ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის დივიზიაში ჩასვლისას განაცხადა, მუშაობს ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების შესახებ მთავრობის გეგმის დამტკიცებაზე.
„ჩვენ გადამწყვეტი გამარჯვების ეტაპზე ვართ. დღეს აქ ჩამოვედი, რათა დამემტკიცებინა გეგმები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა წარადგინეს ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.