როგორც mshoblebi.ge განათლების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, საქართველოს საჯარო სკოლები წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომის დღესასწაულს და მომდევნო ორშაბათს დაისვენებენ – ანუ სააღდგომო არდადეგები სკოლებში იქნება 6-9 აპრილს და 10-ში სწავლა დაიწყება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ამ შემთხვევაშიც აღსაზრდელები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით დაისვენებენ და სააღმზრდელო პროცესი სამშაბათს განახლდება.