპირი", - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება – ტერორისტული აქტი, ALDE-ს პასუხი შეიძლება ვთარგმნოთ ასე: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.მაჭარაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: „ტერორისტია მაგრამ ჩვენია“.„ანუ ALDE-მ ელისაშვილზე თქვა: „ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია“.იმ ფონზე როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ALDE-ს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია““- წერს გურამ მაჭარაშვილი.ინფორმაციისთვის, ALDE-მ გაავრცელა პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: „რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.

ბოლო სიახლეები