ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-თან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავლისა და მისი მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვას „ბრწყინვალე“ უწოდა.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ განაცხადა.

„ამას ეწოდება თავისუფალი არჩევანი. ადამიანებს დარჩენა თუ უნდათ, შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ თუ წასვლა უნდათ, უნდა შეძლონ წასვლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზა „ციხესიმაგრეს“ არ უნდა ჰგავდეს, არამედ „ღია ადგილი“ უნდა იყოს, რათა ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ.

„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდროდ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელის დროებით ან მუდმივად მეზობელ ქვეყნებში – ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„კორპუსის ფასადს ღებავდა…“ – ბათუმში ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა

ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა 8 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა.

დონალდ ტრამპი – ჩინეთი ძალიან სამართლიანი იყო აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების საკითხში, ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს

ჩინეთი ძალიან სამართლიანი იყო აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების საკითხში, ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ხშირად ესაუბრება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან.„ვფიქრობ, ბოლო დროს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ისინი ძალიან სამართლიანები იყვნენ ჩვენს სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესანიშნავი ურთიერთობა, დიდ, ძლიერ ქვეყანასთან. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ისინი. ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა, ვიდრე მათ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მე და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს“, – განაცხადა ტრამპმა.

რასა იუკნევიჩიენე – ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო, ერთ დროს დემოკრატიის მედროშე, ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? – საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა...

ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის მედროშე იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, გადაიქცეოდა ლუკაშნეკოს სტილის ავტოკრატიად? დღეს ჩვენ ვისაუბრებდით არა მხოლოდ ბელარუსებზე ლუკაშენკოს ციხეებში, არამედ ქართველებზე ბიძინა ივანიშვილის ციხეებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუნკევიჩიანემ საქართველოს საკითხზე ევრპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცახადა.იუნკევიჩიანე გამოვიდა წინადადებით, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ივნისში მიღებულ რეზოლუციის ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს და ტექსტი უფრო მკაცრი გახდეს.„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პროევროპულ ჯგუფებს ევროპარლამენტში და მათ მიერ დანიშნულ მომხსენებლებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა თავდასხმებმა ევროპარლამენტის წევრებზე და ევროკავშირის ელჩებზეც კი, მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს ქართველი ხალხის შეხედულებებს, ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მკაფიო სურვილს, გააგრძელონ გზა ვეროკავშირის წევრობისკენ.იმ ფონზე, როდესაც სიტუაცია გაუარესდა, ევროკავშირის საგარეო კომიტეტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, პროევროპული პარტიების მიერ მომზადებულ იქნა ახალი შესწორებები და მე გაძლევთ რეკომენდაციას, მათ მხარი დავუჭიროთ. ცვლილებები მოიცავს ტექსტის განახლებას, რათა მასში შევიტანოთ მოვლენების სერიოზული განვითარება, კერძოდ, თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და მათთვის პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრის გამოტანა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა, ასევე ჩვენი პოზიციის განახლება მუნიციპალურ არჩევნებზე, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო ეს არჩევნები არ შეიძლება, ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად“, – აღნიშნა იუკნევიჩიანემ.როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ასევე მომზადებულია ორი ზეპირი ცვლილება, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის შესახებ.„მე გთავაზობთ, ორივეს დავუჭიროთ მხარი. ერთი ეხება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, ის კარგავს მხედველობას, მას უარი ეთქვა სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე და რჩება გისოსებს მიღმა პოლიტიკური მიზეზების გამო. კიდევ ერთი ცვლილება ამკაცრებს ჩვენს მიდგომას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის შესახებ, ეს ცვლილება მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას, რადგანაც საქართველო მკაფიოდ დაარღვია ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ეკისრება ივანიშვილსა და მის პარტიას. უვიზო მიმოსვლა გადაეცემა დემოკრატიულ ქვეყნებს და არა რეჟიმებს, რომლებიც აპატიმრებენ მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით.საქართველო მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის, რეჟიმი ტყუილს ავრცელებს, როდესაც ამტკიცებს, რომ არავის ანაღვლებს ქართველი ხალხი, სწორედ ამიტომ მათი მეგობრები კრემლში და ულტრამემარჯვენეები გამოდიან ცვლილების წინადადებებით საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ. არა, ჩვენ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ, ქართველი ხალხი, რომელიც ევროპული საქართველოსთვის იბრძვის უკვე 200 დღეზე მეტია, არიან ნამდვილი ევროპელი გმირები, ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ პატივისცემას და მტკიცე მხარდაჭერას“, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.

ირაკლი კობახიძე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, ხშირად მას აბრალებენ ათას ტყუილს, აყენებენ შეურაცხყოფას, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.„დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის. ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. იცით, კონკრეტული მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდანაც“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადა თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.ჟურნალისტის კითხვაზე, „ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?“, – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესს თავადაც გააკონტროლებს.„არა მარტო მე, პირველ რიგში, დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, იმედი მაქვს, გამოძიება დაადგენს აბსოლუტურად ყველა დეტალს. მე ვერ ვისაუბრებ ვერსიებზე, ვერსიებზე ისაუბრებენ ძალოვნები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად, მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები