ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელს კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი აქვს, რაც ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას

სიმართლის მომენტი ახლოვდება, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ეს თქვენზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ირანის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება კომპრომისების გარეშე და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს მომდევნო ეტაპისთვის „კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი“ აქვს, რაც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ ირანის მომავალი თავად ირანელებზეა დამოკიდებული. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანში ცვლილებების შემთხვევაში შესაძლებელია ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის დამყარება და რეგიონში მშვიდობის გაფართოება.

„ჩვენი წარმატება არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის ბირთვული საფრთხის მოხსნას და არა მხოლოდ ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობას მოიტანს, არამედ ის ასევე ჩვენ გარშემო მშვიდობის წრეს გააფართოებს. დღეს ყველა ხვდება, რომ აიათოლათა რეჟიმი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ბოლო დღეებში ირანმა თავის გარშემო 12 ქვეყანას შეუტია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ყველა ეს ქვეყანა ხედავს ისრაელის უზარმაზარ ძალას, ჩვენს მზადყოფნას, ებრძოლოს ტირანებს თეირანში, ჩვენი არმიისა და ხალხის სიმამაცეს და ჩვენს უზარმაზარ სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ბევრი ქვეყანა მოგვმართავს. გეუბნებით, ბევრი ქვეყანა ახლა მოგვმართავს თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ ასევე გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უთხრა: „ბიბი, ჩვენ ირანი ნებისმიერ ფასად უნდა შევაჩეროთ“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტრამპს „ისტორიული ლიდერობისთვის“ და განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის პარტნიორობა „დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერო უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა ისრაელს მაშინ, როცა ის ებრძოდა „ჰამასს“, ხოლო ირანში ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე „დუმდა“.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს 2024 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და განაიარაღოს  „ჰეზბოლა“ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მძიმე შედეგები ელოდებათ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა „გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, რა დამატებითი სამხედრო ნაბიჯებია საჭირო, რათა ირანთან ომი დასრულდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ საჭიროა იგივე მოქმედებების გაგრძელება.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მისივე თქმით, აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს მიზანში ამოღებული გარკვეული ობიექტები, თუმცა მათი განადგურება სწრაფად არის შესაძლებელი.„ჩვენ გარკვეულ ობიექტებს ჯერჯერობით არ ვეხებით, თუმცა თუ ამას გავაკეთებთ, შეგვიძლია უკვე დღესვე, ფაქტობრივად, ერთ საათში. ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ქვეყანა თავიდან აღადგინონ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ირანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმაა.„ჩვენ მათ იმაზე ძლიერად დავარტყით, ვიდრე ისტორიის განმავლობაში პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანას დაურტყამს და ჯერ ეს დასრულებული არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის საელჩომ მონარქისტთა აქცია არ დაუშვა – უსაფრთხოების შიში თუ პოლიტიკური დისტანცია-ირანის ელჩის  ალი მოჯანის განმარტება

,,ამერიკის საელჩომ მონარქისტებს, რომლებიც, ირანზე თავდასხმის გამო ტრამპისადმი მადლიერების გამოსახატად, საელჩოსთან შეკრებას აპირებდნენ, ამის ნება არ დართო. ეს ფაქტი სავარაუდოდ ორ რამეზე მეტყველებს:ან ვაშინგტონს არაფრად უღირს საკუთარი მიწა-წყლისა და სამშობლოს მოღალატეთა ეს ჯგუფი,ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იმდენად ღელავენ, რომ მათ მიერ დაქირავებულთა შეკრებასაც კი უფრთხიან-ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს

ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს

ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა. მაკრონის თქმით, აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი კვლავ ფუნქციონირებდეს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ „ნავიგაციის თავისუფლება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ყველა სახელმწიფოსთვის“, რადგან რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ ერთ-ერთ მთავარ საზღვაო სატრანზიტო გზაზე მოძრაობა პრაქტიკულად შეაჩერა. მაკრონის თქმით, ასევე აუცილებელია მესამე მხარეებთან თანამშრომლობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვები.

ილჰამ ალიევი – ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, მშვიდობა გაგრძელდება

ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა სომხეთთან, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნები, უკვე შვიდი თვეა, მშვიდობიანად ცხოვრობენ.„დამოუკიდებლობა 1991 წელს იქნა მიღწეული და მხოლოდ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში იყო მშვიდობიანი პერიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა გაგრძელდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაჭრობა და სომხეთისთვის მნიშვნელოვანი ნავთობპროდუქტების მიწოდება. ეს კიდევ ერთხელ ჩვენი მტკიცე პოლიტიკური ნების დემონსტრირებაა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია ორივე მხარის განზრახვის, ააშენონ ჯანსაღი ურთიერთობები და დარჩნენ მშვიდობის ერთგული. ამიტომ ჩვენი დღის წესრიგის მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვაა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

დონალდ ტრამპი – ირანთან ომი მალე დასრულდება, რადგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ

ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან „პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსს“ განუცხადა. „როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დამთავრდება. ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში.“, – აღნიშნა ტრამპმა. „აქსიოსის“ თანახმად, აშშ-მა მიიღო სადაზვერო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა დაიწყო ნაღმების დადება ჰორმუზის სრუტეში – ნავთობით მომარაგების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წერტილში. ოფიციალური პირების თქმით, გაურკვეველია, რამდენი ნაღმი განათავსა ირანმა, თუმცა, არსებული შეფასებით, ეს რიცხვი ძალიან მცირეა. ტრამპმა „აქსიოსს“ დაუდასტურა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნაღმის დამდები 16 ნავი გაანადგურა და ირანის გეგმები ჩაშალა

ბოლო სიახლეები