ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025

ბედნიერებაა, როდესაც სპექტაკლის შემდეგ, უცხო ადამიანი გეტყვის თავის აზრს, გაოცებას, კმაყოფილებას გამოხატავს

“მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესი ადრეული ბავშვობიდანვე მქონდა, ეს აბიტურიენტობის დროს მიღებული გადაწყვეტილება არ იყო”, – ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი კახა კუპატაძე. მისი “არტისტობის” ამბავი კი უცნაურად დაიწყო.

– სკოლა წყალტუბოში დავამთავრე, თეატრში ოტია იოსელიანის ნაწარმოებების­ (“ურემი გადაბრუნდა” და “სანამ ურემი გადაბრუნდება”) მიხედვით, პიესა იდგმებოდა.­ რეჟისორი ქუთაისიდან, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრიდან ჰყავდათ მოწვეული. ორი ბიჭი სჭირდებოდათ და სკოლიდან წამიყვანეს. ბატონი ოტია ცოცხალი იყო, რეპეტიციებს ესწრებოდა. ყოველდღე მასთან შეხვედრა ბედნიერება იყო, ყალიონს აბოლებდა. მაშინ ძალიან ცნობილ არტისტების გვერდით ვიდექი.

2001 წელს იმერეთის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, მეათე კლასში ვიყავი,­ იმერეთის ყველა რაიონში მომიხდა თამაში, სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში შევხვდი გურამ საღარაძეს, ჯემალ ღაღანიძეს, გოჩა კაპანაძეს, კარლო საკანდელიძეს… ეს ლეგენდები პირველად ვნახე.

თეატრალურში რომ ჩავაბარე, მხატვრული კითხვის პედაგოგი ჩემი საყვარელი არტისტი მურმან ჯინორია იყო. დღესაც ვთვლი, რომ ის ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი ვარსკვლავია. თეატრალურს რომ ვამთავრებდით, სტუდენტებს გვითხრა, ჩვენ სცენაზე პარტნიორებიც­ შეიძლება ვიყოთო. მაშინ დაუჯერებელ ამბად მეჩვენებოდა, სცენაზე ამ ადამიანის გვერდით თუ მომიწევდა დგომა, მაგრამ არ გასულა 2 წელი და ეს ამბავი რეალობად იქცა. შემდეგ კიდევ ბევრ არტისტთან მომიხდა პარტნიორობა, ყოველ ჯერზე უბედნიერესი ვიყავი. ერთხელ მკითხეს, რუსთაველის თეატრი თქვენთვის რა არისო? მაშინ მომეჩვენა, რომ დაუფიქრებლად ვუპასუხე, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ სწორი პასუხი გავეცი. ვთქვი, რუსთაველის თეატრი ჩემთვის საოცარ ადამიანებთან შეხვედრის ადგილია-მეთქი. რუსთაველის თეატრის დასში ისე ჩავირიცხე, იქ არც მეგობარი მყავდა, არც ნათესავი, არც ნაცნობი.

ამ თეატრთან პირველი შეხება ჯერ კიდევ სტუდენტობისას მქონდა, გენიალური გიგა ლორთქიფანიძე “წათეს წითელ წაღებს” დგამდა და ჯგუფიდან 4 ბიჭი შეგვარჩიეს, რომაელ რაინდებს ვთამაშობდით. თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები ისე შეგვხვდნენ, ნერვიულობის უფლებაც არ მოგვცეს, ისე მიგვიღეს სცენაზეც, სუფრაზეც, ცხოვრებაშიც…

რობერტ სტურუასთან შეხვედრა ხომ დიდი დღესასწაული იყო და ჩემს ცხოვრებაში ეს დღესასწაული დღემდე გრძელდება… მან ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ყველა როლზე მასთან რეპეტიცია არის რთული და საპასუხისმგებლო, ისე კარგად გიხსნის, ისეთი მაგალითები მოჰყავს, როგორიც არავის. ეს ადამიანი ძალიან თანამედროვეა, წიგნებში, ფილმებში, ტექნიკაშიც კი ყველაზე ძლიერია…

ზოგიერთი ძალიან მარტივად უყურებს მსახიობის შრომას. გადაღებები, რეპეტიციები იმდენ ენერგიას და დროს მოითხოვს, რამდენი უნდა იშრომო, რომ მაყურებლის წინაშე წარდგე… ეს ურთულესი პროცესია. მქონდა შემთხვევები, ახლობელი ადამიანის დაკრძალვაზე ვერ მივედი,­ ვიღაცის დაბადების დღე გამოვტოვე…

– სტუდენტობის დროს უფრო გვქონდა­ რიტუალები, დღეს – ნაკლებად. მსმენია, ბატონ მიშა თუმანიშვილს ჰყვარებია ასეთი­ რიტუალები და სანახაობრივიც ყოფილა. სცენაზე გასვლის წინ მაქვს დიდი დოზით ნერვიულობა, თუმცა ეს სცენაზე გასვლისთანავე ქრება, მერე სხვა რამ იწყება. იქ დაძაბულობა აღარ არსებობს, იქ სულ სხვა სამყაროა და შენ იმ სამყაროს ნაწილი ხდები.

ბედნიერებაა, როდესაც სპექტაკლის შემდეგ, უცხო ადამიანი გეტყვის თავის აზრს, გაოცებას, კმაყოფილებას გამოხატავს.

მაყურებლამდე სათქმელი სწორად უნდა მიიტანო, არც ზედმეტი მოგივიდეს, არც ნაკლები… ყოფილა სპექტაკლები, მაყურებელი რომ გაუკვირვებია და ისეთი წარმოდგენებიც, უკმაყოფილო რომ დაუტოვებია. აი, გაკვირვებული რომ დარჩეს მაყურებელი, ამისთვის საჭიროა დოზის დაცვა, ამაში კი არასდროს ცდება რობერტ სტურუა, ეს მსოფლიომ აღიარა. ინგლისში უთხრეს, ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი თეატრი აქვს და ვკოცნი იმ თეატრს, სადაც ამგვარი ხელოვნება იბადებაო. “ამგვარი ხელოვნება” რომ დაიბადოს, ამისთვის საჭიროა მსახიობი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყოს – ერთდროულად ტრაგიკულიც და მხიარულიც, ცოტა შერეკილიც… ეს მსახიობისგან უდიდეს ძალას მოითხოვს. ბატონი რობერტი ხანდახან გვეუბნება, – თქვენ უფრო საინტერესოები ხართ ცხოვრებაში, ვიდრე აქ, მე აქაც ისეთივე მრავალფეროვნება მჭირდება, როგორიც ცხოვრებაშიო.

წყარო:kvirispalitra.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა. საუბარია იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა პირველად შემოიღო 2014 წელს და გააფართოვა 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ.დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სანქციები ძალაში დარჩება 2026 წლის 31 ივლისამდე.ეს სანქციები მოიცავს ფართო სპექტრის სექტორალურ სანქციებს, კერძოდ ვაჭრობის, ფინანსების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების სფეროებში და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საგნების მიმართ.სანქციები ასევე მოიცავს საზღვაო გზით რუსეთში ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის საგადასახადო სისტემა სვიფტიდან გათიშავს და კრემლის მხარდამჭერი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიასაშუალების ევროკავშირში ფუნქციონირების შეზღუდვას.ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთზე ზეწოლა დამატებითი სანქციების დაწესების გზით გააგრძელონ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავი ვორქშოფით აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობისგარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავი ვორქშოფითაღინიშნა. ღონისძიება აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართადა სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკებს დაეთმო.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ვორქშოფში სტუდენტები, უნივერსიტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიების წარმომადგენლები და სპეციალისტებიმონაწილეობდნენ. ღონისძიების მხარდამჭერები კომპანიები - RMG-ი და WasteLess-ი იყვნენ.ვორქშოპი აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. მანსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელითმადლობა გადაუხადა პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა დაეკოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერებს იმ დიდი ღვაწლისათვის, რაცათწლეულების მანძილზე გარემოსდამცველთა აღზრდას და გარემოს დაცვის მიმართულებითკვლევების განხორციელებას უკავშირდება.პროფესორმა ლიანა თარგამაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გლობალურ დარეგიონულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას, მათშორის - სამრეწველო ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა დაეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, კლიმატის ცვლილებისა და ინდუსტრიულიგანვითარების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მოთხოვნებისშესაბამისი, მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ინჟინრების მომზადებას. როგორც ლიანათარგამაძემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი უკვე 45 წელიამნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორედ ამ მიმართულებით: აერთიანებს განათლებას, კვლევასა დაპრაქტიკას, ამზადებს პროფესიონალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გარემოს დაცვისა დამდგრადი განვითარების პროცესებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.ვორქშოფის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თანამედროვე ვეისტ მენეჯმენტის შესახებ საჯაროლექციები ჩაატარეს სფეროს პროფესიონალებმა. კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითმა მმართველმაკონსტანტინე ხაჭაპურიძემ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ისაუბრა, ხოლოკომპანია WasteLess-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი გულიაშვილმა სპეციფიურინარჩენების მართვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.ვორქშოფის მონაწილეთა წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარსდგა აგრარული მეცნიერებისა დაქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიისდეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა მადლობა გადაუხადასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას დეპარტამენტის დაარსების45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსიინიციატივები ხელს უწყობს აკადემიურ და პროფესიულ სივრცეებს შორის კავშირის გაღრმავებას.პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდროთანამშრომლობის მნიშვნელობაზე როგორც განათლების ხარისხის ამაღლების, ისე გამოყენებითიკვლევების განვითარების კუთხით, ასევე ისაუბრა სამომავლო ერთობლივი პროექტების, ინოვაციურიკვლევებისა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაფართოების ძირითადმიმართულებებზე. სტუ-ის ინფორმაციით, ვორქშოფის - „სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკაშიგამოყენება“ - ფარგლებში, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებისთვის RMG-ის ტერიტორიაზემოეწყო სპეციალური ტური, რომელზეც კომპანიის სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საწარმოოპროცესების შედეგად წარმოქმნილი სამრეწველო და სახიფათო ნარჩენის მართვის მეთოდები გააცნეს.

ჯეი დი ვენსი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია, როდის დადგება მშვიდობა

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია, როდის დადგება მშვიდობა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში სირთულეებია სამივე ჩართულ მხარესთან – უკრაინელებთან, რუსებთან და ევროპელებთან, თუმცა, მისი აზრით, „გარღვევას“ წარმოადგენს ის, რომ „ყველა სადავო საკითხი ღიად განიხილება“, მაშინ როცა „თავიდან იყო გარკვეული არეულობა და გაურკვევლობა“.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველაზე სადავო საკითხი ტერიტორიებია.„რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ოლქის ტერიტორიის კონტროლი. უკრაინელები ამას უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ, მაშინაც კი, თუ ისინი თავადაც აღიარებენ, რომ საბოლოოდ, სავარაუდოდ, დაკარგავენ დონეცკს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 12 თვეში, ან შეიძლება, მოგვიანებითაც. ამიტომ, ეს ტერიტორიული დათმობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს მოლაპარაკებებში, მე ვიტყოდი, რომ ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.ამასთან, ვენსის თქმით, არსებობს რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხიც.„ვინ აკონტროლებს ბირთვულ ობიექტს ზაპორიჟიეში? შესაძლებელია თუ არა მისი ერთობლივი კონტროლი? ის უნდა აკონტროლოს ერთმა მხარემ თუ რამდენიმემ? რა მოხდება საბოლოოდ ეთნიკურ რუსებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან? რა ბედი ელოდებათ ეთნიკურ უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში არიან? ბევრი რუსი სვამდა მსგავს კითხვებს. და, რა თქმა უნდა, არის უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხიც“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.ვენსის თქმით, არ ეწინააღმდეგება გარკვეული საკითხების მედიაში გავრცელებას და მიიჩნევს, რომ ყველა მხარე მონაწილეობს მოლაპარაკებებში საკუთარი „კეთილი ნებით“. თუმცა, მშვიდობის მიღწევის პერსპექტივების შეფასებისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არ გამოთქვა რწმენა, რომ ეს აუცილებლად მოხდება.„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ პროგრესს, მაგრამ დღეს დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ სამშვიდობო გადაწყვეტამდე მივალთ. ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობაა იმისა,რომ ამას მივაღწევთ,თუმცა ასევე დიდი ალბათობაა იმისაც, რომ ამას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ვენსმა.

სახალხო დამცველი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ პარლამენტის მიღებულ კანონზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.როგორც ომბუდსმენის ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტის ინიცირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში.„სახალხო დამცველმა  სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეთბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო მინისტრო და დღევანდელი შეკრების სხვა მონაწილენო, ყველას გულითადად მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს.მოგეხსენებათ, ზოგადად ელჩებს თუ რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას ითხოვს მათგან.დარწუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა, ჩვენის მხრიდანაც, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსთვის.ამასთან, მსურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი; მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია; ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებიც.ვიმედოვნებ, თქვენც, უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებთან და დიასპორასთან ერთად, შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა.ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის სათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ, ამინ!სიყვარულითა და პატივისცემით,ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი22.12.2025

ბოლო სიახლეები