ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი

ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას ძირითადად რჩება ორი რამ – მისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალისტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხის ოთხმოცი პროცენტი გამოაგდებდა ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.

„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ირანზე იერიშს, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელში ამ წუთებში განგაშის სიგნალი ისმის.ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა აქტიურად მუშაობს იერიშების მოსაგერიებლად.

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ირანის ხელისუფლების ცნობით, ესმაილ ფექრი 2023 წელს დააკავეს. ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, ის ფულის სანაცვლოდ ცდილობდა მოსადისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას.ირანული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა პარასკევს ირანში საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანია დაკავებული.ამასთან, კვირას ისრაელში ირანული სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ისრაელელი დააკავეს. ანალოგიური ბრალდებებით გასულ კვირას თელ-ავივში 13 წლის მოზარდი დააკავეს.

დონალდ ტრამპი – ირანი ამ ომს ვერ მოიგებს

ირანი ამ ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.როგორც ტრამპი განმარტავს, ირანს სურს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი.„მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დაწყებისას.ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოითხოვს ისრაელსა და ირანს შორის დეესკალაციას და რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა კანადაში შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც „სიენენი“ წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და რომ ირანმა ვერ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი.

„ბიბისი“ – ირანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ იცის, რამდენი ადამიანია დაღუპული ირანის სახელმწიფო ტელევიზიის დაბომბვის შედეგად

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაბომბვის შემდეგ მაუწყებლობა განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის გამო ეთერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაითიშა.ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეკრანზე გამოსახულია ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ არხის ყველა პროგრამა „განახლდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე”.როგორც მაუწყებელში განმარტავენ, ისრაელი ცდილობდა თავდასხმით ჭეშმარიტების ხმის ჩახშობას.ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობა თავდასხმის შემდეგ. ჟურნალისტის თქმით, მან არ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა დარტყმის შედეგად.

აშშ-ის საელჩო – შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად

დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად.„შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები