სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს.

„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით.თუ ჰამასი უარყოფს თქვენს შეთანხმებას,პრეზიდენტო ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად მიიყვანს ბოლომდე.ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბავშვების გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი – ყველაფერი ხელოვნური საშვილოსნოს შესახებ

ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება კომპიუტერული მოდელირებით შექმნილი ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ხელოვნური საშვილოსნო  ე.წ.  EctoLife და ის დაწესებულება, სადაც ემბრიონის ზრდა-განვითარება ხელოვნურ საშვილოსნოებში მოხდება.როგორც ვიდეოდან ვიგებთ,  EctoLife-ად წოდებულ მოწყობილობას ყოველწლიურად 30 000 ბავშვის წარმოება შეეძლება.  ხელოვნური საშვილოსნოს დახმარებით წყვილები ბავშვების ყოლას ორსულობისა და მშობიარობის გარეშე შეძლებენ. ასევე, ბიოტექნოლოგები ამბობენ იმასაც, რომ 10 ან მაქსიმუმ 15 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები  შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა.კადრებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.„დილა მშვიდობისა საქართველო" ვიდეოს შექმნელთან და ბიოტექნოლოგთნ, ჰაშემ ალ გაილთან  ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ჰაშემი ამბობს,  ხელოვნური საშვილოსნო  ჩვილთა ინკუბატორების გაუმჯობესებული ვერსია იქნება.„ის ამოვსებული იქნება სითხით, რომელსაც ექნება ისეთივე მჟავა-ტუტოვანი, ნუტრიენული და ტემპერატურული გარემო, როგორც ბუნებრივ გარემოში, დედის საშვილოსნოში არსებულ ამნიონურ სითხეს აქვს. ხელოვნური საშვილოსნო აღჭურვილი იქნება ჟანგბადით, საკვებითა და იმ ყველა საჭირო ნივთიერებებით, რომელიც ემბრიონის განვითარებისთვისაა საჭირო.იმისთვის, რომ ემბრიონის გაზრდა ხელოვნურ საშვილოსნოში მოხდეს,  პირველ რიგში ინ-ვიტრო განაყოფიერებაა საჭირო.ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესი  ორგანიზმის გარეთ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, მიმდინარეობს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ამ დროს ხდება საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება და სპერმის საშუალებით მათი განაყოფიერება. რის შედეგადაც ვიღებთ ემბრიონს.მეორე ეტაპი უკვე ემბრიონის ხელოვნურ საშვილოსნოში მოთავსებაა.ხელოვნური საშვილოსნოს თავზე განთავსებულია მოლეკულები, რომლებიც ემბრიონს  თავისკენ მაგნიტივით იზიდავს. ამ მიზიდულობის წყალობით ნაყოფი ბუნებრივად თავსდება ხელოვნურ საშვილოსნოში, სადაც ემბრიონი  მომავალი 9 თვის განმავლობაში ზრდას განაგრძნობს.ანუ, ამ შემთხვევაში ემბრიონის განთავსება ხდება არა სხვა ქალის საშვილოსნოში, როგორც ეს ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს ხდება, არამედ ხელოვნურ საშვილოსნოში",- ამბობს ჰაშემი.რა უპირატესობა აქვს ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან შედარებით ხელოვნურ საშვილოსნოსჰაშემის თქმით, ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში სუროგატი დედის პოვნა არც ისე მარტივია. უშვილო წყვილებს წლების განმავლობაში რიგში დგომა და უამრავი განცხადების შევსება უწევთ.  ხელოვნური საშვილოსნოს შემთხვევაში კი ისინი შვილის ყოლას ნებისმიერ დროს შეძლებენ.ბიოტექნოლოგები ამბობენ,  ხელოვნური საშვილოსნოს თავზე მოთავსებული იქნება კამერა, რომლის საშუალებითაც  ემბრიონის ზრდის ყველა ეტაპის მონიტორინგი იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მშობლებს საშუალება ექნებათ 24 საათის განმავლობაში თვალი ადევნონ ნაყოფის განვითარების პროცესს და ასევე, მოინახულონ ის რამდენჯერაც ამისი სურვილი ექნებათ.  მშობლები შეძლებენ აკონტროლონ ემბრიონის გულისცემა, ტემპერატურა, ჟანგბადის სატურაცია,  სუნთქვის სიხშირე.ამ ყველაფრის კონტროლს მშობლები სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ხელოვნურ საშვილოსნოსთან.  ხელოვნურ საშვილოსნოზე დამაგრებული ყურსასმენების წყალობით, წყვილებს საშუალება ექნებათ ესაუბრონ ბავშვს, მოასმენინონ მუსიკა.   გარდა ამისა, როგორც ჰაშემი აღნიშნავს, ხელოვნური საშვილოსნო ადრეულ ეტაპზევე გამოავლენს გენეტიკურ დარღვევებს - ეს კი ექიმებს საშუალებას მისცემს განახორციელონ დროული ჩარევა და თავიდან აიცილონ ნაყოფის დაკარგვა იმ შემთხვევაში თუ ემბრიონის განვითარების პროცესი ისე არ წარიმართა როგორც საჭიროა.თუმცა ეს ყველაფერი არაა - ბიოტექნოლოგები ამბობენ, რომ ხელოვნურ საშვილოსნოში გაზრდილ ემბრიონებისთვის მშობლები თვალის, კანისა და თმის ფერის შერჩევას შეძლებენ. ასევე, ექნებათ საშუალება წინასწარ განსაზღვრონ ბავშვის სიმაღლე,  ფიზიკური ძალა და ინტელექტის დონე.„მომავალი შვილისთვის სასურველი თვალის, კანისა თუ თმის ფერის შერჩევა გენური ინჟინერიის წყალობით იქნება შესაძლებელი.  გენური ინჟინერია ახალი ტექნოლოგია, რომელიც გენებით მანიპულირებას გულისხმობს. ანუ, მისი წყალობით მეცნიერებს შეუძლიათ გენები ერთი სახეობიდან, მეორე სახეობაში გადაიტანოს.მაგალითად ,შესაძლებელია გენების გადატანა თევზიდან პომიდორში,იმისათვის რომ  პომიდორი უფრო ყინვაგამძლე გავხადოთ. შედეგად, გენეტიკურად მოდიფიცირებული პომიდორი მასში ჩაშენებული თევზის გენის საშუალებით  თევზისათვის დამახასიათებელი ცილების გადამუშავებას დაიწყებს.  ზუსტად მსგავსი პროცესის გავლა მოუწევთ ბიოტექნოლოგებს აღნიშნულ შემთხვევაში. ისინი ახალი ინსტრუმენტის  , CRISPR/Cas9-ის საშუალებით გენში იპოვიან იმ ადგილს, რომლის შეცვლაც უნდათ და მას ახლით ჩაანაცვლებენ. მათ ზუსტად იციან რომელი გენი რაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, თუ ბავშვის თვალის ფერის ცვლილება გინდათ, ისინი იმ გენს შეცვლიან, რომელიც თვალის ფერზეა პასუხისმგებელი. ეს ყველაფერი მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ემბრიონი 14 დღეს მიაღწევს",- ამბობს ჰაშემი.

საფრთხე ბუშტებში – „მომხმარებელთა უფლებების ცენტრი“ მოსახლეობას აფრთხილებს

„ბუშტის რეზინში კიბოს გამომწევევი ნივთიერებები გამოვლინდა" - ინფორმაციას ორგანიზაცია "მომხმარებელთა უფლებების ცენტრი" ავრცელებს.მათივე ცნობით, პროდუქტი, რომელიც ონლაინ იყიდებოდა, უკვე ამოღებულია ბაზრიდან.„საფრთხე ბუშტებში!ბუშტების რეზინში აღმოჩენილია ნიტროზამინები – ქიმიკატები, რომლებიც კიბოს რისკს ზრდის.აღნიშნული ნივთიერება საშიშია, რადგან ბავშვი ბუშტს პირში იდებს ან ხელით ხშირად ეხება.ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემამ (Safety Gate) გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ აღნიშნული პროდუქტი არ შეესაბამება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.წარმოება: ჩინეთი;პროდუქტი იყიდებოდა ონლაინ;უკვე ამოღებულია ბაზრიდან.გირჩევთ, შეამოწმოთ ბუშტების ეტიკეტები და თუ პროდუქტი აღნიშნულ კატეგორიაშია, მოერიდოთ მისი გამოყენებას ბავშვებთან.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა: Safety Gate: Alert 10096034" - ნათქვამია „მომხმარებელთა უფლებების ცენტრის“ ინფორმაციაში.

მერაბ დვალიშვილი – კორი სენდჰეგენი ძლიერი მეტოქეა, ხშირად იცვლის პოზიციას და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა SHAK MMA-სთან ინტერვიუში მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 5 ოქტომბერს ამერიკელ კორი სენდჰეგენთან ჩაატარებს.„კორი სენდჰეგენი ძლიერი მეტოქეა – ხშირად იცვლის პოზიციას, ფიზიკურად გამძლეა და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მომწონს მისი თავდაჯერებულობა და ვიცი, მძიმე შეხვედრა მელოდება, ასეთ დროს კი ყოველთვის მაქსიმუმს ვაჩვენებ.სენდჰეგენს სურს, დამანოკაუტოს, ქამარი წამართვას და კარიერაც დამიმსხვრიოს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემ. ახლა ის ჩემი მოწინააღმდეგეა და ტიტულის დათმობას არ ვაპირებ. ვგეგმავ, დარტყმებში ჩავერთო და სწორედ ამ კომპონენტზე გავაკეთო აქცენტი. მჯერა, რომ ორთაბრძოლის დიდი ნაწილი დგომში წარიმართება და ამაზე ბევრი ვიმუშავე“, – განაცხადა დვალიშვილმა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გეგმაზე დათანხმებისთვის და იმ ნდობისთვის, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, შეგვიძლია დავასრულოთ სიკვდილი და განადგურება, რომელსაც ვხედავთ მრავალი წლის, ათწლეულების, თუნდაც საუკუნეების განმავლობაში, და დავიწყოთ უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი თავი მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰამასი უნდა დაეთანხმოს შეთანხმებას. “როგორც გავიგე „ჰამასსაც“ სურს ამის გაკეთება“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ისრაელს ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი 20-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის შემდგომი მმართველობის გეგმა ღაზაში მცხოვრები ხალხისთვის უკვე განიხილა მსოფლიო ლიდერებთან.ქვეყნებს შორის იყვნენ საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები.„ესენი არიან ის ადამიანები, ვისთანაც ვმუშაობდით, რომლებიც რეალურად ძალიან ჩართულნი იყვნენ ამ მოლაპარაკებებში, გვთავაზობდნენ იდეებს, იმას რასთანაც შეუძლიათ ცხოვრება, იმას რასთანაც არ შეუძლიათ ცხოვრება – საკმაოდ კომპლექსური“, – თქვა ტრამპმა.

კახა კალაძე – მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის, იხსნება იუსტიციის სახლის ფილიალი, სადაც შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება

გლდანში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად დაესწრო.„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, სადაც ყოველდღიურად შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივებს მუნიციპალური სერვისების მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში შეუძლიათ. გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, რაიონში გაგვეხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გლდანის ტბის გარშემო, დღეს კი საშუალება მქონდა, ახალი საბავშვო ბაღი გამეხსნა ზაჰესში. დღესვე იხსნება იუსტიციის სახლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გქონდეთ ჩვენი, მუნიციპალიტეტის, მერიის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერის იმედი. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი საჭირო და აუცილებელი პროექტები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-შია განთავსებული და 3 799 კვადრატულ მეტრს მოიცავს.დედაქალაქში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ვარკეთილის ფილიალიც მუშაობს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 125 ფილიალში, ყოველდღიურად, 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

ბოლო სიახლეები