ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

ბერლინური ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 500 გ
  • შაქარი – 50 გ
  • წყალი – 120 მლ
  • რძე – 100 მლ
  • კვერცხი – 2
  • კვერცხის გული – 2
  • კარაქი – 100 გ
  • მარილი – 1/2 ჩ.კ
  • საფუარი – 1 – 1.5 ჩ.კ
  • მოხარშული კრემი ან ჯემი
მომზადების წესები

თბილ რძეში ჩაადნეთ კარაქი, თბილ წყალში კი საფუარი გახსენით. ყველა ინგრედიენტი თასში მოათავსეთ და მოზილეთ ცომი. ცომს ზელვა სჭირდება იმდენ ხანს, სანამ ელასტიური არ გახდება და ხელს აღარ მიეკრობა. დააფარეთ თავზე და  აცალეთ აფუება 1-1.5 საათი. თუ მაშინვე არ გსურთ მომზადება, მოზელვის შემდეგ მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ.

გაფუებული ცომი გააბრტყელეთ 1.5 სმ სისქეზე და გამოჭერით 7 სმ დიამეტრის წრეები. დაალაგეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადააფარეთ პირსახოცი და დატვეთ ამგვარად 1 საათი.

ღრმა ჭურჭელში, საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. ჩადეთ 2-3 ცალი ფუნთუშა და შეწვით ორივე მხრიდან. გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, ან დარიჩინისა და პუდრის ნარევი.

ფუნთუშები გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, ჩაჭერით მაკრატლით და გულში ჩაუდეთ მოხარშული კრემი ან ჯემი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი: ლორა თორნტონი უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად არ მოხდეს ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს არ მოხდეს მისი ქვეყანაში შემოშვება.მისივე თქმით, ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებული დანაშაულებრივი მოწოდებების გამო საქართველოში პერსონა ნონგრანტად უნდა გამოცხადდეს.„როცა ლორა თორნტონი ამბობს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონი მედია და ენჯეოებია, ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ამაში? რომელ ქვეყანას გულისხმობს? იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რასაც აკეთებს ახალი ადმინისტრაცია. მათ თქვეს, რომ ენჯეოები არიან დამნაშავეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აწყობენ რევოლუციებს, ჩადიან უამრავ დანაშაულს და მათი საქმიანობა უნდა იქნეს გამოძიებული. ზუსტად იმავეს ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკაში მოქმედ ძალიან ბევრ მედიაზე. იგივე სტანდარტია ჩვენთანაც.დავალებები, რომელსაც ლორა თორნტონი აძლევს აქაურ აგენტურას არის დანაშაულებრივი. ის ამბობდა, რომ „თუ არ იქნება მსხვერპლი და ხალხი ქუჩაში არ გამოვა ხელისუფლებას ვერ შეცვლით“ - ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად, რომ ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე არ მოხდეს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შალვა პაპუაშვილი-უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები.როგორც შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პარტნიორები საქართველოსგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან, რაც გასაკვირია."უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. მთავარი მიზეზი, ზოგადად პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ქვეყნებთან გაუარესებული ურთიერთობების იყო ის, რომ თუ ჩვენი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვდნენ გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო რა ომი უკრაინაში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ მხრივ, რომ ჩვენგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან. ეს ჩვენთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ჩვენთვის სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დამძიმდა გეოპოლიტიკური ვითარება. ამერიკის ელჩთან ჩვენი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა.რაც შეეხება გადატვირთვის საკითხს, ის რამაც დატვირთა ეს ურთიერთობა, ამანვე უნდა გადატვირთოს" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო

რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება რუსეთზე ზეწოლის მხრივ, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ზეწოლა ფინანსურად, თუმცა, იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.„შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ზეწოლა. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რუსეთთან. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი, კაცისგან სახელად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი.სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი. ის შეჩერებული იყო და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. არავინ ახსენებს ამას. რაც მე რუსეთს გავუკეთე, ძალიან მკაცრი იყო, მე ვიყავი ყველაზე მკაცრი. თუმცა მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარე ჯო ბაიდენისგან. ბაიდენისგან მათ უნდოდათ აეღოთ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შევაჩერე ეს, მაგრამ ვნახავთ. თუმცა დიახ, არის საქმეები, რომლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელიც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური აზრით. შემიძლია გავაკეთო რაღაცები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. მე მინდა ვიხილო მშვიდობა. დიახ, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან ცუდი რაღაცები რუსეთისთვის, ეს იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა ვიხილო მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.

ავარია გორში – არის მსხვერპლი

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა - დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

🎥 ნანიკო ხაზარაძე გარდაცვლილი მამის ვიდეოს აქვეყნებს: „კარგი კაცი იყო, 86 წლის გახდებოდა…“

ნანიკო ხაზარაძე გარდაცვლილი მამის ვიდეოს აქვეყნებს: „კარგი კაცი იყო, 86 წლის გახდებოდა...,,ყველა ადამიანში, რამდენი წლისაც არ უნდა იყო, ბავშვი ყოველთვის ზის- ამბობს ნანიკოს მამა.ტელეწამყვანს მამა 2024 წელს გარდაეცვალა“https://www.facebook.com/nkhazaradze/videos/2823307231183041

ბოლო სიახლეები