პარასკევი, ივნისი 20, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის ტერორისტმა ტირანებმა საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თეირანში მყოფ ტირანებს სრულ ფასს გადავახდევინებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება.

მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს.

„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშებაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბექა დავითულიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის სამეცნიერო კონფერენციამდე, რომელიც თბილისში გაიმართება, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.სამონასტრო კომპლექსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ეროვნული სამეცნიერო საბჭოს მდივანი დავით ლორთქიფანიძე, ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ფლორენციაში, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანი გერჰარდ ვოლფი და კომიტეტის წევრები.ბექა დავითულიანმა და დავით ლორთქიფანიძემ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული სამეცნიერო ლაბორატორიაც დაათვალიერეს.ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ფაქტობრივ მდგომარეობას მინისტრის მოადგილე გელათის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოების წევრებთან ერთად გაეცნო.ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გამოცემა „ა ბოლა“ – გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს „ოქროს თაობის“ წევრია

„ბევრი ნანობს ქოჩორაშვილთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას“, — ამ სათაურით აქვეყნებს პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ წერილს ქართველ ნახევარმცველზე, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ლა ლიგაში დაწინაურებული „ლევანტედან“ პორტუგალიურ „სპორტინგში“ გადავიდა.„ქართველი ნახევარმცველი მომდევნო სეზონში „სპორტინგს“ გააძლიერებს. ის საქართველოში სუპერგმირად იქცა და მრავალი ახალგაზრდისთვის მაგალითი გახდა. გიორგი ჭელიძე, რომელიც მის მწვრთნელად ითვლება, ამბობს, რომ პორტუგალიელებს ჯერ წარმოდგენაც არ აქვთ, ვინ არის სინამდვილეში „სპორტინგის“ ახალწვეული.ქოჩორაშვილი საქართველოს „ოქროს თაობას“ მიეკუთვნება, რომელშიც შედიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სპორტინგის“ ქართველი ახალწვეული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა ქართულ მედიაში. ეროვნული ნაკრების ბანაკში მას „კაპიტან ამერიკას“ უწოდებენ და ქართველ გულშემატკივრებს შორის თითქმის ხელშეუხებელი სტატუსი აქვს“, – წერს გამოცემა.„ა ბოლამ“ გამოაქვეყნა გიორგი ჭელიძის, ფეხბურთელის ბავშვობის მწვრთნელის ინტერვიუც, რომელიც მას „საბურთალოში“ (დღევანდელ „იბერიაში“) ავარჯიშებდა:„ის საქართველოს სიამაყეა და მთელი ქვეყანა მასით აღფრთოვანებულია. პატარა ბავშვები ცდილობენ, მიბაძონ და მის კვალს გაჰყვნენ. გიორგის მაგალითმა უამრავი ბავშვი შთააგონა. ის არის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სახე და ახალგაზრდებზე მისი გავლენა უდავოა.უკან რომ გავიხედოთ, დარწმუნებული ვარ, ბევრმა, ვინც მასში ეჭვი შეიტანა მასში, ახლა თავისი შეცდომა კარგად იცის. ნიჭი მხოლოდ მაშინ ღირს რამედ, როცა შრომისმოყვარეობას ახლავს. გიორგისთვის ეს პერიოდი რთული იყო, მაგრამ სწორედ ამ სირთულეებმა გააძლიერა — როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. მან აჩვენა გამძლეობა, მებრძოლი სული და ურყევი მონდომება. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მოთმინება იყო მთავარი და დრო მის ღირებულებას აუცილებლად გამოავლენდა. დღეს ის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.ქოჩორაშვილი „იბერიის“ საფეხბურთო აკადემიაში სწავლობდა ესპანელ სპეციალისტ ანდრეს კარასკოსთან, რომელმაც მას ესპანური სტილით თამაში შეასწავლა და შემდგომ „ჟირონაში“ გადასვლაშიც დაეხმარა.მე თავადაც ჩართული ვიყავი ამ ესპანური მეთოდოლოგიის დანერგვაში, რაც გიორგის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენდა. ესპანური ფეხბურთის პრინციპები მისთვის უცხო არ იყო. რასაც მან „ლევანტეში“ მიაღწია, ნათელი მაგალითია მისი შრომისმოყვარეობისა. ქოჩორაშვილი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი ადაპტაციის უნარი წარმატების მთავარ ფაქტორად იქცა.გიორგი გამორჩეული იყო სწავლის უნარით, დისციპლინითა და ორგანიზებულობით. ის ბუნებრივად ლიდერი გახლდათ — მოტივატორი და თანაგუნდელების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი. მისი პროფესიონალიზმი მოედანზე და მის მიღმა წარმატების საყრდენად იქცა. მშვენიერ ოჯახში გაიზარდა, მშობლებისა და დის მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა იმ ადამიანისა და მოთამაშის ჩამოყალიბებაში, როგორიც დღეს არის“, – ამბობს ჭელიძე.

გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც დღევანდელი რიცხვით, 19 ივნისით თარიღდება.ეზოტერიკოსი ამბობს, რომ ეს 2025 წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველებაა.გოგა მანია ისრაელი-ირანის კონფლიქტსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.„ყველაზე მეტად რაც არ მინდა ასრულდეს, ეს არის, უმძიმესი აფეთქებით გამოწვეული რადიაცია. იმედია, არ გამართლდება ეს, რასაც ახლა ვამბობ, სხვა შემთხვევაში ძალიან დიდ ტრაგედიას მოიტანს.ისრაელ-ირანის ომში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.მომავალი 3-4 წელი მოვუნდებით ამ საკითხების გავლას, ნგრევას და ისევ შენებას.წლის მიწურულს, თურქეთში მოსალოდნელია კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა.მე ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“, - ამბობს გოგა მანია.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

ნათლობის წესში ცვლილება შევიდა – ნახეთ, ყველა დეტალი

2023 წელს მიღებული სინოდის განჩინების მიხედვით, ნათლობის წესში ცვლილება შევიდა.რამდენი ნათლიის არჩევის უფლება გგვაქვს ახალი წესის თანახმად - საკითხი დღესაც განხილვის თემაა.საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, "რუსთავი 2" დეკანოზ საბა ჭიკაიძეს დაუკავშირდა.-  რა ცვლილებებია ნათლობის წესში? მიუხედავად იმისა, რომ სინოდის განჩინება 2023 წელს შევიდა ძალაში, დღესაც, ინტერესს იწვევს აღნიშნული საკითხი. კერძოდ, ყველაზე ხშირად კითხვა ისმის იმაზე, თუ რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?- სინოდმა ერთ-ერთ საკითხად განიხილა ნათლობის საკითხი, რადგან ძალიან გაუკუღმართებული იყო ეს ყველაფერი, რადგან ჰყავდათ 7, 10, 12 ნათლია და ძალიან არასწორ ფორმებს იღებდა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს, ძველი ტრადიციით კი, ნათლია უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, მაქსიმუმ კი ორი.ნათლია ეს არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მოსანათლის მაგივრად. ეს ინსტიტუტი დადგინდა ბავშვობის ნათლობასთან ერთად, იმიტომ, რომ როდესაც ზრდასრული ინათლებოდა, ეს ადამიანი თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას, რასაც ქრისტიანობის მიღება ჰქვია. როდესაც პატარა ინათლება, იმის გამო, რომ ნათლობის მსახურება ითვალისწინებს აღქმების დადებას ღვთის წინაშე, რადგან პატარა ჯერ არ არის იმ ნაწილში, რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს, გაჩნდა მირქმის ინსტიტუტი. მირქმა ძველი ქართული სიტყვაა და ჩახუტებას ნიშნავს, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩახუტებული ჰყავდა ბავშვი ნათლობის დროს, სწორედ ის აძლევდა ღმერთს მოსანათლის მაგივრად პირობას, რომ გაიზრდება ღირსეული ქრისტიანი, განეშორება ეშმაკისაგან და შეუდგება ქრისტეს - აღქმების არსი სწორედ ეს არის.ჩემს თაობაში, უმრავლესობას ერთი ნათლია ჰყავდა, მაქსიმუმ ორი. ამჯერადაც დაახლოებით იგივე წესზე გადავედით. როდესაც იყო ბევრი ნათლია, მერე უკვე პასუხიმგებლობა ერთმანეთზე გადაჰქონდათ ხოლმე, ამიტომ, ამ შემთხვევაში, სინოდმა გადაწყვიტა, დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს და ყოფილიყო ერთი, ან მაქსიმუმ ორი ნათლია.- უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, მაგალითად, ერთი ნათლიის შემთხვევაში რა ხდება, ვინ უნდა იყოს ის, ვგულისხმობ, გოგო თუ ბიჭი.- თუ იქნება ერთი ნათლია, ეს აუცილებლად უნდა იყოს თავისივე (მოსანათლის) სქესის, ხოლო თუ ადამიანს სურს იყოს ორი ნათლია, გადაწყვიტეს ყოფილიყო გოგო და ბიჭი, როგორც მაგალითად სიმბოლურად სულიერი მშობლები.- თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?- ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხდება მესამე ნათლიის დაშვება - თუკი არსებობს მესამე, ან შემდეგი შვილი და ასევე, თუკი პატრიარქიც მოიხსენიება ნათლიებში. დანარჩენ შემთხვევაში, მესამე ნათლიის დამატება არ ხდება და ამასთან დაკავშირებით, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს.- ზრდასრულების შემთხვევაში რა ხდება, მათ, ვისაც უკვე თავად შეუძლია ნათლიის არჩევა?- ზრდასრულ ადამიანს, წესით, უნდა ჰყავდეს ერთი ნათლია.- რა ასაკიდან უნდა მოინათლოს ადამიანი? ვიცით, რომ წესით, დაბადებიდან მე-40 დღეს ხდება მონათვლა, თუმცა არსებობს მანამდე და შემდეგ მონათვლის შემთხვებიც.- ბავშვის მონათვლა შეიძლება დაბადებისთანავე, უბრალოდ, მე-40 დღე დადგენილია იმის გამო, რომ 40 დღისთვის უკვე დასრულებული აქვს დედას თავისი განწმენდის წესი და მასაც შეუძლია დაესწროს ნათლობას და წაიკითხოს ლოცვა. ერთადერთი ამის გამო არის დადგენილი მე-40 დღე, თორემ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი და პირადად მეც, მომინათლავს მაგალითად ახალდაბადებული, იქვე საავადმყოფოში, რომელსაც რაღაც პრობლემა ჰქონია. ასე, რომ არ არის აუცილებელი იყოს მე-40 დღე.- ზოგიერთი ვერ ახერხებს მე-40 დღეს მონათვლას და ნათლობა დიდი ხნის შემდეგ ხდება, ამ ფაქტზე რას გვეტყოდით? - ცუდია, ვინც ვერ ახერხებს 40 დღის შემდეგაც მონათვლას ერთადერთი თვალსაზრისით, ეკლესია რატომ ჩქარობს მონათვლას და საერთოდ, რატომ დადგინდა პატარა, ჩვილობის ასაკში მონათვლა? - რადგანაც იყო ჩვილობაში გარდაცვალების შემთხვევები, იმის გამო, რომ მოუნათლავი არ გარდაცვლილიყო, დაადგინა ეკლესიამ, რომ თავიდანვე მოხდეს მისი ნათლობა. ასევე, ნათლობა უდიდესი საიდუმლოა, ამ დროს ორი საიდუმლო არის ხოლმე - ნათლისღების და მირონცხების, სულ 7 საიდუმლოა ეკლესიის და აქედან ორი - ნათლისღება და მირონცხება ერთდროულად ტარდება.. ამ დროს, ძალიან დიდი მადლი გადმოდის ადამიანზე და მე პირადად მქონია შემთხვევები, როდესაც  ბავშვი ყოფილა ავად, კრიტიკულ მდგომარეობაში, მომინათლია და ის გამოჯანმრთელებულა.ჯანმრთელობის და სულიერი თვალსაზრისითაც, ორივე მხრივ, გამართლებულია, რომ რაც შეიძლება დროულად მოინათლოს ადამიანი. არ არის სასურველი გაიწელოს ეს დრო. ეშმაკს არ სძინავს და ათასი რამ შეიძლება მოხდეს.

გიორგი გველესიანის ემოციური მიმართვა ირანელ გულშემატკივრებს -გველესიანმა კარიერის 8 წელი ირანში გაატარა

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი, რომელსაც ირანში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ირანელ ხალხს მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს."ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო. ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და ირანელი ხალხის მიმართ მხოლოდ თბილ და პატივისცემით სავსე მოგონებებს ვატარებ.არ მსურს პოლიტიკური ტერმინებით საუბარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უდანაშაულო მოქალაქეთა კეთილდღეობაა ყველა მხარეს. მათ ვუსურვებ მშვიდობას, უსაფრთხოებას და ძალას, მთელი გულით. ღრმა პატივისცემითა და სოლიდარობით, გიორგი გველესიანი.", - - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.თავად გიორგი და მისი ოჯახი ამჟამად ირანში არ იმყოფებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ დაიწერა, გველესიანი ევროპაშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ბოლო სიახლეები