სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ბესარიონ ხარძიანი – მამაჩემის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც ადეიშვილმა დაიბარა და ხუთი მილიონი დოლარი მოსთხოვა, ადეიშვილი იყო რეჟიმის იდეოლოგი და მათი „ტოპტვინი“

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლასა და ქონების წართმევის შესახებ ისაუბრა.

ბესარიონ ხარძიანის თქმით, მამამისის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა ბიზნესმენი დაიბარა და კუს ტბის სანაცვლოდ, ხუთი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ამასთან, ბესარიონ ხარძიანის განცხადებით, იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაართვა სასტუმრო.

„ბესო ხარძიანის ისტორია იწყება 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, იმდროინდელი გენერალური პროკურორი იბარებდა ბიზნესმენებს. ბესარიონ ხარძიანი ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდოდა მის კაბინეტში, არ ვიცი, მაგრამ დაიბარეს. იქ ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი. პირდაპირ განუცხადეს – კუს ტბაზე რომ ზიხარ, უნდა გადაიხადო თანხა. მოგეხსენებათ, კუს ტბა ერთ-ერთი ბიზნესი იყო მამაჩემის. დაუსახელა თანხა, ხუთი მილიონი დოლარი. მამაჩემმა როდესაც გაიაზრა, რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და დაიწყო თანხების მოძიება, რათა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნებოდა. ეს თანხა გადაიხადა ინგლისური კომპანიის მეშვეობით. ამ კომპანიის სახელს ნამდვილად ვერ გავიხსენებ. მაშინ არსებობდა ასეთი კომპანია. იძულებული გახდა, კუს ტბა ჩაედო ამ კომპანიაში. თანხა ჩაარიცხინეს. ბოდიშს ვიხდი, რომ რაღაც თანხებზეც მიწევს საუბარი, კაცი აღარ არის ცოცხალი და სწორად გამიგეთ თქვენც და საზოგადოებამაც, უბრალოდ, ფაქტებია და უნდა ვთქვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ბესარიონ ხარძიანს მიმართა: „თანხებისა და ქონების გამო აწამეს ეს ადამიანი, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თანხებზე საუბარი“.

ბესარიონ ხარძიანის თქმით, მამამისი მხოლოდ ქონების გამო არ აწამეს, არამედ მათ „კარგი ადამიანები არ მოსწონდათ“.

„არა მარტო, კარგი კაცები, კარგი ადამიანები არ მოსწონდათ, არ უყვარდათ მათ. რა თქმა უნდა, თუ რამე იყო კიდევ ადამიანის უკან, კარგი კაცის უკან, ისინი იმასაც ართმევდნენ. უბრალოდ, ერთო რამ დაავიწყდათ, რომ ღირსებას ვერ ართმევენ ეგეთ კაცებს. ისიც დროებითიო იყო, რაც წაართვეს, რადგან ჩვენ ის დავიბრუნეთ და, მათდა სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერი წაგვართვა.  ამ თანხებიდან, ხუთი მილიონი დოლარიდან მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონის წესით აყიდვინეს წნორში გაურკვეველი ავტოფარეხი. აუქციონზე მარტო თვითონ იჯდა. დაახლოებით იგივე წლებია, შეიძლება ცოტათი უფრო ადრეც და იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაგვართვა სასტუმრო „აფხაზეთი“. ის მდებარეობდა ვაჟაზე, სადაც დედაჩემს, ეკა ნონიკაშვილს ჰქონდა ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ესეც დაგვინგრიეს. ხელოვნებასაც ეხებოდნენ, დედაჩემის ცეკვის სტუდიაც დაანგრიეს. ათი მესაკუთრე ჰყავდა, მათ შორის ბესო ხარძიანი. ერთ-ერთი დაიჭირეს და მძევლად ჰყავდათ. დანარჩენი ცხრა, მესაკუთრეები, მოწილეები იძულებული გახდნენ, ერთ ლარად ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის. მამაჩემს ოთხი შვილი ჰყავდა და ეცინებოდა, ჩემს შვილებს ვაჩუქებო. ასეთი წესი იყო მაშინ, მათი სტილი ეს იყო“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

ამასთან, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით საუბრისას ბესარიონ ხარძიანმა აღნიშნა, რომ „ის იყო ამ რეჟიმის იდეოლოგი და მათი ტოპტვინი“.

„ბიზნესზე ზეწოლა იყო მისი იდეოლოგიის ქვეშ. მან მოიფიქრა. ბესარიონ ხარძიანისნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

მისი თქმით, ბიზნესმენების დარეკეტებას პირადად ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, პირადად ესწრებოდა შეხვედრას, როდესაც ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს კონკრეტული ქონების დათმობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენეს.

„ჯერ ერთი, გენერალური პროკურორი რომ თავის კაბინეტში დაგიბარებს და ამას გეტყვის, იმის იქით ვინღა უნდა დაგემუქროს.  მოსატანი გაქვსო რომ გეტყვის, სხვა რა გზა იყო. ისეთ ბიზნესმენებს ირჩევდნენ, ვის უკანაც ფინანსები დგა. როდესაც ესენი ამოწურეს, ბოლოს როგორც ვიცი, მეთონეებთან, კონდიტრებთან მიდიოდნენ“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები