სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და კიდევ ერთი ვადით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების იმედი აქვს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.

„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.

ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.

„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას

ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები ასახავს საქართველოს მზადყოფნას, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მეშვეობით, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველო ახორციელებს ამბიციური განვითარების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კარიბჭედ აქცევს.მარიამ ქვრივიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტები, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას. მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანში თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე.გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული არაბთა საამიროების ინვესტორებთან პარტნიორობა უკვე უწყობს ხელს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას – კომპანია Eagle Hills-მა ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია დაგეგმა ორი მასშტაბური მრავალფუნქციური პროექტის განსახორციელებლად თბილისსა და ბათუმში, ამასთან Abu Dhabi Ports Group-თან თანამშრომლობით თბილისში მშრალი პორტის პროექტი განვითარდა, რომელიც 2025 წლის ივნისში ამოქმედდა.Gulf News-ის თანახმად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა ქვეყნისათვის.„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი.მისი თქმით, ის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს ევროკავშირის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაში.ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ სტრატეგიული  პროექტები და საერთაშორისო პარტნიორობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება – ის უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ხდება.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი

გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნაცვლად ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე კიდევ ერთხელ მოხდა ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.„ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება.ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე“, – წერს პაპუაშვილი.

იაპონიის ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქალი აირჩიეს

იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი აირჩიეს. როგორც „ბიბისი” წერს, ეს იაპონიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნული თანამდებობა ქალმა დაიკავა.იაპონიის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად ტაკაიჩის 233 ხმა სჭირდებოდა, თუმცა მან 237 ხმა მიიღო.სანაე ტაკაიჩი იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელად 4 ოქტომბერს აირჩიეს. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია იაპონიის უმსხვილესი პარტიაა.„ჩემი მიზანია, იაპონიის რკინის ლედი გავხდე“, – განაცხადა ტაკაიჩიმ საკუთარი კამპანიის დროს.როგორც „ბიბისი” წერს, მოსალოდნელია, რომ ფიცის დადების ცერემონია დღე გაიმართება.

🎥საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან – ელდინო საღარაძე

„საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან...“,  -  ამის შესახებ მსახიობმა, ელდინო საღარაძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ალის ვაიდელი – ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს

ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ვაიდელმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მშვიდობისადმი ერთგულებისთვის.„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, მშვიდობისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქვენს დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენი მთავრობა სწორ გზაზეა. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეიძლება, მშვიდობის დამყარება ევროპაში და როგორ შეიძლება ჩვენი კონტინენტის დაყოფის პრევენცია და დაძლევა“, – განაცხადა ვაიდელმა.

ბოლო სიახლეები